გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონთან" მატჩის მოლოდინზე ისაუბრა
26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე გორის "დილა" საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონს" დაუპირისპირდება.

გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს თემურ შალამბერიძეს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჰქონდა, ახლა კი ასევე პირველად გაიყვანს გუნდს თასის ფინალში.

თემურ შალამბერიძემ 25 მაისს საღამოს "მიხეილ მესხზე" პრესკონფერენცია ჩაატარა და სეზონის ღირსეულად ჩამთავრების იმედი გამოთქვა.

- შესაძლოა, ფეხბურთში მოტივაცია კლასზე მნიშვნელოვანიც იყოს. ბევრი კი ფიქრობს, რომ ჩემპიონი "ზესტაფონი" ფინალში ემოციურად და ფიზიკურად დაცლილი იქნება და შესაძლოა, ეს ფაქტორი თქვენი მეკავშირე გახდეს.

- მე კი პირიქით მგონია. "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა საგულისხმო სიტყვები თქვა, ჩემპიონობა სათანადოდ ვერ აღვნიშნეთ და შევეცდებით, სეზონი თასის მოპოვებით ღირსეულად დავასრულოთ და სრული ბედნიერება განვიცადოთო.

მეც ასე მგონია - "ზესტაფონი" უდიდესი მოტივაციით ითამაშებს.

- ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, მეტოქეს თავს ვინ მოახვევს საკუთარ თამაშს. მოტივირებული "ზესტაფონის" წინააღმდეგ თამაში კი ძალიან ძნელია.

- ფინალში ჩვენს მეტოქეს ჩემპიონატში ორი შეხვედრა კი მოვუგეთ, მაგრამ ეს არის ფინალი, სადაც ყველა ბოლომდე იხარჯება.

ძნელ მატჩს იმიტომაც ველოდებით, რომ 5-6 წელია, ჩვენი მოწინააღმდეგე სტაბილური შემადგენლობით ასპარეზობს, მოთამაშეები ერთმანეთს თვალდახუჭული გრძნობენ და უსიტყვოდ ესმით, ვინ, სად და როდის ითხოვს პასს.

მაგრამ არავინ იცის, ფინალში რა თამაში იქნება. ჩვენ შევეცდებით, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მაყურებელს იმედები გავუმართლოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მგონი, მათ კლასში ეჭვი არავის ეპარება.

რა შედეგსაც ამ ბიჭებმა მოკლე დროში მიაღწიეს, მიმაჩნია, რომ ესეც დიდი მიღწევვა. ამ შემადგენლობის შენარჩუნებით კი მომდევნო სეზონში "დილა" ბევრად უფრო ამბიციური გუნდი გახდება.

- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის?

- სამწუხაროდ, სრულად ვერ მომჯობინდნენ ირაკლი ლექვთაძე და გიორგი ილურიძე. მართალია, ბოლოს ორივე ვათამაშეთ, მაგრამ მეეჭვება, 90 წუთის ჩასატარებლად მზად იყვნენ. არადა, ჩვენთვის ორივე ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

თემურ შალამბერიძე: მოტივაცია მეტოქესაც ექნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე