რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის ერთბაშად ორი მცველი გამოაკლდა
რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის ერთბაშად ორი მცველი გამოაკლდა: 29 წლის ვასილი ბერეზუცკის შემდეგ რომან შიშკინიც დაშავდა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისინი კონტინენტის პირველობაზე ვერ ითამაშებენ.

რუსეთის ნაკრების თავკაცი დიკ ადვოკაატისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ბერეზუცკის ტრავმაა, რადგან ეს უკანასკნელი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებოდა.

ახლა კი, რაკი ვასილი ევრო 2012-ზე ვერ მიდის, ძირითადში მოხვედრის შანსი მის ტყუპისცალს, ალეკსეი ბერეზუცკის გაუჩნდა.

ვასილის ალეკსეი შეცვლის?

ვასილი ბერეზუცკი აპრილის შუა რიცხვებში დაშავდა, თუმცა ექიმები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის იმედს აძლევდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თითქმის მოშუშებული ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და თანაც იმდენად, რომ იძულებულია, ევრო 2012 გამოტოვოს.

"ვასილის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული გამოდგა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია," - აცხადებს ადვოკაატი.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ადვოკაატმა დაიწყო ფიქრი, ვინ უნდა ათამაშოს დაცვის ცენტრში კაპიტან სერგეი იგნაშევიჩის გვერდით. უპირველესი კანდიდატი ალეკსეი ბერეზუცკია - ვასილის ტყუპისცალი ასევე მოსკოვის ცსკა-ში თამაშობს და რუსეთის ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული.

კანდიდატები არიან გამოცდილი რომან შარონოვი (35 წლის, 7 მატჩი ნაკრებში) და გამოუცდელი ვლადიმირ გრანატიც (25 წლის, არცერთი მატჩი ნაკრებში).

შიშკინიც ევროს მიღმა

ვასილი ბერეზუცკის გარდა, რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერც მოსკოვის "ლოკომოტივის" 25 წლის უკანახაზელი რომან შიშკინი დაეხმარება. ეს უკანასკნელი მოიწამლა და საავადმოფოში ამოჰყო თავი. "იძულებულები გავხდით, შიშკინი სახლში გაგვეშვა, რადგან წონაშიც დაიკლო და ექიმებმა ხანგრძლივი პაუზა ურჩიეს," - განაცხადა გუშინ ადვოკაატმა.

რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელი დამრიგებელი ვასილი ბერეზუცკისა და შიშკინის ნაცვლად სხვა ფეხბურთელების გამოძახებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა