გორის "დილას" თავდამსხმელმა საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
26 მაისს, 19:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალურ მატჩში "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდება

მათე ვაწაძემ გორის "დილაში" ჩატარებულ 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. კვალიფიციური თავდამსხმელების კატასტროფული დეფიციტის პირობებში, თუნდაც ჩვენი ჩემპიონატის დონის გათვალისწინებითაც, ეს მშვენიერი მაჩვენებელია.

თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულია - გორელი გულშემატკივარი 22 წლის თავდამსხმელისგან სეზონის მთავარ გოლს თასის ფინალში ელოდება.

- ბოლო ტურებში ხშირად არ თამაშობდი და ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, ტრავმა ხომ არ გაწუხებს?

- საბედნიეროდ, ჯანმრთელად ვარ და ფინალისთვის ვემზადები.

- ევროთასებზე გასულები კი ხართ, მაგრამ "დილას" ქომაგები თასის მოპოვებას "ითხოვენ". საქართველოში კი "ზესტაფონთან" მოგებას ვერავინ დაგეგმავს.

- ფინალში ორივე გუნდი გამარჯვებას გეგმავს. გააჩნია, დავალებას უკეთ ვინ შეასრულებს. ჩვენ ახლა მშვენიერი ფსიქოლოგიური განწყობა გვაქვს, რადგან ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ და თუ ამას თასის მფლობელის ტიტულს დავამატებთ, კარგი იქნება.

- "ზესტაფონის" დაცვაზე რას იტყვი?

- გულწრფელად ვამბობ, დაცვაც და მთლიანად "ზესტაფონიც" ძალიან მომწონს, ფეხბურთს თამაშობენ და არა - ანტიფეხბურთს. დაცვაში კი კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, საჯაია, ონიანი, ელიავა, კობახიძე, ღონღაძე.

საწყენია, ხიდეშელი ტრავმებმა რომ გააწვალა.

მოკლედ რომ გითხრათ, მიმაჩნია, რომ "ზესტაფონს" საქართველოში საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს. უხეშობით არ გამოირჩევიან, მაგრამ სადაც საჭიროა, სიხისტესაც არ ერიდებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის გუნდი, რომელიც თავადაც თამაშობს და შენც გათამაშებს და შეუძლებელია, მის მიმართ პატივისცემით არ განეწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ზესტაფონი VS დილა - საქართველოს თასის ფინალის წინათქმა

გიორგი ჭიაბრიშვილი: ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს

თემურ შალამბერიძე: ძნელი მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა

გიორგი ონიანი: დუბლის შესრულების შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ

თორნიკე გორგიაშვილი: თასის ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები

ზურაბ არზიანი: ელოდეთ სანახაობას

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა