ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მური შეიძლება ბევრი წლით ჩასვან

მური შეიძლება ბევრი წლით ჩასვან

როგორც შაბათს მოგახსენებდით, გლაზგოს "რეინჯერსისა" და ავსტრალიის ნაკრების ექსკაპიტან კრეიგ მურს დუბაიში მოგზაურობა დიდ პრობლემად ექცა...

როგორც შაბათს მოგახსენებდით, გლაზგოს "რეინჯერსისა" და ავსტრალიის ნაკრების ექსკაპიტან კრეიგ მურს დუბაიში მოგზაურობა დიდ პრობლემად ექცა.

მსოფლიოს 2006 და 2010 წლის ჩემპიონატების მონაწილემ სანაკრებო კარიერის დასრულება სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ გადაწყვიტა, ხოლო მერე დაფიქრდა და ფეხბურთიდან საბოლოოდ წავიდა. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კი 34 წლის მური უბრალოდ ისვენებდა, მაგრამ ავსტრალიელს ეტყობა დაავიწყდა, რომ არაბულ სამყაროში ალკოჰოლიზმი ერთ-ერთ უმთავრეს ცოდვად და კანონის დარღვევად მიიჩნევა, თორემ ისე არ დათვრებოდა, რომ დუბაელი ტაქსის მძღოლი 50 დირჰემის, იგივე არასრული 14 დოლარის გამო ეცემა.

უგონოდ მთვრალმა ექსფეხბურთელმა ხსენებული ტაქსისტის ავტოთი კომფორტულად იმგზავრა, მაგრამ არავინ იცის, რომელმა ბუზმა უკბინა – მგზავრობის საფასურის გადახდა მთვრალი კატეგორიულობით იუარა. საბრალო ტაქსისტი ბევრს ეხვეწა, მაგრამ ამაოდ – მურმა აბეზარა მძღოლს ცხვირ-პირი ლამის გაუერთიანა. ტაქსისტის საბედნიეროდ და კრეიგის საუბედუროდ, დუბაის პოლიციამ ინციდენტი ძალზე ოპერატიულად აღკვეთა, თორემ არავინ იცის, რა დღეს დააყრიდა დაკუნთული ავსტრალიელი მძღოლს. მაგრამ მური არც პოლიციელებს დანებდა - ერთ-ერთ მათგანს სახეში მუშტიც კი უთავაზა. ეს ერთი დარტყმა მას შეიძლება დამატებით რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს.

ცხადია, მურის ბედის არავის შეშურდება – ავსტრალიელს ბრალად ალკოჰოლის მოხმარება, ჩხუბის წამოწყება და დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

მართალია, კრეიგ მური შესაბამისი თანხის სანაცვლოდ დილეგიდან გამოუშვეს, მაგრამ საემიროების დატოვება აეკრძალა და ამ კვირაში სასამართლოში მისვლაც მოუწევს. მის ადვოკატებს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა მოუწევთ, რათა ცნობილი ფეხბურთელი ადგილობრივ ციხეში არაერთი წლის გატარებისგან იხსნან.

ეს კი არა, საქმეს იმდენად სერიოზული პირი უჩანს, რომ საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მდებარე ავსტრალიის საელჩოშიც დაფაცურდნენ – აქაოდა, სახელოვანი ფეხბურთელის პრობლემებმა ჩირქი მთელ მწვანე კონტინენტს არ მოსცხოსო. ამისთვის ელჩები ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ და შველა ითხოვეს, ანუ საქმის გარჩევამ უკვე სახელმწიფოთაშორისო ხასიათი მიიღო. ჩვენი მხრივ, ვეცდებით, მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მოგაწოდოთ.

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე