ფერსელიძემ ხმაურიანად შეაბიჯა ოლიმპიურ გუნდში - ჰელსინკში, ნახევარფინალში ბულგარელი ივან ივანოვი სამქულიანზე გაისროლა
გურამ ფერსელიძე

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

დაიბადა: 16.10.1985 წელს ხელვაჩაურში

სალიცენზიო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი (2012); "ოქროს დიდი პრიზის" მეორე (2008) და მესამე (2010) პრიზიორი

პირველი მწვრთნელი: ზაზა ჯიბლაძე; მწვრთნელი - ვაჟა კრავეიშვილი

ჰობი: ნადირობა

ოლიმპიადის დებიუტანტი

ბერძენ-რომაელთა ნაკრებს ოლიმპიადის საგზურის მოპოვება მძიმე წონაშიც გაუჭირდა და სალიცენზიო ტურნირებში ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვა საგზურები.

ყველაზე ხვავრიელი მაინც ჰელსინკში გამართული შეჯიბრება გამოდგა, სადაც ერთბაშად სამი მოინაგრეს. მათ შორის - მძიმე წონაშიც, სადაც ლიცენზია გურამ ფერსელიძემ მოგვიტანა.

მართალია, საგზურს ფედერაცია იღებს და არა - სპორტსმენი, ნაკრების ხელმძღვანელობას კი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ, ვფიქრობთ, ამ წონაში ფერსელიძეს იმდენად სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, ლონდონში წასვლაში ვინმე შეეცილოს, რადგან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე ჯერაც იშუშებს ტრავმებს. თუმცა ფერსელიძის ოლიმპიელად გამოცხადებას უფრო მისი ჭიდაობის კარგი ხარისხის გამო ვბედავთ - ბოლო ტურნირებში აშკარად მოუმატა.

ფერსელიძემ ხმაურიანად შეაბიჯა ოლიმპიურ გუნდში - ჰელსინკში საგზურს მხოლოდ ფინალში გასვლა იძლეოდა. მან კი ნახევარფინალში ბულგარელი ივან ივანოვი ჯვარედინი მოვლებიდან ისე უზადოდ გაისროლა სამქულიანზე, ასეთ ეფექტურ გდებას ხშირად მჩატეწონოსნები ვერ აკეთებენ.

მსგავსი ილეთი მძიმე წონაში მით უფრო ფასობს. ფერსელიძემ კი ამ ამბიდან ორიოდ კვირაში მორიგი სანახაობით კიდევ ერთხელ გააოცა და ასიამოვნა საჭიდაო სამყარო - ამერიკაში, "ქერბის თასზე", მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ანალოგიური მანევრით ლამის ლეიბის გარეთ გაისროლა თავისზე ბევრად მძიმე მასპინძელთა ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დრემილ ბიერსი.

"ამ ამერიკელს ერთხელ რუმინეთის ტურნირზე მოვუგე, მაგრამ მერე მსოფლიოზე დავმარცხდი. ახლა კი პირადი შეხვედრის ანგარიშით ისევ გავუსწარი. ის ფიზიკურად მართლაც დიდია და არ იყო იოლი მასთან მოგება, მაგრამ მაინც მოვახერხე ეს" - გვეუბნება ჩვენი ფალავანი.

მისი ბოლოდროინდელი პროგრესი მართლაც თვალსაჩინოა - როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება თუნდაც ნახევარიწლისწინანდელი დონისგან. ეს ფანდი კი კოზირად ექცა.

ფერსელიძის მამა ყოფილი მოჭიდავეა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მას არ სურდა შვილის ჭიდაობაზე მიყვანა. პატარა გურამი კი თავიდან საჭიდაო ლეიბის ნაცვლად მშვილდოსნობის ბილიკზე აღმოჩნდა, სადაც ნათესავმა, მშვილდოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ასმათ დიასამიძემ მიიყვანა. "მამას არ სურდა, მეც მოჭიდავე რომ გამოვსულიყავი.

ალბათ, იმიტომ, რომ ყოფილმა მოჭიდავემ კარგად იცის, რამდენად დიდი შრომა სჭირდება აქ წარმატების მოპოვებას. ამიტომ თავიდან მშვილდოსნობაზე მოვხვდი, სადაც ასმათმა წამიყვანა. აჭარაში მშვილდოსნობა მაშინ იკიდებდა ფეხს. თან, ბიჭებს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, აქცენტი უფრო ქალებზე იყო გადატანილი.

თავისუფალ დროს მოჭიდავეთა დარბაზში შევივლიდი და იმათ ვარჯიშს ვუყურებდი" - ამბობს ფერსელიძე.

ჭიდაობა მისთვის არასოდეს ყოფილა უცხო, რადგან ამ გარემოში გაიზარდა. ჰოდა, რადგან მშვილდოსნობაში დიდი პერსპექტივაც არ ჩანდა, გენის ძახილს დაუჯერა და მშვილდ-ისარი საჭიდაო სამოსზე გაცვალა.

წინააღმდეგი არც მამა წასულა, პირიქით - მან მიიყვანა ზაზა ჯიბლაძესთან. ცხადია, მამა მისი საჭიდაო კარიერის მუდმივ თანამგზავრად იქცა და თეორიულ თუ პრაქტიკულ რჩევა-დარიგებებს არ აკლებდა შვილს.

მოგვიანებით, როცა პირველი წარმატება მოვიდა, ამან ფსიქოლოგიურადაც დიდი სტიმული მისცა და თან ახალი პერსპექტივა გადაუშალა - გლდანში, მაშინდელი ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელში გადმოიყვანეს სავარჯიშოდ, სადაც მის აღზრდას ხელი ვაჟა კრავეიშვილმა მოჰკიდა.

ფერსელიძეს საკმაოდ გაუჭიანურდა ნაკრებში ადაპტაციის პერიოდი, რის მიზეზადაც ავადმყოფობა უნდა მივიჩნიოთ. "თავიდან მხრის ტრავმით დაიწყო, რაც დიდხანს მაწუხებდა და ბევრი დროც გამაცდენინა.

მერე აპენდიციტის ოპერაცია გავიკეთე და სარეაბილიტაციო პერიოდი ისევ გაგრძელდა. ბოლოს კი გულზე შემექმნა პრობლემები: ღამით, როცა მეძინა, სუნთქვა მეკეტებოდა ხოლმე. ექიმებმა რომ გამსინჯეს, სასტიკად ამიკრძალეს ვარჯიში.

მათი თქმით, ჩემი დატვირთვა არ შეიძლებოდა და სპორტს სამუდამოდ უნდა გამოვთხოვებოდი, თუმცა მკურნალობის შემდეგ ისევ გავესინჯე და ვარჯიშის ნებაც დამრთეს. საბოლოოდ ამ მდგომარეობიდან უფრო ვარჯიშით განვიკურნე" - ამბობს მომავალი ოლიმპიელი.

მისი აღმასვლაც ამის შემდეგ დაიწყო. ცხადია, სპორტში დაბრუნებულს თავიდან გაუჭირდა. ალბათ, ქომაგსაც ნაკლებად სჯეროდა მისი და საკუთარ თავშიც ვერ იქნებოდა დარწმუნებული, თუმცა თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგა - ვარჯიშსაც მოუმატა, ფიზიკურადაც ბევრად მოძლიერდა და ტექნიკურადაც დაამუშავა ზემოხსენებული ილეთი.

ამან ფსიქოლოგიურადაც კარგად იმოქმედა: "ვარჯიშს არც ადრე ვაკლებდი, მაგრამ ზემოხსენებული პრობლემების გამო ყველაფერი ჩვენი სურვილის შესაბამისად არ იყო. როცა ფორმაში არ ხარ, მაშინ ძნელია ჭიდაობა, მაგრამ თუ გრძნობ, რომ კარგად ხარ მომზადებული, უკვე ყველაფერი იოლად გამოგდის".

ის არ ნანობს, რომ მშვილდოსნობასა და ჭიდაობას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, რადგან ჭიდაობამ უფრო მეტად მისცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. მართალია, ეს ბევრ დროს ართმევს და მისთვის აზარტულ-საყვარელი ნადირობისთვის თუ ძალიან ბევრი საქმისთვის დრო არ რჩება, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი გამოვა.

ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ფერსელიძეს უკვე ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების იმედიც გაუჩინა, თუმცა კარგად იცის, ეს ახალი გდება უკვე ყველას გაშიფრული ექნება, მაგრამ სიახლეებზეც მუშაობს და ამბობს, რომ მეტოქეებს გარკვეულ მოულოდნელ სვლებს ჩოქბჯენში შესთავაზებს. როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ოლიმპიადა მისთვისაც გამორჩეული შეჯიბრებაა.

ეს საოცნებო ტურნირიაო, მითხრა და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ლონდონიდან წარმატებით დაბრუნდება.

მშვილდოსნობიდან ჭიდაობამდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ბატონო ირაკლი იქნებ ჯაბიძის ინტერვიუც შემოგვთავაზოთ
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება