იტალიელმა მწვრთნელმა ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩს თავისი მოთხოვნები წაუყენა
ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ იწერებოდა, რომ "ჩელსი" მზად იყო, რობერტო დი მატეოსთვის ერთწლიანი ხელშეკრულება შეეთავაზებინა.

რომან აბრამოვიჩის გათვლა დღესავით ნათელია - 2013 წელს "სტემფორდ ბრიჯზე" მას ხოსეპ გვარდიოლას მოყვანა სურს. თუმცა რობი უკმაყოფილოა მისადმი ასეთი დამოკიდებულებით და მზადაა, "სტემფორდ ბრიჯიდან" აიბარგოს. მას არ აკმაყოფილებს ე.წ. "კრიზისული მენეჯერის" რეპუტაცია.

დი მატეო და მისი აგენტი უკიდურეს შემთხვევაში კლუბთან 1+1 სისტემით ხელშეკრულებას თუ დათანხმდებიან.

ვნახოთ, წავა თუ არა დათმობაზე რომან აბრამოვიჩი. ამ თემაზე "ჩელსის" გენერალურმა დირექტორმა რონი გურლეიმ გააკეთა კომენტარი:

"გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ რამდენიმე კვირაში მივიღებთ. იდეალური იქნება, თუკი საკითხს წერტილს 4-5 ივნისამდე დავუსვამთ. რობერტო დი მატეოზე იმას ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ მას გუნდში დარჩენის შანსი გაუზარდა".

"დეილი მეილის" ინფორმაციით, "პენსიონერები" მზად არიან, ვეტერან ფეხბურთელებს ახალი კონტრაქტები შესთავაზონ. მაგალითად ფრენკ ლემპარდს, მიკაელ ესიენსა და ფლორან მალუდას.

ყველაზე დიდი ყურადღება რასაკვირველია ვიცე-კაპიტნისკენ არის მიპყრობილი. კლუბი 33 წლის შუახაზელს ხელშეკრულებასაც უხანგრძლივებს და ხელფასსაც უზრდის კვირაში 150 ათასიდან 175-მდე. ასე რომ, ამიერიდან ლემპარდი და ფერნანდო ტორესი თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ.

"ჩელსიდან" დიდიე დროგბას გარდა ჯერ არავისი წასვლა არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ "გარდიანს" თუ ვენდობით, კლუბს დენიელ სტარიჯი, ჟოზე ბოსინგვა და სალომონ კალუ დატოვებენ.

ასევე იხილეთ

დიდიე დროგბა: "ჩელსი" - საუკეთესო, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა