მოსალოდნელი ქართული ტრანსფერები ევროპაში
ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გოგა გახოკიძემ სამი წელია, სამენეჯერო კომპანია ჩამოაყალიბა და ფიფას ლიცენზირებული აგენტის სტატუსიც აქვს.

გახოკიძე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო საკითხებს კურირებს და მისგან საინტერესო სიახლეები შევიტყვეთ.

უპირველესად, გურამ კაშიას საკითხს შევეხოთ. როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი არნემის "ვიტესში" წარმატებით დამკვიდრდა და გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს.

როგორც გახოკიძემ გვითხრა, მისი შეძენის სურვილი "ტვენტემ" გამოთქვა, რომელიც ბოლო წლებში "ვიტესზე" გაცილებით წარმატებული კლუბია.

ცოტა ხნის წინ კაშიამ "ვიტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ეს ფაქტი მისი "ტვენტეში" გადასვლის შესაძლებლობას სულაც არ გამორიცხავს. თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას უფრო გაიზრდება. მანამდე კი კაშია "ვიტესთან" ერთად ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

როგორც იცით, კაშიას გარდა, "ვიტესის" ღირსებას კიდევ ორი ქართველი, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი იცავს. უახლოეს მომავალში გახოკიძე "ვიტესში" მეოთხე ჩვენებურის გამოჩენას გამორიცხავს.

"ამჟამად ეს გამორიცხულია. სამაგიეროდ, შესაძლოა, ახლო მომავალში "ვიტესში" რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გადასვლა კიდევ დადგეს დღის წესრიგში", - გვითხრა გახოკიძემ.

რაც შეეხება "იაგელონიაში" მოთამაშე მერაბ გიგაურს, იგი ქუთაისის "ტორპედოს" საკუთრებად რჩება, თუმცა ფეხბურთელს პოლონეთში დარჩენა სურს და ამ საკითხსაც უახლოეს პერიოდში მოეფინება ნათელი.

ჯერჯერობით კონკრეტული სიახლე არ არის გიორგი აბურჯანიას თაობაზე. ალბათ, გახსოვთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით დაინტერესებას შვეიცარიული "ბაზელი" და ბელგიური "გენკი" გამოთქვამდნენ, თუმცა ამ ეტაპზე გიორგი კვლავაც "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელად რჩება.

როგორც გახოკიძემ გვითხრა, აბურჯანიას უცხოურ ტრანსფერს ხელს მისი ასაკი უშლის - გახოკიძე ვარაუდობს, რომ როცა გიორგის 18 წელი შეუსრულდება, რომელიმე საზღვარგარეთულ კლუბთან კონტრაქტს აუცილებლად გააფორმებს.

გახოკიძესთან საუბარში ისიც შევიტყვეთ, რომ მისი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გიორგი ქინქლაძე მალე, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიში" რომელიმე თანამდებობაზე ვიხილოთ. ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს ქინქლაძეს "სიტიში". ასე რომ, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახლო მომავალში იგი ძველ კლუბს ახალი სტატუსით დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, ქინქლაძე ამჟამად კვიპროსული "ანორთოსისის" სპორტული დირექტორია, მაგრამ კლუბში გამეფებული ფინანსური კრიზისის გამო მას იქიდან წასვლა სურს.

კაშია ტვენტეში, ქინქლაძე სიტიში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა