მამის ოცნებაა, შვილი გახდეს უფრო კარგი ფეხბურთელი, ვიდრე თავად იყო და როდესმე დაიმსახუროს საქართველოს ჭაბუკ, ახალგაზრდულ და შემდგომში ეროვნულ ნაკრებში მოწვევა
ფეხბურთის ქომაგებისთვის კარგად არის ცნობილი გოჩა გოგრიჭიანის სახელი და გვარი.

გუდაუთაში გაზარდა, 1980-1986 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", იყო სსრკ-ს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, 1987-1988 წლებში - ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას" მოთამაშე, 1989 წელს სოხუმის "დინამოში" გამოდიოდა, 1990 წლიდან კი სოხუმის "ცხუმის" რიგებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა.

იყო ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. 1992 წლიდან სოჭის "ჟემჩუჟინას" ფორვარდმა რუსეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის სახელი დაიმსახურა. მერე თამაშობდა კვიპროსის გუნდებში "ომონიაში" (1994 -95), "ნეა სალამინაში" (1995), "ევაგორასში" (1995-96). გახდა კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირი, შემდეგ დაბრუნდა სოჭის "ჟემჩუჟინაში" (1996-1999, 2000, 2003 წლები), გამოდიოდა ნიჟნი ნოვგოროდის "ლოკომოტივში" და დონის როსტოვის სკა-ში.

1994-1997 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ითამაშა 8 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო მუშაობა: იყო სოჭის "ჟემჩუჟინას"მთავარი მწვრთნელის ასისტენტი (2007-2009). ბოლო წლებში ცხოვრობს სოჭში, აქვს მეორე ლიგის გუნდებში მწვრთნელად მუშაობის ლიცენზია.

გოჩას სოჭში შევხვდით.

- ვემზადები წლევანდელი შემოდგომიდან მოსკოვში მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ერთი წლის შემდეგ მივიღებ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მწვრთნელად მუშაობის უფლებას, - გვითხრა მან.

მაგრამ ახლა მის წინ დგას კიდევ ერთი და ცხოვრებაში ძალიან სერიოზული საზრუნავი - 12 წლის ვაჟიშვილი გოჩა. ბიჭი დიდი წარმატებით თამაშობს სოჭის "მონოლიტის" გუნდში (მწვრთნელი - ივანე კობახიძე). იგი უკვე გახდა რამდენიმე ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე სოჭსა და კრასნოდარის მხარეში, მოექცა სელექციონერების ყურადღების ცენტრში.

მამის ოცნებაა, შვილი გახდეს უფრო კარგი ფეხბურთელი, ვიდრე თავად იყო, მოიპოვოს ქომაგების სიყვარული და როდესმე დაიმსახუროს საქართველოს ჭაბუკ, ახალგაზრდულ და შემდგომში ეროვნულ ნაკრებში მოწვევა.

შვილს ნანახი აქვს მამის გატანილი გოლები საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და კვიპროსის "ომონიაში", მაგრამ, არ უნახავს მისი თამაში თბილისის "დინამოს" და სოხუმის "ცხუმის" რიგებში. უფროსი გოჩა მიმართავს ყველას: თუ ვინმეს აქვს ხსენებულ გუნდებში მის მიერ ჩატარებული მატჩების და გოლების ვიდეოჩანაწერი - შეეხმიანოს ამ სტრიქონების ავტორს ან პირადად გოჩას - ის მზად არის შეიძინოს ეს კასეტები.

ცნობილი ფეხბურთელი რამდენიმე წელია არ ყოფილა საქართველოში. დიდი სურვილი აქვს ჩამოიყვანოს თავისი ვაჟი და დაასწროს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს. იმედოვნებს, რომ წელს ამას მოახერხებს.

სოჭში გოჩამ გამაცნო იქ მცხოვრები სერგო მეტრეველი - ლეგენდარული სლავა მეტრეველის შვილი. სერგო ამჟამად მუშაობს სოჭის ფეხბურთის ფედერაციაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. შევეცდები ინტერვიუ სერგო მეტრეველთან ცალკე შემოგთავაზოთ.

თენგიზ პაჭკორია

სოჭიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"

TaroSochi
გოჩას თამაშს 9 მაის უყურე სოჭაში ქართულ სოფელ პლასტუნკაში ქართველები და სომხები თამაშობდნენ )))
gia
ძლიერი ფეხბურთელი იყო და მისმა შვილიმაც საქარტველოს შემადგენლობაში უნდა ითამაშოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა