ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა სენტ გალენში მეორე ტაიმში ტემპს მოუმატეს და სერბეთი 2:0 დაამარცხეს
ესპანეთი-სერბეთი 2:0

ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - ხუანფრანი, ალბიოლი, სერხიო რამოსი (46. დომინგესი), ალბა (64. მონრეალი) - ხესუს ნავასი, ჩაბი ალონსო (46. ბენიატი), ბრუნო (68. ხავი გარსია), კასორლა - სოლდადო (46. ადრიან ლოპესი), ნეგრედო (46. სილვა).

სერბეთი (4-2-3-1): კაჰრიმანი - ბასტა, ივანოვიჩი, სუბოტიჩი, დ. ტოშიჩი - რადოვანოვიჩი (68. მატიჩი), იგნიოვსკი (65. ფეისა) - ლიაიჩი (76. ზ. ტოშიჩი), ჯურიჩიჩი (65. იანკოვიჩი), კოლაროვი - ლეკიჩი (76. სეპოვიჩი).

გოლები: 1:0 ადრიან ლოპესი (64), 2:0 კასორლა (75-პენ)

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა სენტ გალენში მეორე ტაიმში ტემპს მოუმატეს და სერბეთი 2:0 დაამარცხეს.

ეს იყო ვისენტე დელ ბოსკეს ექსპერიმენტი ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობის დასახელების წინ. სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი დებიუტი სინიშა მიხაილოვიჩს ჰქონდა.

თამაშის ბედი იღბლიანმა შეცვლამ გადაწყვიტა - "ვალენსიას" ფორვარდ რობერტო სოლდადოს ნაცვლად შესვენების შემდეგ დელ ბოსკემ "ატლეტიკოს" შემტევი ადრიან ლოპესი ათამაშა. სწორედ ნაკრების დებიუტანტმა გაიტანა პირველი გოლი სერბთა კარში და მეორე გოლიც მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტით სანტი კასორლამ გაიტანა.

ადრიანის გოლი ასე გავიდა - ბენიატმა გრძელი პასით ხესუს ნავასი მოძებნა, სევილიელის ჩაწოდებულს კი ახლო მანძილიდან თავი ლოპესმა შეაგება. ადრიანს ეროვნულ ნაკრებში 20 წუთიც არ დასჭირდა პირველი გოლის გასატანად. 73-ე წუთზე ისევ ადრიანი შეიჭრა სერბთა საჯარიმოში, სადაც ის ბრანისლავ ივანოვიჩმა მოცელა - კასორლამ პენალტი ცენტრში დაარტყა - 2:0.

ვინ როგორ ითამაშა

მეკარე

იკერ კასილიასს საქმე ცოტა ჰქონდა. გამოსვლებზე კარგად ითამაშა.

დაცვა

სანამ მოედანზე იყო, დაცვის ხაზის ლიდერი, უდავოდ, სერხიო რამოსი იყო. მას არაფერი დაეწუნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, მისი მეწყვილე რაულ ალბიოლი ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

ხუანფრანი შეტევებში თამამად ერთვებოდა. ხუან ალბამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მარცხენა ფრთაზე ალტერნატივა არა აქვს. ალვარო დომინგესი მეორე ტაიმში შემოვიდა, ნაჩო მონრეალიც.

ნახევარდაცვა

სუსტად ითამაშა ჩაბი ალონსომ. ბრუნო სორიანომაც არაფერი აჩვენა საიმისოდ, რომ ევრო 2012-ზე წაიყვანონ. ხესუს ნავასი, ალბათ, საუკეთესო იყო ესპანელთა შემადგენლობაში.

განსაკუთრებით კარგად მან მეორე ტაიმში ითამაშა. სანტი კასორლამ პირველ ტაიმში ფლეიმეიქერობა იტვირთა, მაგრამ ცუდად გამოუვიდა; მეორე ტაიმში კი ფლანგზე უკეთ ითამაშა.

მეორე ტაიმში გამოსულმა დავიდ სილვამ სიცოცხლე და უკეთესი კომუნიკაცია შემატა ნახევარდაცვას.

დებიუტანტმა ბენიატმა თავი კარგი კუთხით დაგვანახა. მისი შორეული პასები მუდამ მიზანმიმართული და სახიფათო იყო.

შეტევა

რობერტო სოლდადოსა და ალვარო ნეგრედოს დუეტმა არ გაამართლა. ცოტა უცნაურიც კი იყო, მწვრთნელმა ერთი ყაიდის ორი ფორვარდი რომ გამოიყვანა. ვალენსიელი ოდნავ სჯობდა სევილიელს. ადრიანზე უკვე ბევრი დავწერეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა