იტალიელმა ჟურნალისტებმა მონტელა პრაქტიკულად "რომას" მთავარ მწვრთნელად გამოაცხადეს, რაც კლუბის პრეზიდენტმა გააპროტესტა
იტალიელმა ჟურნალისტებმა ვინჩენცო მონტელა პრაქტიკულად "რომას" მთავარ მწვრთნელად გამოაცხადეს, რაც კლუბის პრეზიდენტმა, ტომას დი ბენედეტომ გააპროტესტა.

იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი მედიასთან ურთიერთობით არ იკლავს თავს, თუმცა ამჯერად ხმა აიმაღლა და ჟურნალისტებს მოთმინებისკენ მოუწოდა - თხოვა თითოეულ მათგანს, რომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ.

აი, რას ამბობს დი ბენედეტო:

"მონტელა ერთ-ერთი კანდიდატია, ამის დადასტურება შემიძლია, მაგრამ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი დღეს აბსურდია. ვინჩენცო შესანიშნავი სპეციალისტია და არ გამოვრიცხავ, რომ არჩევანი მასზე შეჩერდეს, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებ, რომ მწვრთნელი უთუოდ ის იქნება.

საბოლოო გადაწყვეტილებას დაახლოებით ათ დღეში მივიღებთ და ყველაფერი ნათელი გახდება.

არის თუ არა მონტელა ფავორიტი? - დიახ, სხვებზე მეტი შანსი აქვს და ეს შემიძლია დავადასტურო, მაგრამ, ჯერჯერობით, ის მაინც კანდიდატია.

უნდა დაემორჩილოს თუ არა ახალი მწვრთნელი კლუბის ახალ ფილოსოფიას? - "რომა" ტრადიციულად შემტევი გუნდი იყო და არა მგონია, რომ ჩვენ რაღაც ძალიან ახალს ვიგონებდეთ.

არა მგონია, რომ შემტევი, ლამაზი ფეხბურთი რომელიმე სპეციალისტისთვის მიუღებელი იყოს და გამომდინარე აქედან, ამ თემაზე ბევრს არც ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი მოთხოვნები, რომლებსაც ახალი მწვრთნელი უნდა დაემორჩილოს. თუმცა, დამიჯერეთ, თვითონ მწვრთნელს გაცილებით მეტი მოთხოვნა ექნება, რომლებსაც პირნათლად შევასრულებთ".

დი ბენედეტო ფეხბურთზე ლაპარაკს მიჩვეული არაა და ამიტომ, მისი კომენტარი ცოტა არაორდინალური, თუმცა საინტერესოა. ვნახოთ, ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს - როგორც სენიორ ტომასი დაგვპირდა, ეს ამბავი მაქსიმუმ ათ დღეში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა