მართალია, ჯგუფში ჩასარჩენად სამხრეთ აფრიკაში არც კამერუნელები და იაპონელები ჩასულან, მაგრამ ჰოლანდია - დანიის პაექრობა მაინც ცენტრალურ დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ. თუ მუნდიალის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ პაექრობებს გადავხედავთ, გაცილებით უკეთეს ფორმაში ბერტ ვან მარვიიკის

14 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 15:30

ჰოლანდია-დანია

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია: სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - კუიტი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი - ვან პერსი.

დანია: სორენსენი - ლ. იაკობსენი, კიაერი, აგერი, მტილიგა - რომედალი, დ. იენსენი, ს. პოულსენი, მ. იორგენსენი - ტომასონი, ლარსენი.

არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

მართალია, ჯგუფში ჩასარჩენად სამხრეთ აფრიკაში არც კამერუნელები და იაპონელები ჩასულან, მაგრამ ჰოლანდია - დანიის პაექრობა მაინც ცენტრალურ დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ. თუ მუნდიალის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ პაექრობებს გადავხედავთ, გაცილებით უკეთეს ფორმაში ბერტ ვან მარვიიკის შეგირდები არიან და საერთოდაც, დანიური ფეხბურთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფაავორიტი სწორედ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებია.

ამხანაგური შეხვედრები ვახსენეთ და ვფიქრობთ, არ იქნება ურიგო თუ ორიოდე სიტყვით გადავხედავთ ამ პაექრობებს. ჰოლანდიელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში გაიმარჯვეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. 6:1 მოუგეს უნგრეთს, 4:1 განას, 2:1 კი მექსიკას და ამერიკას. ფრედ დაამთავრეს შეხვედრა პარაგვაელებთან, თუმცა მთელი 90 წუთის განმავლობაში სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ანუ, ჰოლანდიაა მზადაა და ამის დამტკიცებას პირველსავე შეხვედრაში შეეცდება.

რაც შეეხება დანიას, სკანდინავიელებმა რამდენიმეწლიანი კრიზისი დაძლიეს და როგორც იქნა, მოხვდნენ დიდ საფეხბურთო ფორუმზე. ეს დიდწილად, ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების გამოჩენამ განაპირობა. ივნისის პირველ რიცხვებში სკანდინავიელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს და ორივე ერთი და იგივე ანგარიშით, 1:0 წააგეს - ჯერ ავსტრალიასთან, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკასთან. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ დანიელთა გუნდში მთლად ყველაფერი რიგზე ვერაა. მართლაც ასეა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სკანდინავიელებს მთავარი დამრტყმელი ძალა, ნიკლას ბენდტნერი ყავთ დაშავებული. წინასწარი პროგნოზით, მისი ჰოლანდიელების წინააღმდეგ თამაში გამორიცხულია. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდნენ ტომას სორენსენი და სიმონ კიაერი, შესაბამისად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძირითად შემადგენლობაში უნდა იასპარეზონ.

ჰოლანდიაში მთავარი სალაპარაკო თემა არიენ რობენი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. პირველადი ინფორმაციით, მხოლოდ ჯგუფის მესამე შეხვედრაში თუ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა შემდეგ უფრო ოპტიმისტური ცნობები გავრცელდა. ჰოლანდიელ ექიმთა თქმით, რობენი მეორე შეხვედრისთვის იქნება მწყობრში და თუ სასწაული მოხდა, შესაძლოა სულაც პირველი მატჩის განაცხადში შეიყვანონ. თუმცა, აქ მხოლოდ სასწაულზეა საუბარი და რომც მოხვდეს, ალბათ შეხვედრის ბოლომდე სკამზევე დარჩება. მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოლანდიელებს პირველ პაექრობაში ლიდერის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა.

ორიოდე სიტყვა ტაქტიკებზეც ვთქვათ. ბერტ მან ვარვიიკი ევროპაში დღეს ყველაზე პოპულარულ სქემას აირჩევს და შეგირდებს 4-2-3-1 სქემით განალაგებს. რობენის არყოფნაში, გარემარბის ფუნქციებს დირკ კუიტი და რაფაელ ვან დერ ვაარტი შეასრულებენ. ცენტრში ვესლი სნეიდერი გაირჯება, ისევე როგორც "ინტერში", გამოკვეთილი ფორვარდის ფუნქციებს კი ვან პერსი შეასრულებს. მორტენ ოლსენი კლასიკურ 4-4-2-ს აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ტომასონი-ლარსენის ტანდემს გაამწესებს. ბენდტნერის დაშავების შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ სკანდინავიელები ერთფორვარდიან ტაქტიკაზე გადაერთვებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდება. დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

ლაშა წიკლაური

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს