"ფილადელფიამ" ვერ შეძლო პლეი ოფში მეორე სენსაციის მოხდენა
"ფილადელფიამ" ვერ შეძლო პლეი ოფში მეორე სენსაციის მოხდენა. "ბოსტონმა" მოახერხა საკუთარ მოედანზე სერიის მეშვიდე მატჩის მოგება და აღმოსავლეთის ფინალში გასვლა.

მთელი სერიის განმავლობაში, "კელტების" არასტაბილური თამაშის მიუხედავად, თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ დოკ რივერსის გუნდი შეძლებდა სასურველი შედეგის მიღწევას.

მათ სასარგებლოდ ლაპარაკობდა გამოცდილება და ისტორია: "ფილადელფიას" სტუმრად სერიის მეშვიდე მატჩი რვა ცდიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული, "კელტებმა" კი საკუთარ მოედანზე მეშვიდე შეხვედრა 21-იდან მხოლოდ ოთხჯერ წააგეს.

შეხვედრის დასაწყისში მასპინძლები დომინირებდნენ მოედანზე და საკმაოდ იოლი კომბინაციებით უსაქმოდ ტოვებდნენ "სიქსერზის" დაცვას.

დაგ კოლინზის შეგირდები აშკარად ნერვიულობდნენ. "ბოსტონმა" კარგად დააყენა დაცვა და სტუმრებს შანსს არ უტოვებდა. კოლინზს რამდენიმე ტაიმ აუტი დასჭირდა კალათბურთელებისთვის იმის ასახსნელად, როგორ უნდა გაეგრძელებინათ თამაში. და სხვაობამ შემცირება დაიწყო, მით უმეტეს, რომ "სელტიქსს" მიზანი გაუფუჭდა. მართალია, მასპინძლები აგრძელებდნენ ლიდერობასა და დაცვაში დამაჯერებელ თამაშს, მაგრამ შეტევაში ძალიან ბევრ შანსს უშვებდნენ.

შედეგად, პირველი მეოთხედის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ "სიქსერზისთვის" მეორე მეოთხედი, თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის მხრივ, ნამდვილ კატასტროფად იქცა. პირველ ტაიმში სტუმრებმა თამაშიდან სროლების 28 პროცენტი მოათავსეს კალათში. პრინციპში, "ბოსტონსაც" თითქმის ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, პირსის მონდომებითა და გარნეტის ტრადიციული საშუალო ტყორცნებით მასპინძლები ისევ გავიდნენ წინ.

შესვენების შემდეგ "ბოსტონმა" 11 ქულამდე გაზარდა უპირატესობა, თუმცა იქვე ევან ტერნერის მხრიდან მუდმივმა ზეწოლამ შედეგი მოიტანა. სწორედ მან ჰოლიდეისა და იანგის დახმარებით ისევ გააბათილა ჩამორჩენა.

ეს უკვე მეორე კონტრდარტყმა იყო "ფილადელფიას" მხრიდან. სტუმრებს თავად მეტოქე აძლევდა შანსს: ჯერ ერთი, "ბოსტონმა" ტრადიციულად წააგო ფარქვეშ ბრძოლა; გარდა ამისა, არ ვარდებოდა კალათში შორიდან ნასროლი ბურთი ("კელტებმა" პირველი 14 სამქულიანი ააცილეს). ეს შეცდომები რომ არა, "ფილადელფია" პირველივე ტაიმში დანებდებოდა მეტოქეს.

ეს ხარვეზები მეოთხე მეოთხედში გამოსწორდა. რეი ალენმა, როგორც იქცა, სამქულიანი ჩააგდო, გარნეტმა და ბასმა კი მხარი აუბეს სნაიპერს. შემდეგ რეიმ კიდევ ერთხელ გამოიყენა შორეული ტყორცნა... ისე ჩანდა, რომ "კელტებმა" გაასწორეს მიზანი, თუმცა "ფილადელფია" დანებებას არ აპირებდა და მესამე კონტრდარტყმას ამზადებდა.

მაგრამ საქმეში ჩაერთო რონდო, რომელმაც ბრწყინვალე ბოლო მეოთხედი ჩაატარა. სირენამდე ხუთი წუთით ადრე, პირსის ექვსი პერსონალურის შემდეგ, გამთამაშებელმა თავის თავზე აიღო თამაში: მისმა რამდენიმე რეიდმა, ორქულიანმა და მოულოდნელმა სამქულიანმა "ბოსტონს" ორნიშნა უპირატესობა მოუტანა.

ბუნებრივია, სირენამდე ერთი წუთით ადრე "სიქსერზმა" ვერ შეძლო 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება.

რონდომ პლეი ოფში მეცხრე სამმაგი-დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა უილტ ჩემბერლენს. ლარი ბერდის შედეგამდე მას ერთი სამმაგი აკლია, ჯეისონ კიდამდე – ორი. მეჯიქ ჯონსონის რეკორდამდე (30 ტრიპლ-დაბლი) ჯერ შორია.

ბოსტონი-ფილადელფია 85:75

20:20, 21:13, 14:19, 30:23

ბ: რონდო (18+10 პასი+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), გარნეტი (18+13 მოხსნა), ბასი (16+4 პასი), პირსი (15+9 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), ალენი (11), პიეტრუსი (4+5 მოხსნა), დულინგი (3).

ფ: იგუოდალა (18+3 პასი), ჰოლიდეი (15+9 პასი+5 ჩაჭრა), ბრენდი (15+6 მოხსნა), უილიამსი (7), ტერნერი (6+8 მოხსნა), იანგი (6+10 მოხსნა), ჰეიესი (4+5 მოხსნა), ალენი (2+6 მოხსნა), მიქსი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.5/35), სამქულიანები (17.6/27.8), საჯარიმოები (90.9/70).

სერია: 4-3

1/2-ფინალი

მაიამი-ბოსტონი

28 მაისი - მაიამი-ბოსტონი

30 მაისი - მაიამი-ბოსტონი

1 ივნისი - ბოსტონი-მაიამი

3 ივნისი - ბოსტონი-მაიამი

5 ივნისი - მაიამი-ბოსტონი*

7 ივნისი - ბოსტონი-მაიამი*

9 ივნისი - მაიამი-ბოსტონი*

სან ანტონიო-ოკლაჰომა

27 მაისი - სან ანტონიო-ოკლაჰომა

29 მაისი - სან ანტონიო-ოკლაჰომა

31 მაისი - ოკლაჰომა-სან ანტონიო

2 ივნისი - ოკლაჰომა-სან ანტონიო

4 ივნისი - სან ანტონიო-ოკლაჰომა*

6 ივნისი - ოკლაჰომა-სან ანტონიო *

8 ივნისი - სან ანტონიო-ოკლაჰომა*

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა