"ბორუსიას" სამი პოლონელი ფეხბურთელი ჰყავს და დიდია იმის შანსი, რომ მალე მეოთხეც გადაიბიროს
გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" სამი პოლონელი ფეხბურთელი ჰყავს და დიდია იმის შანსი, რომ მალე მეოთხეც გადაიბიროს: გერმანული პრესის ცნობით, დორტმუნდელები პოლონური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ უნიჭიერეს ფეხბურთელს, 19 წლის რაფალ ვოლსკის უმიზნებენ.

"ბილდის" ინფორმაციით, "ბორუსიას" ვოლსკი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზებს და ვარშავის "ლეგიას" საკუთრებაა, ახლავე სურს. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ "ლეგია" ვოლსკის 4.5 მილიონ ევროდ აფასებს.

ახალგაზრდა პოლონელით "დოტმუნდის" დაინტერესება კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმაც დაადასტურა. გუშინ კი ფეხბურთელის მრჩეველმა "ბილდს" განუცხადა, უკვე დიდი ხანია, "ბორუსიასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაფალს ბუნდესლიგაში გადასვლა ძალიან უნდაო.

19 წლის ვოლსკი პოლონეთში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა - ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფრანტიშეკ ჟმუდას ევროპის ჩემპიონატზე სხვებთან ერთად, მისი იმედიც აქვს. "ბილდის" ცნობით, ვოლსკი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივნისის ბოლომდე მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა