საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელარუსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მინსკში იკრიბება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრება დაიწყო. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ჯერ ავსტრიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და თურქეთის ეროვნული გუნდების მატჩს დაესწრო, ამჟამად კი ხორვატიაშია და ელიტრაუნდში მოასპარეზე 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებს აკვირდება.

ამასობაში გუნდი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტების, ზაურ სვანაძისა და გელა ინალიშვილის ხელმძღვანელობით ემზადება. მეკარეებს დავით გვარამაძე ამზადებს. უფრო სწორად, 29 მაისს მხოლოდ ცხინვალის "სპარტაკის" მეკარეს გიორგი ნადირაძეს ავარჯიშებდა, რადგან გამოძახებულებიდან ორი ჯერ შეკრებაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს: დავით ლეგაშვილი ხორვატიაშია, გიორგი ბეგაშვილი კი სუპერთასის მატჩის ჩასატარებლად "გაგრაში" დარჩა და ნაკრებს მატჩის შემდეგ შეუერთდება.

სუპერთასის გამო ორი დღით გუნდში დარჩა "გაგრას" ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილიც. ამჟამად შეკრებაზე მხოლოდ 15 მოთამაშეა.

"ალექსანდრე ჩივაძის არყოფნაში საწვრთნელ პროცესს ზაურ სვანაძე უძღვება და ყველაფერი ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობს. ეროვნულიდან ოქრიაშვილი და კვირკველია უკვე შემოგვიერთდნენ. ველაპარაკეთ ლევან ყენიას და ის გუნდთან ერთად იქნება. ლევან მჭედლიძის ამბავი კი ჯერ გასარკვევია, რადგან "ემპოლი" გადათამაშებაში მონაწილეობს და ჯერ ჩვენთვის უცნობია, გამოუშვებს თუ არა გუნდი.

სამწუხაროდ, "გაგრას" მცველი ლაშა კალანდაძე და პოლონური "იაგელონიას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე "ნორჩ დინამოელთან" გამართულ ტესტ-მატჩში დაშავდნენ და ნაკრებთან ერთად მათი წამოსვლა გამოირიცხა.

ახალგაზრდული ნაკრები ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით 30 მაისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეიკრიბება: თბილისში შეკრებილი მოთამაშეებიდან საუკეთესოებს მინსკში 19-წლამდელების რამდენიმე წევრი და ამჟამად გერმანიაში მყოფი ლევან ყენია დაემატებიან, ესტონეთში კი ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი შემოგვიერთდება.

კონკურენცია დიდია, ესტონეთში კი 18-კაციანი განაცხადი უნდა გვქონდეს და ამიტომ მინსკის შეხვედრის შემდეგ კიდევ ორ ფეხბურთელზე მოგვიწევს უარის თქმა", - ამბობს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გელა ინალიშვილი.

29 მაისს გუნდმა მორიგი ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც "ორკარა" ითამაშეს. ბოლოს თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი ეფექტურად, "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა, მაგრამ კუნთი დაეჭიმა. საბედნიეროდ, საშიში არაფერია და ის მინსკში ნაკრებთან ერთად გაემგზავრება.

შეკრებაზე მყოფი მოთამაშეებიდან თბილისში დატოვეს ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი", რუსეთი), ნიკა აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), ლაშა გვალია ("კოლხეთი", ფოთი), მიხეილ სარდალიშვილი ("გაგრა"). ალექსანდრე ჩივაძემ კი ის 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მინსკში, ბელარუსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შეკრებს.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა").

მცველები: გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი ("დინამო" თბილისი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი")

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო" თბილისი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ლევან ყენია (უგუნდო), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი).

თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა კუკავა ("ბაია", ზუგდიდი).

სრული შემადგენლობით მხოლოდ ბელარუსში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ალექსანდრე ჩივაძე: ლევან ყენია სანაკრებო სიაშია და თუ ჩამოვა, ითამაშებს

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

tijana513
ძმა იმიტო არ იყო რო 19 წლამდელებში იყო გამოძახებული ჭანტურია
WARNING!
ადმინ თუ წაიკითხავ იქნებ გაგვარკვიოთ, არც თქვენ და არც მსოფლიო სპორტმა არ დაწერა რატომ არ არის გიორგი ჭანტურია, იქნებ გაგვარკვიოთ!
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა