ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიის" ფანკლუბის ღია წერილი სფფ-ს პრეზიდენტს
ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიის" ფანკლუბის

ღია წერილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დომენტი სიჭინავას!

ბატონო დომენტი,

მოგმართავთ საფეხბურთო კლუბ "გურიის" მრავალრიცხოვანი ქომაგის სახელით.

უპირველესად, მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციასა და საქართველოს სპორტის სამინისტროს იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ასევე, ვემადლიერებით მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც რეგიონებში სპორტისა და ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის აკეთებს.

მხედველობაში გვაქვს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციასაც ითვალისწინებს.

ჩვენ, "გურიის" ქომაგები, დიდი იმედებით შევხვდით ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას, როცა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთში ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა და კონტროლი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს დაავალა.

ამის პარალელურად საფეხბურთო კლუბი "გურია" იბრძოდა უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. მთელი პირველობის მანძილზე კლუბს არ აკლდა ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით, რაიონის გამგებლის, ბატონ გიორგი გოგუაძისა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის, ბატონ კახაბერ ებრალიძის მხარდაჭერა.

"გურიას" მთელი სეზონის მანძილზე არ მოკლებია გულშემატკივრის აქტიური ქომაგობა - 20-წლიანი პაუზის შემდეგ ამდენი გულშემატკივარი "ევგრაფი შევარდნაძეზე" პირველად მოვიდა. ლანჩხუთში მატჩებს, მინიმუმ, 3 ათასი ქომაგი ესწრებოდა და იყო შეხვედრები, როცა სტადიონზე 7 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. გუნდი არც გასვლით შეხვედრებზე დაგვიტოვებია ქომაგობის გარეშე და უმეტეს შეხვედრაში, უმრავლესობასაც ვქმნიდით მასპინძელ ქომაგებთან შედარებით.

ბოლო შეხვედრაში უნიათო გამოსვლის შემდეგ ჩვენთვის ძალიან ძნელია ვისაუბროთ დებულებაზე, მაგრამ ისევ "გურიის" მომავლისა და ლანჩხუთში ფეხბურთის გადარჩენისთვის, ვბედავთ ვისაუბროთ იმ თემაზე, რომლითაც, დარწმუნებულები ვართ, უმაღლესი ლიგის საგზური "გურიას" ეკუთვნის.

ჩვენ არ გვსურს სიტუაციის გამწვავება, არც 23-ე ჩემპიონატის დებულებაში დაშვებულ შეცდომაზე გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ანალოგიურ შემთხვევაში სხვა გუნდისთვის ("ზესტაფონი") ჩემპიონობის (სამართლიანად) მინიჭება.

მართალია, "ზესტაფონი" თავიდანვე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და "ვიტ ჯორჯიასთან" შედარებით "გურიას" პირველ ეტაპზე პირველ ლიგაში გამოსვლით გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ როგორც "ზესტაფონის" შემთხვევაში ითქვა, რომ არსად იყო ნახსენები "პლეი ოფი", ასევე არ ყოფილა ნახსენები "პლეი აუტი" და "განულებული ქულები".

ეს უკანასკნელი საერთოდ უსაფუძვლო არგუმენტია - "ზესტაფონს" არ ჩაეთვალა თუნდაც იმავე "ვიტ ჯორჯიასთან" ქულები (ანუ მასაც გაუნულდა), თუმცა ამას არ მოუხდენია გავლენა, მასთან განულებული ქულების პირობებში მოპოვებული გამარჯვებები საბოლოო საჩემპიონო დათვლაში ჩათვლოდა.

დებულება, მოგეხსენებათ, ჩვენი პირველობის მთავარი კანონია და საერთოდაც, საქმის სამართლიანი გადაწყვეტა არ ითვალისწინებს "გულისხმობის" პრინციპებს - კანონი ერთნაირად მოქმედებს ყველა კლუბზე და რადგან რაიმე მინიშნება არ არის, არანაირი მიზეზი საკითხის განსხვავებულად გადაწყვეტისა არ არსებობს.

საერთოდაც, ათამდე იურისტთან გავიარეთ კონსულტაცია და ყველა მათგანი აცხადებს, რომ რადგან უპირატესობა დებულების მიხედვით ენიჭება "ჩემპიონატში მოგებათა მეტ რაოდენობას" და არსად არის ნახსენები პირველი და მეორე ეტაპი, უმაღლესი და პირველი ლიგა და ა. ., ამასთან, 23-ე ჩემპიონატი დაიწყო აგვისტოში და დამთავრდა 21 მაისს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამ ჩემპიონატის მანძილზე მოგებათა მეტ რაოდენობას, რაც "გურიას" მეტი აქვს, ვიდრე - "ვიტ ჯორჯიას".

ჩვენ კარგად გვესმის, რომ დებულებაში დაზუსტების არსებობის შემთხვევაში, "ვიტ ჯორჯიას" მიენიჭებოდა უპირატესობა. ამიტომაც არ ვითხოვთ, რომ "გურიამ" უმაღლეს ლიგაში იასპარეზოს და "ვიტ ჯორჯია" დაქვეითდეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ვფიქრობთ, ლიგაში გუნდების დამატება იქნება.

დასასრულ, მოგმართავთ თხოვნით: გაითვალისწინოთ ლანჩხუთში ფეხბურთისადმი სიყვარული, "გურიის" ტრადიციები, ქალაქში საფეხბურთო კუთხით მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ახალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საშუალება მოგვცეთ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, უმაღლესი ლიგის საგზური ჩვენ დებულების მიხედვითაც გვეკუთვნის, თუმცა თქვენი უწყების მიერ მოძებნილ რაიმე სახის სხვა გამოსავალზეც არ ვიტყვით უარს.

ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩავაყენეთ და მივიღეთ პირობა, რომ თქვენთან კონსულტაციის შემდეგ კლუბი საკითხს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე დააყენებს.

პატივისცემით, "გურიის" ფან-კლუბი

რედაქციისაგან: დედნის სტილი დაცულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ა, კაცი თერჯოლის საპოვნელის აღდგენის საკითხი უნდა დავაყენებინოთ დღის წესრიგში !
shota
თუ ზესტაფონს ჩაეთვალა მთელი წლის მოგება გურიამ რა დააშავა დაიჩაგრა გუნდი
lsd
თერჯოლის საპოვნელამ რა დააშავა
lsd
ეუფ
zid-ანი
გურიას ვგულშემატკივრობდი საერთოდაც რომ ამოქაჩულიყო უმაღლესში, მაგრად მომწონს, მაგრამ ამ წერილის შესავალმა მომკლა და დამაგდო. ტაქტი და მიმართვის ფორმა ჰო, მაგრამ როგორც გურულები იტყვიან ნამეტანი იყო. საქმეს რაც შეეხება, 16 გუნდიან ჩემპიონატშ ნახეთ თქვენ გადადებული მატჩები ზამთარში, წელს ხომ დავიტანჯეთ ყველა ფეხბურთელებიან გულშემატკივრიანად და 16 გუნდი ბოლოს მოგვიღებს საერთოდ. ინფრასტრუქტურა იმდენად გაუმართავია, მხოლოდ გულშემატკივრის მისვლა არ შველის. სამწუხაროდ რა თქმა უნდა...
daTo
გურია უაზროთ აწვებით .. არ ხართ მარტლები .. ზედა ჯგუფშჰი სვა სიტუაცია იყო და თქვნტან სხვა... ასე რო დემაგოგიააააა !
fexburti
გურიას მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რაც აქ წერია, აფდურდია. ამატმა ნულიდან დაიწყეს ყველაფერი და ჩემპიონატის პირველი ეტაპი სხვადასხვა ლიგაში გაატარეს!
tirana
დემაგოგიაა!!!! "ჩემპიონატში" ნიშნავს მის ერთ უმაღლეს ლიგაში და არა ყველა ლიგაში ჩატარებულ თამაშებს და პირველ ლიგაში თამაშების გათვალისწინებას უაზროდ ითხოვენ,,, საკითხის გადაწყვეტა ხო საერთოდ სისულელეა რას ნიშნავს "დაამატონ" მასეთი დამატებები და გამოკლებები ღუპავს ქართულ ფეხბურთს, სპორტული პრინციპი უნდა მუშაობდეს!!!!
გურული
ბარემ ორიი გუნდი კიდე დავამატოთ, რომ მერცხალმა და ჩოხატაურის ბახმარომაც უმაღლეში იასპარეზოს :)))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა