"მილანი" იტალიური პრესის ფოკუსში რჩება, რადგან გუნდს სეზონი ჩაუვარდა და წესით, სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიუროს
"მილანი" იტალიური პრესის ფოკუსში რჩება, რადგან გუნდს სეზონი ჩაუვარდა და წესით, სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიუროს.

უნდა ერთია, მაგრამ რეალობა მეორე - ბოლო ცნობების თანახმად, ლომბარდიელებს მეგა-ტრანსფერებისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ და ზაფხულში მეტწილად წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე აპირებენ ზრუნვას. ამასთან, ერთ-ორ კარგ თავისუფალ აგენტსაც თუ აიყვანენ, მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

პრინციპში, ბოლო წლებში "როსონერის" სატრანსფერო პოლიტიკა, ძირითადად, თავისუფალ აგენტებთან კონტრაქტების გაფორმებით შემოიფარგლება. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ზლატან იბრაჰიმოვიჩი და უმჯობესია, სიტყვა მას გადავცეთ:

"ჩემი გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, მადრიდის "რეალი", მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ და საერთოდაც, მსურს კარიერა "მილანში" დავასრულო.

ერთადერთი, რაც მაწუხებს, კლუბის ფინანსური მდგომარეობაა - ჩემი ინფორმაციით, ტრანსფერებისთვის ბიუჯეტიდან არაა გამოყოფილი თანხა. არადა, 3-4 უმაღლესი კლასის მოთამაშე ნამდვილად გვჭირდება.

მით უმეტეს, რომ გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა და ამ ვაკუუმს შევსება სჭირდება. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ ჩემი ინფორმაცია არ გამართლდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურები ვიქნებით".

ზლატანის ამ კომენტარის შემდეგ ჟურნალისტები "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს, ადრიანო გალიანის შეეხმიანნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "ჩვენი ძირითადი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა, რადგან ევროპული ფეხბურთის გრანდებისგან დიდი შემოტევა გვაქვს - მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ტიაგო სილვას მსურველები არ აკლიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ისინი "მილანში" რჩებიან და ამას წყალი არ გაუვა.

რაც შეეხება ახალი ფეხბურთელების შეძენას, უმჯობესია, ამაზე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვილაპარაკოთ".

სად მიდის აკვილანი?

ერთ-ერთ წინა ნომერში გამცნეთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებმაც უნდა დატოვონ გუნდი და მათ შორის მოხვდა ალბერტო აკვილანი. "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი იჯარის წესით სწორედ "მილანში" ასპარეზობდა, თუმცა მის გამოსყიდვას ლომბარდიელები არ აპირებენ.

არადა, ალბერტოს ცოცხალი თავით არ უნდა ინგლისში დაბრუნება და როგორც მისი აგენტი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ კარიერა სამშობლოში გააგრძელოს - მოვუსმინოთ ფრანკო ძავალიას:

"ალბერტოს "მილანში" სურდა დარჩენა, მაგრამ ეს უკვე გამორიცხულია.

კონტრაქტის მიხედვით, ინგლისში უნდა დავბრუნდეთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და ჩემი კლიენტი სერია A-ში გააგრძელებს ასპარეზობას. რამდენიმე დღის წინ "ფიორენტინას" მესვეურები შემეხმიანნენ, რამაც ალბერტო ძალიან გაახარა. ფლორენციელები ლივერპულელ კოლეგებთან გადავამისამართე და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

ფლორენციელებს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ აკვილანის გადაბირება, მაგრამ მაშინ პანტელეო კორვინომ მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა - კორვინო "ვიოლას" სპორტული დირექტორი აღარაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდება".

ტიაგო სილვას ამბავი

ტიაგო სილვაზე რომ ტაციობაა, ძველი ამბავია - მისი გადაბირებით პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები არიან დაინტერესებულნი და "მილანის" მესვეურებს კოლოსალურ თანხებსაც სთავაზობენ.

ერთი-ორჯერ ისიც დაიწერა, "მილანის" ხელმძღვანელები "მანჩესტერ სიტის" შეუთანხმდნენ და ბრაზილიელი მცველის წასვლა გადაწყვეტილი ამბავიაო... რეალობა სხვაგვარია და ამაზე თავად სილვას კომენტარი მეტყველებს:

"მინდა თუ არა პრემიერლიგაში ან ლა ლიგაში ასპარეზობა? - არა. მე "მილანის" ფეხბურთელი ვარ და შესაბამისად, ჩემი საქმე სერია A-ში თამაშია. ლომბარდიის დედაქალაქში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

რამდენიმე დღის წინ ადრიანო გალიანის ვესაუბრე და მან დამამშვიდა, რომ ჩემ გასხვისებას არ აპირებენ. ეს სიტყვები ძალიან მამშვიდებს და ოპტიმიზმით მავსებს. "მილანი" ჩემი სახლია და აქ "კარიერის" ბოლომდე მსურს დარჩენა".

ალეგრი: ყველაფერი ბარსელონას ბრალია

ბოლო პერიოდში მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბოდა, რაც შესაძლოა, უტიტულოდ დარჩენით გახლდათ განპირობებული... როგორც ჩანს, ნელ-ნელა ხასიათზე მოვიდა და მისი კომენტარები მედიაშიც გამოჩნდა - ბოლოს სწორედ ალეგრის გადავცეთ სიტყვა, რომელიც მოკლედ შეეხო წარსულს, აწმყოსა და მომავალს:

"რატომ არ ვჩანდი? - იმიტომ, რომ მომბეზრდა კითხვები ანდრეა პირლოსთან დაკავშირებით. დიახ, ანდრეა ჩემი ინიციატივით გავუშვი გუნდიდან და ამას შეცდომად ნამდვილად არ მივიჩნევ. პირლო დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემს გეგმებში არ ჯდებოდა და ამიტომაც კლუბის გამოცვლა მოუხდა.

რატომ დავრჩით ტიტულის გარეშე? - ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია "ბარსელონასთან" მარცხმა, რომლის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ; თანაც, მსაჯებმა კატასტროფული შეცდომები დაუშვეს, რამაც თითოეულ ფეხბურთელზე დამთრგუნველად იმოქმედა - ვფიქრობ, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილის ჩაგდება სწორედ კატალონიურმა ფიასკომ განაპირობა.

თუმცა ეს უკვე წარსულია და დღეს ამ ყველაფერზე საუბარი დროის ფუჭად კარგვაა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სწორი მუშაობა გვმართებს, შემდეგ კი ახალი სეზონიც დაიწყება და ახლიდან შევუყვებით აღმართს. ჩვენი მიზანი უცვლელი იქნება: ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელშიც ვმონაწილეობთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო