ბაქოს "ინტერის" 32 წლის ქართველი მეკარე აზერბაიჯანის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას არ ელოდა
გიორგი ლომაია აზერბაიჯანის საუკეთესო ფეხბურთელია - ასეთია ინტერნეტ-გამოცემა "აზერიფუტბოლ"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.

ბაქოს "ინტერის" 32 წლის ქართველმა მეკარემ 180 ხმა მიიღო და კონკურენტები საგრძნობლად ჩამოიტოვა.

აზერბაიჯანის საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად თბილისშია და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მოულოდნელი იყო მეკარის აღიარება ჩემპიონატში, სადაც ბევრი ცნობილი ლეგიონერი თამაშობს...

- რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად გუნდის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დამსახურება. მარტო მეკარე ვერაფერს გახდება. მით უფრო, რომ მეკარეს საუკეთესოდ იშვიათად ასახელებენ.

- შენს რეალურ კონკურენტად ვის თვლიდი?

- გინდათ სიმართლე გითხრათ? რაც მახსოვს, აზერბაიჯანში საუკეთესოებს უფრო სეზონის დაწყებამდე საზეიმო ღონისძიებებზე აჯილდოებდნენ და წარმოდგენა არ მქონდა, გამოკითხვა რომ ტარდებოდა. ბუნებრივია, ყურადღებას არც მივაქცევდი, ეს ამბავი შემთხვევით რომ არ გამეგო.

- ხომ არ ფიქრობდი, რომ საბოლოოდ აზერბაიჯანელები უპირატესობას მაინც თავისიანს მიანიჭებდნენ?

- მსგავსი გამოკითხვებისთვის ასეთი ამბავი უჩვეულო ნაღდად არ იქნებოდა, ყველა მაინც თავისიანის დაწინაურებას ცდილობს. ასე რომ, დაფასებისთვის აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი.

- შენ საუკეთესოდ ვის დაასახელებდი?

- ბევრია ასეთი, ადგილობრივიც და ლეგიონერიც. წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, ვინც მართლა კარგად ითამაშა და პირველობისთვის თავისუფლად იბრძოლებდა. ამიტომ აღიარება ორმაგად გამიხარდა. ამას მართლა არ ველოდი.

- ეს შენთვის მართლაც ყველაზე წარმატებული სეზონი იყო?

- პირადად ჩემთვის, ალბათ, ასე იყო, მაგრამ გუნდის შედეგებით მაინც პირველ სეზონს გამოვარჩევ, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონები გავხდით. დასამახსოვრებელი იყო ის სეზონიც, როდესაც "თანამეგობრობის თასი" მოვიპოვეთ.

წელს კი ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და დიდი მიზნები არ გვქონია, მაგრამ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მაინც მივაღწიეთ წარმატებას, რასაც არავინ ელოდა.

- რატომ არ ელოდა?

- აზერბაიჯანულ კლუბებს დიდი ფული აქვთ, "ინტერი" კი მათ ვერ შეედრება და წესით, მათთვის კონკურენცია არ უნდა გაგვეწია. ამას გარდა, სეზონის დაწყებამდე სამმა ლიდერმა დაგვტოვა და სერიოზულ ძალად არავინ მიგვიჩნევდა. მაგრამ ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, თუმცა აღარ დავკონკრეტდები, მერე რაც მოხდა და მსაჯობაზე არაფერს ვიტყვი.

- იყო ლაპარაკი თბილისის "დინამოში" შენს დაბრუნებაზე, მაგრამ ბაქოელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმე. ალბათ, გავლენა კახა ცხადაძის ფაქტორმა იქონია...

- რა თქმა უნდა, "ინტერში" ხომ ცხადაძემ მიმიყვანა.

- ისე, "დინამოსთან" სერიოზული მოლაპარაკება იყო?

- მოლაპარაკება მე არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ კახა "დინამოში" მუშაობაზე მართლაც ფიქრობდა. ასე რომ მომხდარიყო, მეც აუცილებლად დავბრუნდებოდი, მაგრამ ცხადაძემ "ინტერთან" კონტრაქტი გააგრძელა და ქართველმა ფეხბურთელებმაც აზერბაიჯანში დარჩენა გადავწყვიტეთ.

- აზერბაიჯანში 2009 წლიდან თამაშობ. სახლიდან შორს ცხოვრებას შეეჩვიე?

- (იცინის) ბაქომდე არც ისე შორია, ტაქსითაც ჩახვალ. სერიოზულად რომ ვთქვათ, მონატრების მომენტი როგორ არ მაქვს, მაგრამ "ინტერში" იმდენი ქართველი ვართ, თანაც, ბაქოში ყველა ოჯახებით გადავედით და ეს გრძნობა ნაკლებად გვაწუხებს.

ყველა ამბობს, რომ "ინტერი", ფაქტობრივად, ქართულ კლუბად გადაიქცა. გუნდს თავისებური სტილი ჩამოუყალიბდა და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. მართალია, სხვებს უფრო მეტი ჰყავს, მაგრამ შედარებაც არაა იმ პერიოდთან, როდესაც გუნდში ჩავირიცხე. მაშინ თითქმის არავინ გვქომაგობდა. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, რაც, უპირველესად, კახა ცხადაძის დამსახურებაა, რომელმაც სუსტი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერად გადააქცია.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი ქართველების გარეშე წარმოუდგენელიც არის - ფეხბურთელებსაც ვგულისხმობ და მწვრთნელებსაც.

- ახალ სეზონში თქვენი მიზანი ჩემპიონობაა?

- ჩვენი მიზანი ყოველ წელს ეს არის.

მოულოდნელი აღიარება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviad chaladze
გიო კაი ადამიანი ხარ- გაფასებ ძააან
mindia, batumi
მაგარი კაცი ხარ ლომა, ბევრი კარგი გაქვს ჩვენი ნაკრებისთვის გაკეთებული და ალბათ მოვა დრო და დაგიფასებენ... მოედანზე როცა ხარ გეტყობა რომ მთელი გულით თამაშობ...მაგრად იყავი შენს ოჯახთან ერთად.
sandro
კიდევ კარგი მიხვდა ცხადაძე,რომ დინამოში არ ჩამოსულიყო და არ დაეღუპა თავი ,ფიფიასთან (გაუცონასცორებელი და უცოდინარი) კაცის გვერძე მუშაობით!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა