რომან ფიფია: უმცროსი უჰრინის კანდიდატურა სამიდან ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ეს ამბავი დანამდვილებით ვიცით: საქართველოს თასის ფინალის დაწყებამდე ერთი საათით ადრე თბილისის "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზას გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და მისი ვაჟი, უმცროსი დუშან უჰრინი ესტუმრნენ.

ჩეხი სპეციალისტები გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიიღო.

ცხადია, ჩეხები საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად არ გვესტუმრებოდნენ. ხომ არ ინიშნება უმცროსი უჰრინი თბილისური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად?

ამის თაობაზე კომენტარი რომან ფიფიას ჩამოვართვით:

- უჰრინები მართლაც იმყოფებოდნენ დიღმის ბაზაზე და უმცროსი უჰრინის კანდიდატურა მართლაც განიხილება, მაგრამ ეს არის სამიდან ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი და ისე ნუ დაწერთ, რომ მისი დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია.

- იმ ორი კანდიდატიდან რომელიმე უფრო რეალურია?

- მოითმინეთ და ორ-სამ დღეში ყველაფერს შეიტყობთ.

69 წლის უჰრინი თბილისის "დინამოს" 2006-08 წლებში წვრთნიდა და ბოლოს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა ოქროს მედლები.

მართალია, თქვა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ 2009 წელს ბრატისლავას "სლოვანი" ჩაიბარა. მას შემდეგ კი მართლაც დაისვენა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს 1996 წელს ჩეხებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული. უმუშავია პრაღის "სპარტაში", კვიპროსის აიკ-ში, აელ-სა და "აპოელში", ქუვეითის ნაკრებში, ჰაიფას "მაკაბიში".

მისი ვაჟი, უმცროსი უჰრინი 45 წლის გახლავთ. მუშაობდა პრაღის "ბოჰემიანსში" (2002-04), ბოლესლავის "მლადაში" (2004-07, 2009-10), ტიმიშოარას "პოლიტეხნიკაში" (2007-08, 2010-11), "კლუჟში" (2008-09), ლიმასოლის აელ-ში (2010).

უმცროსი უჰრინის კარიერული წინსვლა ბოლესლავის "მლადაში" დაიწყო. გუნდი ჩაიბარა მაშინ, როცა ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის პირას იმყოფებოდა. მეორე სეზონში კი "მლადა" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობამდე დააწინაურა, უეფას თასზე გაიყვანა და სახელი მარსელის "ოლიმპიკის" გამოგდებით შეიქმნა.

ამის შემდეგ რუმინულ "პოლიტეხნიკაში" მიიწვიეს. ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 2008-09 წლების სეზონში ტიმიშოარულმა კლუბმა პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ამის მიუხედავად, "პოლიტეხნიკას" მეპატრონემ, მერიან იენკუმ კლუბიდან გაუშვა. როგორც "ვიკიპედიაში" წერია, იენკუს ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებდა.

"პოლიტეხნიკაში" მისი დაბრუნებაც შთამბეჭდავი გამოდგა, 2010-11 წლებში გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ვალების გამო გუნდი II ლიგაში გადაისროლეს, 2011 წლის 27 ივნისს კი უჰრინმა კლუბი დატოვა და ერთი წელი ისვენებდა.

თუ თბილისის "დინამოს" უმცროს უჰრინს ჩააბარებენ, ეს იქნება მეორე კლუბი, რომელსაც მამის შემდეგ გაწვრთნის: პირველი კვიპროსული ლიმასოლის აელ-ია. უფროსი უჰრინი კვიპროსელებს 1988-89 წლებში წვრთნიდა, შვილი კი - 2010 წელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Alex
აუ რამდენი პროფესორია მოკლედ რაააა.... თუ ასე გინდათ ეს გარსია, მაშინ ჩადით ესპანეთში დაელაპარაკეთ !!! ან შეხვდით რომან ფიფიას, რახან კაცმა თქვა რომ არ გაამართლაო ესე იგი მასეა რაა. ყველაფერს ხომ არ იტყვის კაცი რა შეეეშალა და არა, ესპანეთის ზბორებზე 30 კაციდან 20 ტრამვირებული ჩამოვიდა გასაშვები კი არა გასაგდები იყო. ეს ჩემი მოგონილი არ არის დევდარიანმა გამოაცხადა საქვეყნოდ, მე 4 ზე რო გავიდა დინამო საგოლ მაინც !!!!!!!!!!! ნაღდი ქართული ქცევაააააა როდესაც მხარში დგომა გჭირდება მაშინ ყველა გთელავს საღოოოოოოოოოოოოოლ ჯიგრები ხართ!!!!!!!!!!!! ბატონო რომან მიაწექით პირველ ჩვენებას!!!!!!!!!!!!
irakli
მე კიდევ ერთხელ ვამბობ ,რომ სანამ ალექ გარსიას არ დააბრუნებს რომან ფიფია დინამოში სულ რომ გუარდიოლა მოიყვანოს არაფერი არ ეშველება, გახდიდა ჩემპიონს უჰრინი აბა რა იქნებოდა, 2 წელი იყო მწვრთნელი და 6 თვის მერე არავის არ გაუშვია და კიდევ ერთი მაისამდე რომ ყოფილიყო ალექ გარსია დინამოს მწვრთნელი დინამო წელს ჩემპიონი გახდებოდა,ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც 2X2 4 ია . ასე რომ რომან ფიფიას გადასაწყვეტია,მაგრამ ისეთი ადამიანი ჭირდება ახლა გვერძე,ვინც სწორად ურჩევს და არა ისეთები რომლებიც მარტო მისი ჯიბის ხათრით უქნევენ ყველაფერზე თავს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა