საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე დავით კეფაშვილი ბელგრადის "მარბო ინტერმეცოში" თამაშობს
3 აპრილს თურქეთში უეფას კონგრესზე გადაწყდა, რომ ფუტსალში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს სერბეთი უმასპინძლებს. ეს ქვეყანა ფუტსალში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა - ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ბალკანელები ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და მეოთხედფინალში ვიცე-ჩემპიონ რუსეთთან დამარცხდნენ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე დავით კეფაშვილი ბელგრადის "მარბო ინტერმეცოში" თამაშობს და ახლახან სერბეთის თასის მფლობელი და ჩემპიონატის მეორეადგილოსანი გახდა.

21 წლის მეკარე ამ შედეგით მაინც უკმაყოფილოა:

"შარშანაც იგივე შედეგი გვქონდა, ამიტომ წელს ჩვენი პროგრამა მინიმუმი ჩემპიონობა იყო. გულშემატკივარიც იგივეს მოითხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.

ზედიზედ მესამე წელია, პირველ ადგილზე ერთი და იგივე გუნდი, კრაგუჟევაცის "ეკონომაცი" გადის. მართალია, თასის ფინალში ამ გუნდს მოვუგეთ, მაგრამ ბელგრადელ ფანებს ჩემპიონობის დაკარგვა ძალიან აღიზიანებთ და თასის მოპოვება არ აკმაყოფილებთ".

ნაკრების მეკარე საკუთარ ამბებზეც გველაპარაკა:

"მეორე წელია, "მარბო ინტერმეცოში" ვთამაშობ. ბელგრადის კლუბია და მრავალი გულშემატკივარი ჰყავს. მე ჯერ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ ვარ, ჩემი კონკურენტი სერბეთის ნაკრების მეორე მეკარე ნიკოლა იოსიმოვიჩია. თუმცა მწვრთნელი მენდობა და სათამაშო პრაქტიკა მაინც მაქვს. ეს კი ჩემთვის მთავარია.

საქართველოს ნაკრებშიც არ მაქვს გარანტირებული ადგილი, მაგრამ ბოლო ორ შესარჩევ ციკლში მიწვევდნენ. ვნახოთ, თავს თუ გამოვიჩენ, ალბათ, დამიფასდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა