იტალიელმა ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე იყნოსეს, რომ "რომაში" ყველაფერი რიგზე ვერ იყო, თუმცა ასეთ კატასტროფულ სტარტს მაინც ცოტა თუ წარმოიდგენდა. "ჯალოროსის" თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რგოლებს შორის კავშირი მთლიანად დარღვეულია და შესაბამისად, გუნდური მექანიზმი მოშლილია.

იტალიელმა ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე იყნოსეს, რომ "რომაში" ყველაფერი რიგზე ვერ იყო, თუმცა ასეთ კატასტროფულ სტარტს მაინც ცოტა თუ წარმოიდგენდა. "ჯალოროსის" თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რგოლებს შორის კავშირი მთლიანად დარღვეულია და შესაბამისად, გუნდური მექანიზმი მოშლილია. კატასტროფულად გამოიყურება "რომას" უკანა ხაზი და ეს "ბოლონიასთან" შეხვედრაშიც დამტკიცდა - რომ აღარაფერი ვთქვათ "კალიარისთან" განცდილ გამანადგურებელ მარცხზე. კლაუდიო რანიერის მისამართით კრიტიკა დღითი დღე იზრდება, რასაც "ჯალოროსის" თავკაცი შემდეგნაირად პასუხობს:

"უნდა ვაღიარო, რომ გუნდში ყველაფერი მოშლილია და ჩვენი წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა, ყველაფერი გაცილებით მოკლე დროში გამოსწორდება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. ყველაფერი ჩვენს შრომისუნარიანობაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. მდგომარეობა მხოლოდ მაშინ შეიცვლება თუ დაცვაში თამაშს გავაუმჯობესებთ. როდესაც უკანა ხაზი ამდენ შეცდომას უშვებს, წარმოუდგენელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. "ბოლონიასთან" ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა და იმის მაგივრად, რომ დაგვეწყნარებინა თამაში, კიდევ უფრო მეტი აგრესიით შევუტიეთ მეტოქეს. მესმის, რომ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, ფეხბურთელებს სრული რეაბილიტაცია სურდათ, მაგრამ რა მივიღეთ ამ ყველაფრისგან, თავადაც ნახეთ. თამაშის რიტმზე კონტროლი არასდროს უნდა დავკარგოთ და ემოციებს არ უნდა ავყვეთ".

გუნდში ყველაფერი მოშლილია, ამაზე თვითონ რანიერი საუბრობს და რაც არ უნდა ოპტიმისტური განცხადებები გააკეთოს, ფაქტია, რომ ამდენი ხარვეზი მოკლე დროში ბოლომდე ვერ აღმოიფხვრება. ბევრის აზრით, "რომა" აქედანვე უნდა შეეშვას სკუდეტოზე ფიქრს და რეალისტური მიზანი დაისახოს - მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. კლაუდიო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება:

"სიმართლე გითხრათ, არანაირი მიზანი არ დაგვისახავს - ჩვენი ერთადერთი ამოცანაა თითოეულ შეხვედრაში სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ და დანარჩენს სეზონის ბოლოს შევიტყობთ. თუმცა, იმ აზრს ვერაფრით დავეთანხმები, რომ სკუდეტოს მოპოვება ჩვენს ძალებს აღემატება. აი ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა და ვეცდებით, ამაში ყველა დავარწმუნოთ. გახსოვთ ალბათ, ანალოგიური განწყობა იყო გასულ სეზონშიც, მაგრამ "ინტერს" კონკურენცია სწორედ ჩვენ გავუწიეთ. ეგ კი არა, ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ასე რომ, "რომას" ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე