მონაკოს გრანპრის შემდეგ ავსტრიელმა ჟურნალისტებმა გერმანელ პილოტს "ფერარის" თემაზე კომენტარი სთხოვეს
როგორც უკვე ვწერდით, ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა "ფერარისთან", რომლის მიხედვითაც, ის 2014 წლიდან შეუერთდება იტალიურ საჯინიბოს.

მონაკოს გრანპრის შემდეგ გერმანელ პილოტს კომენტარი სთხოვეს ავსტრიელმა ჟურნალისტებმა. ფეტელმა უარყო "სკუდერიასთან" წინასწარი გარიგება.

"როგორც ჩანს, ჟურნალისტებს გაზეთის გვერდში ცარიელი ადგილის შევსება სურდათ, მაგრამ მე არანაირი კონტრაქტისთვის ხელი არ მომიწერია", - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკის გრანპრი 2015 წელს დაბრუნდება ფორმულა 1-ის კალენდარში. მართალია, ამ ამბავს ჯერ არ ახმაურებენ, მაგრამ იგეგმება ქალაქ ქეიფთაუნის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ტრასის მოწყობა.

როგორც იცით, უფრო ადრე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ახალი შეთანხმების ხელშეკრულება ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს რბოლების რაოდენობის გაზრდის საშუალებას მისცემს. ამ სეზონის კალენდრის მიხედვით, 2012 წელს 20 ეტაპის ჩატარებაა დაგეგმილი.

გასულ უქმეებზე გაიმართა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლა - "ინდიანაპოლისი 500", რომელიც შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ მოიგო.

პრიზის გარეშე არ დარჩენილა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რუბენს ბარიკელო - ის გახდა ამ ლეგენდარული რბოლის "საუკეთესო დებიუტანტი". ბრაზილიელმა საკმაოდ წარმატებული რბოლა ჩაატარა და ფინიშზე მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.

"შესანიშნავი მიღწევაა. ეს ჩემთვის ოვალურ ტრასაზე გამოსვლის პირველი გამოცდილება იყო. რბოლა ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც აქამდე გამიკეთებია. ამაყი ვარ იმით, რასაც ჩემმა გუნდმა მიაღწია.

სამწუხაროა, რომ პირველ ათეულში ვერ მოვხვდი, მაგრამ შემიძლია ჩემს აქტივში ჩავწერო ეს გამოსვლა იმის გათვალისწინებით, რომ დებიუტანტი ვიყავი", - ამბობს ბარიკელო ESPN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა