საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი დაუმთავრდა
საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ანზორ სუხიაშვილმა, რომელსაც მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, გუნდი დატოვა და რუსთავის "მეტალურგში" გადაბარგდა.

24 წლის მარცხენა მცველით რუსთაველთა დამრიგებელი კობა ჟორჟიკაშვილი ჯერ კიდევ ზამთრის შესვენების პერიოდში დაინტერესდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ განხორციელდა - ფეხბურთელმა მარტვილში დარჩენა არჩია.

აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში სუხიაშვილმა 35 მატჩი ჩაატარა. ის, რომ "მერანი" ზედა რვიანში უპრობლემოდ მოხვდა, დიდწილად მისმა თამაშმაც განაპირობა.

ანზორ სუხიაშვილი:

"მერანში" ორი ნაყოფიერი წელი დავყავი და როგორც ფეხბურთელი, რასაკვირველია, გავიზარდე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ გულშემატკივრებს, ხელმძღვანელობას. მათგან ყოველთვის სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი.

"მერანი" კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ.

"მეტალურგთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. უახლოეს დღეებში გუნდს შევუერთდები და მჯერა, რომ ევროპაზე თავს ღირსეულად წარმოვაჩენთ".

გამორიცხული არ არის, "მერანიდან" "მეტალურგში" კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს. რუსთაველები გამოცდილი გიორგი მანწკავათი არიან დაინტერესებულნი და უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა გამოვა ამ საქმიდან.

შეგახსენებთ, რომ მანწკავას გადაბირება სომხურ "ულისესაც" სურდა.

აქვე გეტყვით, რომ "მეტალურგი" 9 ივნისს რუსთავში შეიკრიბება, სადაც ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ევროპის ლიგისათვის მოემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა