40 წლის შემდეგ ქართველი კანოისტი პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის რვა საუკეთესოში
პოლონეთის ქალაქ პოზნანში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ბაიდარასა და კანოეში. ეს შეჯიბრება სალიცენზიო ტურნირიც იყო, ამიტომ უძლიერესმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი.

მათ შორის გახლდათ 18 წლის ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე. შარშან მან მსოფლიოს ჩემპიონატში მე-15 ადგილი დაიკავა. ამ შეჯიბრებისთვის კიევში კარგა ხანს ემზადებოდა იქაური მწვრთნელების დახმარებით.

- საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაზამ შესანიშნავად იასპარეზა, - გვითხრა ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - შესარჩევიდან პირდაპირ ფინალში მოხვდა.

ლონდონის ლიცენზიას მხოლოდ საპრიზო ადგილები იძლეოდა. ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ასოციაციის პრეზიდენტებმა ქართველი ნიჩბოსნის ეს წარმატება პირველსავე დღეს მომილოცეს. მართლაც, ხუმრობა ხომ არ არის, რომ 40 წლის შემდეგ ქართველი კანოისტი პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის რვა საუკეთესოში.

მართალი გითხრათ, ლონდონის საგზურსაც ველოდით, მაგრამ ფინალის დღეს ძლიერმა ქარმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა: ზაზა 65 კილოა და მის ნავს ტალღები ნაფოტივით აქანავებდა. 95-კილოიანი სლოვენიელის ნავი კი ხმალივით მიაპობდა წყალს და ფინიშთანაც პირველი მიიჭრა.

მართალია, ნადირაძემ პოზნანში ოლიმპიადის ლიცენზია ვერ მოიპოვა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს იმდენად მოეწონათ ჩვენებური, რომ შესაძლოა, ლონდონის თამაშებზე "ველური ბარათით" დაუშვან.

საქართველოს სახელით უნდა ეასპარეზა ჩვენს უკრაინელ რძალს - ვლადა კოსიცკას, რომელიც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადგილიანი ბაიდარათი მერვე იყო, მაგრამ მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა თანამემამულემ - ინა ოსიპენკომ აჯობა და ბრიტანეთის დედაქალაქშიც ის გაემგზავრება.

ვლადამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის მოეტანა ოლიმპიადის საგზური. სამწუხაროდ, ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ საავადმყოფოში აღმოჩნდა...

40 წლის შემდეგ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა