"თავისუფლებმა" 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს, ბერძენ-რომაელებმა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო
ანკარაში 27 მაისს დასრულდა ახალგაზრდა მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები", რომელიც წლეულს მეთხუთმეტედ ჩატარდა. ის სამივე საჭიდაო დისციპლინაში იმართება, თუმცა ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლად" და ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ბიჭები გამოდიოდნენ, გოგოებში კი მონაწილე არ გვყოლია.

იმის მიუხედავად, რომ წუხანდელი მონაცემები არ ვიცით, მაინც თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენები ტურნირში წარმატებით გამოვიდნენ.

პირველი ორი დღის შემდეგ "თავისუფლებმა" 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს, ბერძენ-რომაელებმა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

"თავისუფალთაგან" ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (55), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ომარ გუსოშვილი (96) გახდნენ, ლევან ქელეხსაშვილი (66) და გიორგი მეშვილდიშვილი (120) მეორეზე გავიდნენ, ზურაბ იაკობაშვილი (66) კი მესამე აღმოჩნდა. ბერძენ-რომაელთაგან ოქროს მედლები იაკობ ქაჯაიამ (96) და ლევან არაბულმა (120) მოიპოვეს, ვერცხლი - შოთა გოგისვანიძემ (120), ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ბალანჩივაძე (50), რამაზ სურმანიძე (55), ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალია (96) დაეუფლნენ.

"თავისუფალთა" შორის მთავარი მოულოდნელობა მეშვილდიშვილის მძიმე წონაში გამოჩენაა - ის 96-ის მოჭიდავეა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ვერ გეტყვით, დროებით მოგვევლინა იქ თუ მართლაც აპირებს გადასვლას, ამჯერად კი ფინალში მასპინძელ ენეს ბანდირმასთან დამარცხდა.

ოქროს მედალოსანთაგან ტალახაძე და ყველაშვილი საქართველოს ჩემპიონებიც არიან და საერთაშორისო ტურნირებშიც კარგად გამოდიან. განსაკუთრებით - ტალახაძე, რომელმაც შედეგით ამჯერადაც აჯობა ნაკრებში უმთავრეს კონკურენტ ოთარ გოგავას.

გუსოშვილმა საქართველოს ფინალი წააგო მეშვილდიშვილთან, თუმცა მერე ყველგან კარგად გამოვიდა. ჩვენმა სამივე ჩემპიონმა ანკარაში მასპინძლებს აჯობა: ტალახაძემ ცენგიზ ჰაკანს მოუგო, ყველაშვილმა - ოზმენ აბდუკადირს, გუსოშვილმა - მუჰამედ სურეს. ფინალში თურქთან დამარცხდა ქელეხსაშვილი - მუსტაფა როკთან. მთლიანობაში ხუთი თურქულ-ქართული ფინალიდან სამი ჩვენ მოვიგეთ, რაც ცალკე წარმატებაა.

ბერძენ-რომაელთა შორის საქართველოს ჩემპიონობით მოპოვებული ფავორიტობა კიდევ უფრო განიმტკიცეს ქაჯაიამ და არაბულმა. თან ისინი ადრინდელ საერთაშორისო შეჯიბრებებშიც კარგად გამოვიდნენ.

განსაკუთრებით სასიხარულო მძიმე წონაში გამართული ქართული ფინალია, თუმცა ფრიად მოულოდნელია მისი შედეგი, რადგან გოგისვანიძე ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია.

თუმცა ის ხანგრძლივი ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და, შესაძლოა, ახლანდელი წაგება ამითაც იყოს გამოწვეული, თუმცა ფინალში გასვლაც ერთი მიღწევაა. გოგისვანიძეს საქართველოს ჩემპიონატში არ უჭიდავია, თუმცა არაბულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყნის პირველობა შემთხვევით არ მოუგია.

ქაჯაიაც ამ წონაში ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია, რასაც უცხოეთში კარგი ასპარეზობით კიდევ უფრო ამტკიცებს. ამჯერად მან ფინალში რუსი მუსა ევლოევი დაამარცხა. ვფიქრობთ, მწვრთნელებისთვის დიდი მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზია ბალანჩივაძის წარმატება, რომელიც ანკარაში საკუთარი ხარჯით წავიდა.

ეს ტურნირი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპია. ალბათ, მწვრთნელები ზოგიერთთა გამოსვლით არ იქნებიან კმაყოფილები, მაგრამ სადაც მედლები მოვიპოვეთ, იქ საწუწუნო არაფერი აქვთ, ისეთი შედეგები მიიღეს.

ოღონდ კიდევ ვიმეორებთ - ბოლო დღის შედეგები არ ვიცით, თორემ იქნებ კმაყოფილების ბევრად მეტი საბაბი ჰქონდეთ.

13 მედალი ორ დღეში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება