ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე 27 მაისს ფინალში ვერ მოხვდა
ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე 27 მაისს მიუნხენში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მსოფლიოს თასის ფინალში ვერ მოხვდა - ჩვენებურმა 382 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე გავიდა.

მან განსაკუთრებით სუსტად ბოლო სერიაში ისროლა, სადაც 100 შესაძლებლიდან მხოლოდ 94 ქულა დააგროვა. წინა სამ სერიაში სალუქვაძეს ერთნაირი, 96-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც ფინალში გასასვლელად არ ეყო.

მიუნხენში არც შედეგები ყოფილა მაინცდამაინც დიდი. შესარჩევ ეტაპზე ერთადერთი გამორჩეული ამავე დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონი სერბი ზორანა არუნოვიჩი იყო, რომელმაც 389 ქულა დააგროვა, თორემ დანარჩენთა შედეგები 387-იდან ქვევით ეშვებოდა. ასე განსაჯეთ, 384 ქულაც კი ფინალში გამსვლელი აღმოჩნდა.

სალუქვაძეს 2 ქულით მეტი რომ გაერტყა, შეიძლება, ისიც შესულიყო საუკეთესო ოქტეტში.

შეჯიბრება არუნოვიჩმა მოიგო, რომელსაც ფინალში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 101.7 ქულა და აქაც საგრძნობლად გაუსწრო სხვებს. მან ჯამში 490.7 დააგროვა.

მედლებისთვის დავაში მოულოდნელად ტაილანდელი ტანიაპორნ პრუკსაკორნიც ჩაერია - ის შესარჩევში მეორე იყო 387-ით, ფინალში - მესამე 98.7-ით, ჯამში კი 485.7 მოუგროვდა და ვერცხლსაც დაეუფლა. ბულგარელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარია გროზდევამ ტურნირი მესამე ადგილით დაიწყო და ასევე ჩაამთავრა - საკვალიფიკაციოში მოგროვებულ 386 ქულას ფინალში 98.4 დაუმატა, ჯამში 484.4 მოაგროვა და ბრინჯაო ირგუნა.

შაბათს მიუნხენში პნევმატური პისტოლეტით ლევან ქადაგიძემაც ისროლა. 558 ქულა და 88-ე ადგილი - ასეთია მისი მაჩვენებელი.

უფინალო დასასრული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა