ესპანეთის ჩემპიონატის სეზონი დასრულებულია, ახლისთვის მზადება მალე სატრანსფერო ბაზრის გახსნით დაიწყება
ლა ლიგის სეზონი დასრულებულია, ახლისთვის მზადება მალე სატრანსფერო ბაზრის გახსნით დაიწყება.

ალბათ, ამ ზაფხულზეც "რეალი" და "ბარსელონა" კვლავ დიდ თანხებს დახარჯავენ, რათა ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერონ. აი, დანარჩენებმა კი ესპანეთში გამეფებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე "იაფი მუშახელი" უნდა ეძიონ.

ასეთებს კი მრავლად ნახავთ, ფეხბურთელებს, რომელთაც კონტრაქტის ვადა დაუსრულდათ კლუბებთან და ბოსმანის წესით, უსასყიდლოდ შეუძლიათ სხვაგან წასვლა.

ქვემოთ ლა ლიგის 18 გუნდის თავისუფალ აგენტთა სიაა. ყველაზე ცუდად საქმე "რაიო ვალეკანოს" აქვს - ამ გუნდს შეუძლია ერთბაშად 17 ფეხბურთელი დაკარგოს ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე.

ჩამონათვალში ლიდერებს იშვიათად, მაგრამ მაინც ნახავთ. მაგალითისთვის, "მალიორკასთვის" ურუგვაელი "ჩორი" კასტრო შეტევების გული და სულია. "ოსასუნას" საუკეთესო ფეხბურთელი რაულ გარსიაც თავისუფალი აგენტი ხდება.

ამ ფეხბურთელთა ნაწილმა უკვე დატოვა კლუბი - მაგალითად, ფრედერიკ კანუტე "სევილიადან" ირანულ კლუბ "მეს კერმანში" წავიდა. ზოგმაც კარიერის დასრულება გამოაცხადა - ფეხბურთს დაემშვიდობნენ რუუდ ვან ნისტელროი (მალაგა), აიტორ ოსიო (ბილბაო), მიკელ არანბურუ (რეალ სოსიედადი) და პედრო მუნიტისი (რასინგი). ზოგმა კი ისევ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა - "ვილიარეალის" ყოფილმა ლიდერმა, ვეტერანმა მარკოს სენამ (რომელიც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა) "ყვითელ წყალქვეშა ნავს" უერთგულა და სეგუნდა დივიზიონში ჩაყვა.

მოკლედ, ესპანურ კლუბებს, რომელთაც ფინანსური პრობლემები აქვთ, თავისუფალ აგენტთა ბაზარზე გააქტიურება ჰმართებთ. თუკი ამას ჭკვიანურად მოახერხებენ, შესაძლოა, "ლევანტეს" (რომელმაც სწორედ ეს ტაქტიკა აირჩია) წარმატებაც გაიმეორონ.

თავისუფალ აგენტთა სია ლა ლიგაში

ბილბაო

კოიკილი ლერტჩუნდი 31 მც.

აიტორ ოსიო 35 მც.

იგორ გაბილონდო 33 ნახ.

გაისკა ტოკერო 27 ფორ.

იბაი გომესი 22 ფორ.

ატლეტიკო

ანტონიო ლოპესი 30 მც.

ლუის პერეა 33 მც.

ბეტისი

მიკი როკე 23 მც.

ხოსე ისიდორო 25 მც.

ნაჩო პერესი 31 მც.

ირინეი სანტოსი 31 ნახ.

ხუანმა 31 ნახ.

ესპანიოლი

კიკო კასილია 25 მეკ.

ერნესტო გალანი 25 მც.

კრისტიან გომესი 22 ნახ.

ვალტერ პანდიანი 36 ფორ.

ტიევი ბიფუმა 20 ფორ.

ხეტაფე

ხაიმე გავილანი 27 ნახ.

პედრო რიოსი 30 ნახ.

გრანადა

ხოსე ფიგერასი 33 მეკ.

დიეგო მაინსი 29 მც.

ინიგო ლოპესი 29 მც.

დანი ბენიტესი 25 ნახ.

აბელ გომესი 20 ნახ.

ალექს ხეიხო 30 ფორ.

ლევანტე

ნანო 31 მც.

ასიერ დელ ორნო 30 მც.

ხავი ვენტა 36 მც.

სერხიო ბალესტეროსი 36 მც.

ხავიერ ფარინოსი 34 ნახ.

ხუანლუ 32 ნახ.

ვალდო 31 ნახ.

რაფა ხორდა 28 ფორ.

რუბენ სუარესი 33 ფორ.

მალაგა

ხავიერ მალაგუენო 29 მც.

ელდერ როსარიო 32 მც.

ენცო მარესკა 32 ნახ.

რუუდ ვან ნისტელროი 35 ფორ.

მალიორკა

პაბლო კასერესი 27 მც.

ნუნიეში 35 მც.

მარტი კრესპი 24 მც.

პაუ სენდროსი 25 მც.

პედრო ბიგასი 22 მც.

გონსალო კასტრო 27 ნახ.

ხოსეპ ლუის მარტი 37 ნახ.

ოსასუნა

რიკარდო 40 მეკ.

როვერსიო როდრიგესი 28 მც.

სერხიო ფერნანდესი 35 მც.

პაჩი პუნიალი 36 ნახ.

ხავიერ კალეხა 34 ნახ.

რაულ გარსია 25 ნახ.

რასინგი

მარიო ფერნანდესი 24 მეკ.

ხოსე პიკონი 24 მც.

ოსმარ ბარბა 23 მც.

ბერნარდო ესპინოსა 22 მც.

გონსალო კოლსა 33 ნახ.

პედრო მუნიტისი 36 ნახ.

კენედი 31 ნახ.

ხულიან ლუკე 20 ნახ.

ადრიან გონსალესი 24 ნახ.

ხაირო სამპერიო 19 ნახ.

ედუ ბედია 23 ნახ.

კრისტიან სტუანი 25 ფორ.

მამადუ კონე 20 ფორ.

რაიო ვალეკანო

დავიდ კობენიო 30 მეკ.

დანი ხიმენესი 28 მეკ.

ტიტო 26 მც.

ხოსე მანუელ კასადო 25 მც.

ალეხანდრო არიბასი 23 მც.

რაულ ბრავო 31 მც.

ხორდი ფიგერასი 25 მც.

სუელიტონ პერეირა 25 მც.

რაფა გარსია 26 ნახ.

ხოსე მოვილია 37 ნახ.

მიჩელი 36 ნახ.

პიტი 31 ნახ.

ნესტორ სუსაეტა 27 ნახ.

ხავი ფუეგო 28 ნახ.

რაულ ტამუდო 34 ფორ.

კოკე 29 ფორ.

ანდრია დელიბაშიჩი 31 ფორ.

რეალ სოსიედადი

ენაუტ ზუბიკარაი 28 მეკ.

ტონიო 25 მეკ.

მიკელ არანბურუ 33 ნახ.

სევილია

ანდრეს პალოპი 38 მეკ.

ემილიანო არმენტეროსი 26 ნახ.

ტომ დე მული 26 ნახ.

ფრედერიკ კანუტე 32 ფორ.

სპორტინგი

ანდრე კაშტრო 24 ნახ.

ალბერტო რივერა 34 ნახ.

ივან ერნანდესი 32 ნახ.

ნაჩო ნოვო 33 ფორ.

ვალენსია

კრისტიანო პერეირა 21 მეკ.

ბრუნო სალტორი 31 მც.

ჰედვიგეს მადურო 27 მც.

ანხელ დეალბერტი 29 მც.

მიგელი 32 მც.

დავიდ ალბელდა 34 ნახ.

ვილიარეალი

სესარ ფერნანდესი 40 მეკ.

დიეგო მარინო 22 მეკ.

ანხელ ლოპესი 31 მც.

მარიო გასპარი 21 მც.

მარკოს სენა 35 ნახ.

ხერარდ ბორდასი 30 ნახ.

სარაგოსა

ლეო ფრანკო 35 მეკ.

ხავიერ პარედესი 29 მც.

ანტონიო ტომასი 27 ნახ.

ლეონარდო პონსიო 30 ნახ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ