სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელად "არმიას" მოთამაშე უილ ტომასი დასახელდა
ნაწილი I

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი პირველად 2003 წელს გამოვავლინეთ. მაშინ 17 წლის გიორგი ცინცაძემ მცირე უპირატესობით ირაკლი ხოშტარიას აჯობა და #1 კალათბურთელად დასახელდა. მას მერე გამოკითხვას ყოველწლიურად ვატარებთ და უკვე 10 გამარჯვებული გვყავს.

ყველაზე მეტჯერ სეზონის MVP-ად კოტე ტუღუში დასახელდა. ირანიდან დაბრუნების შემდეგ მან ზედიზედ სამჯერ მოიგო გამოკითხვა, მეოთხედ კი იგივე შარშან (2010-11 წლებში) გაიმეორა.

ბევრისთვის მოულოდნელად, სწორედ ასეთ დროს დაასრულა კოტემ კარიერა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

ჩაიბარა "არმია", რომლისთვისაც საევროჩელენჯოდ კალათბურთელები საკუთარი გემოვნებით შეარჩია.

სეზონის დასაწყისში ტუღუშმა "არმიას" დარბაზში გვითხრა: ჩემი 10-ნომრიანი მაისურა უილიამ ტომასმა მოირგო. ძლიერი კალათბურთელია და იმედი მაქვს, გაამართლებსო.

მაშინ "არმიაში" ნიუჯერსელი სანდიატა გეინსი თამაშობდა, NBA-მოვლილები ჯერემი რიჩარდსონი და გილერმო დიასი ჩაირიცხნენ, უილ ტომასი კი საქართველოში ბელგიიდან ჩამოვიდა და ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საბოლოოდ ყველას აჯობებდა.

დაიწყო ევროჩელენჯის გათამაშება და "ლეიდენთან" თბილისურ მატჩში მწვრთნელმა ტომასი დასვენების მიზნით სათადარიგოთა სკამზე რომ დასვა, მეტოქე მაშინვე წამოგვეწია.

დიახ, ტომასი შეუცვლელ კალათბურთელად იქცა, რომელიც დაცვაში საიმედოობით გამოირჩევა - სამწამიან ზონას კარგად მეთვალყურეობს, ასევე სტაბილურია შეტევისასაც.

თავად შეუძლია სატყორცნი არეალის გამოთავისუფლება, ხოლო, როცა ჩასატენად დაიძვრება, სჯობს მოერიდო, ტომასმა მართლაც ბევრი იფრინა...

ლოგიკურია, რომ ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, უილიამი სუპერლიგის ახლად დასრულებული სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ათწლიან ისტორიაში იგი პირველი გამარჯვებული ლეგიონერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლოსდაბოლოს გვეღირსა ხარისხიანი უცხოელები.

ტომასს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მისმა თანაგუნდელმა ბენ ვუდსაიდმა, რომელიც გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა.

ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბენმა სეზონი სლოვენიის "ოლიმპიაში" დაიწყო და ევროლიგაზეც არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. სწორედ ამის შემდეგ, დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში.

გიორგი ცინცაძემ მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ კონდიციები აღიდგინა და მოედანს მარტში დაუბრუნდა. მას მერე ფორმაში ნელ-ნელა შევიდა და პლეი ოფის მატჩები იმდენად კარგად ჩაატარა, რომ სუპერლიგაში მხოლოდ სამთვიანი მოღვაწეობის მიუხედავად, არაერთმა გამოკითხულმა მას ტოპ-სამეულში მიუჩინა ადგილი.

ზოგმა ჟურნალისტმა და მწვრთნელმა კი აღნიშნა - ცინცაძე მართლაც კარგად გაისარჯა, მაგრამ სეზონის მხოლოდ დასკვნით მონაკვეთში ითამაშა და ამიტომ სამეულში შეყვანისგან თავი შევიკავეო.

საბოლოოდ გიორგიმ მესამე-მეოთხე ადგილები არმიელ ჯერემი რიჩარდსონთან გაიყო.

ბოლოს განვმარტავთ: გამოკითხულებს სამი საუკეთესო კალათბურთელის ჩამოწერა ვთხოვეთ. პირველს 3 ქულა ერგო, მეორეს - 2, მესამეს - 1. ასე მოაგროვა ტომასმა 67 ქულა, ვუდსაიდმა - 54, ცინცაძემა და რიჩარდსონმა - 25-25.

სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი

მოთამაშე გუნდი ქულა

1. უილ ტომასი არმია 67

2. ბენ ვუდსაიდი არმია 54

3-4. გიორგი ცინცაძე ოლიმპი 25

3-4. ჯერემი რიჩარდსონი არმია 25

5. ლარი ბლერი შსს აკად. 21

6. გილერმო დიასი არმია 6

7-8. ლაშა გამყრელიძე ოლიმპი 4

7-8. ქიენ კარტერი დინამო 4

9. ლევან ფაცაცია სოხუმი 3

10-12. მიხეილ ბერიშვილი ოლიმპი 2

10-12. ანატოლი ბოისა არმია 2

10-12. რიჩარდ მათიაშვილი ქუთაისი 2

13. იოაკიმ შელბომი არმია 1

ჩვენი გამოკითხვის ყველა გამარჯვებული

2002-03 გიორგი ცინცაძე (აკადემია/ბასკო)

2003-04 დავით ბერძენიშვილი (ბასკო)

2004-05 გიორგი მარკოიშვილი (სტუ)

2005-06 კოტე ტუღუში (ავიამშენი)

2006-07 კოტე ტუღუში (ავიამშენი)

2007-08 კოტე ტუღუში (ენერჯი)

2008-09 ლაშა გამყრელიძე (ენერჯი)

2009-10 ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი)

2010-11 კოტე ტუღუში (არმია)

2011-12 უილ ტომასი (არმია)

ვინ ვის?

ჟურნალისტი მედიასაშუალება I II III

როლანდ ლაბუჩიძე/ მსოფლიო სპორტი/ტომასი/ ცინცაძე/ ფაცაცია

გოჩა კაჭარავა/ მსოფლიო სპორტი/ რიჩარდსონი/ ტომასი/ ფაცაცია

რუსუდან ჭუმბურიძე/ მსოფლიო სპორტი/ ვუდსაიდი/ ტომასი/ დიასი

გიორგი ბაქანიძე/ I არხი/ ვუდსაიდი/ ტომასი/ მათიაშვილი

გია პლატონიშვილი/ საქ. რესპუბლიკა/ ტომასი/ ბლერი/ გამყრელიძე

დავით ჭელიძე/ კალათბურთი+/ რიჩარდსონი/ ცინცაძე/ ბლერი

ირაკლი პერტაია/ იმედი/ ცინცაძე/ ბლერი/ ტომასი

კობა ხატისაშვილი/ არენა/ ვუდსაიდი/ ცინცაძე/ ტომასი

გიორგი გულბანი/ რეალTV/ ვუდსაიდი/ ტომასი/ რიჩარდსონი

გიორგი ჭანიშვილი/ სპორტის დეპ./ ტომასი/ ცინცაძე/ ბლერი

ირაკლი ფირაშვილი/ სპორტის დეპ./ ტომასი/ ცინცაძე/ რიჩარდსონი

ლექსო მაისურაძე/ სპორტის დეპ./ ტომასი/ რიჩარდსონი/ ცინცაძე

დავით კაპიტანოვი/ რუსთავი-2/ ვუდსაიდი/ რიჩარდსონი/ ცინცაძე

იაგო სავანელი/ ფსონი/ ტომასი/ ბლერი/ რიჩარდსონი

აკაკი გვიმრაძე/ რეზონანსი/ დიასი/ ბოისა/ ტომასი

დავით ხვადაგიანი/ აფხაზეთის ხმა/ რიჩარდსონი/ ტომასი/ ვუდსაიდი

გიორგი პავლიაშვილი/ აფხაზეთის ხმა/ ვუდსაიდი/ ტომასი/ ბლერი

ნიკოლოზ გაბელია/ აფხაზეთის ხმა/ ტომასი/ ვუდსაიდი/ რიჩარდსონი

ირაკლი აბაშიძე/ აფხაზეთის ხმა/ ბლერი/ ვუდსაიდი/ ტომასი

ელენე ფანჩულიძე/ ჯაკო/ ვუდსაიდი/ ტომასი/ დიასი

დავით ბანანაშვილი/ GMG/ რიჩარდსონი/ ბლერი/ ცინცაძე

ბექა ცისკარიშვილი/ Geosports/ ბლერი/ ვუდსაიდი/ ტომასი

მალხაზ გედევანიშვილი/ Geosports/ ვუდსაიდი/ გამყრელიძე/ ტომასი

ვახტანგ გაფრინდაშვილი/ მაესტრო/ ვუდსაიდი/ ტომასი/ ცინცაძე

ვაჟა სიმონიშვილი/ ლელო/ ტომასი/ ცინცაძე/ ვუდსაიდი

მწვრთნელი გუნდი I II III

მიხეილ ბერუაშვილი/ რუსთავი/ ტომასი/ ცინცაძე/ გამყრელიძე

გიორგიოს კეცელიდისი/ შსს აკად./ ვუდსაიდი/ ტომასი/ დიასი

გია კაზანჯიანი/ ოლიმპი/ ტომასი/ რიჩარდსონი/ ბლერი

ნუგზარ ჭეიშვილი/ თსუ/ ვუდსაიდი/ ბლერი/ შელბომი

კახა შენგელია/ სამედიცინო/ ვუდსაიდი/ კარტერი/ ბლერი

ირაკლი ხოშტარია/ დინამო/ვუდსაიდი/ კარტერი/ ტომასი

დავით უსტიაშვილი/ ქუთაისი/ ტომასი/ ვუდსაიდი/ მათიაშვილი

ზურაბ ტომარაძე/ სტუ/ ტომასი/ რიჩარდსონი/ ცინცაძე

მიხეილ კობეშავიძე/ ბათუმი/ ტომასი/ ბერიშვილი/ ცინცაძე

ვაჟა კვარაცხელია/ სოხუმი/ ვუდსაიდი/ ცინცაძე/ ფაცაცია

კოტე ტუღუში/ არმია/ ტომასი/ ვუდსაიდი/ რიჩარდსონი

მფრინავი ფანტომასი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა