ფორტუნისის ფორტუნა, კასპერის შანსი და სერია ბ-დან ევროზე
ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს ეძლევათ საშუალება, თავი კონტინენტის მთავარ ტურნირზე გამოიჩინონ.

ევრო 2012-იც საბოლოოდ დაკომპლექტდა, მაგრამ ისევე, როგორც ადრე, 16 გუნდის განაცხადში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთა პოლონეთ-უკრაინაში თამაშს ბევრი ვერ იფიქრებდა, მათ შორის, თავად ეს ფეხბურთელებიც...

უპირველესად, თვალში ევროპის ჩემპიონთა განაცხადი გეცემათ - პოლონეთში საწვრთნელ ბაზაზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩავა ფეხბურთელი, რომელსაც სულ ახლახან ჰქონდა ნაკრებში დებიუტი, 24 საათის შემდეგ კი მას მოულოდნელად განუცხადეს - ითამაშებ! ლაპარაკი ხუანფრანზეა. 25 მაისს 27 წლის ატლეტიკოელმა პირველად მოირგო ცხოვრებაში ნაკრების ფორმა. მარჯვენა მცველმა სერბეთთან ურიგოდ არ ითამაშა და 23-კაციან სიაშიც მოხვდა.

აქამდე ალვარო არბელოას სავარაუდო შემცვლელად "ბილბაოს" მარჯვენა მცველი ანდონი ირაოლა განიხილებოდა, მაგრამ ბედი უნდა ყველაფერს - ირაოლა სწორედ "ატლეტიკოსთან" მატჩში, ევროპალიგის ფინალში დაშავდა.

მართალია, ბასკი გამოჯანმრთელდა და ესპანეთის თასის ფინალშიც ითამაშა, მაგრამ ევრომატარებელი უკვე ჩავლილი იყო და მას ბოლო წამს ხუანფრანი მოახტა...

ალვარო ნეგრედოს სულაც არ დასჭირვებია გამართლების მოვლენათა ასეთი ჯაჭვი - სევილიელი, უბრალოდ, ვისენტე დელ ბოსკემ "ამოიჩემა" - ამტკიცებს, უფრო გუნდური ფეხბურთელია, ვიდრე ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი მეგოლე რობერტო სოლდადოო. შანსი არც ახალგაზრდა და მზარდ ფორვარდ ადრიან ლოპესს მიეცა.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ სერბეთთან მატჩში ნეგრედოზე პასიური ფეხბურთელი მოედანზე არ ყოფილა.

იმავე ჯგუფში, სადაც ესპანელები ითამაშებენ, იტალიის ნაკრებიცაა. "სკუადრა აძურას" 23-კაციან შემადგენლობაშიც ნახავთ საოცრებებს - მაგალითად, "ტორინოს" ანჯელო ოგბონა, ნიგერიული წარმოშობის მცველი. ოგბონა სერია ბ-დან პირდაპირ ევრო 2012-ზე მოხვდა.

ემანუელე ჯაკერინის ჯერ ერთხელაც არ უთამაშია მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონთა რიგებში. მეტიც, ჯაკერინიმ თავი ჯერ "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ ევროზე კი მიდის და...

ჩეხთა ნახევარმცველმა ვლადიმირ დარიდამ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ერთ კონკრეტულ მატჩში თავის გამოჩენით დაიბევა.

პლზენის "ვიქტორიას" 21 წლის ფეხბურთელმა როსიცკის ტრავმით ისარგებლა და ისრაელთან ამხანაგურ მატჩში მაგრად ითამაშა. "ის არ ჰგავდა დებიუტანტს, არამედ გამოცდილ ფეხბურთელს საერთაშორისო დონეზე", - თქვა ჩეხთა თავკაცმა მიხალ ბილეკმა და დარიდა 23-კაციან სიაში ჩასვა.

ვილფრედ ბოუმას უკვე 35-ეჯერ უთამაშია "ფორთოხლისფერებში", მაგრამ მან ბოლოს ჰოლანდიის ნაკრების მაისურა 2008 წელს მოირგო. ევროზე ბოუმას აღარავინ ელოდა, მაგრამ ვან მარვიიკმა სხვანაირად განსაჯა.

საინტერესოა, უგო ვიანას დაბრუნებაც პორტუგალიის ნაკრებში - ამ მოხეტიალე ნახევარმცველს 2007 წლის მერე არ უთამაშია ეროვნულ გუნდში. "გრანადას" პლეიმეიქერმა კარლუშ მარტინშმა ტრავმა მიიღო და ვიანაც გაახსენდათ.

პაულუ ბენტუმ ახალგაზრდა ნელსონ ოლივეირაც შეიყვანა სიაში. არადა, ამ ფორვარდს "ბენფიკაში" 12 მატჩი აქვს ჩატარებული და1 ეროვნულ ნაკრებში. სულ ეს არის ოლივეირას გამოცდილება დიდებში.

საბერძნეთში გამოცდილ მცველ ალექსანდროს ციოლისს 19 წლის კოსტას ფორტუნისი ამჯობინეს, რომელსაც ჯერ ნაკრებში კეპი არა აქვს. ვერაფერს ვიტყვით, ფორტუნისს ფორტუნა უღიმის...

დანიის ნაკრებში უკანასკნელ წამს მოხვდა დიდი მეკარის, პეტერის ვაჟი კასპერ შმეიხელი - გუნდის ძირითადმა გოლკიპერმა სორენსენმა ტრავმა მიიღო და მისი ადგილი კასპერს ერგო - დანიელთა ნომერი 1 კვლავ შმეიხელია. სიმბოლურია!

1992 წელს ასე შემთხვევით მოხვედრილი მამა პეტერი (იუგოსლავიის ნაკრები არ დაუშვეს ტურნირზე) ევროპის ჩემპიონი გახდა, რას იზამს შვილი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

i t a
4 - გზის არიან და არა 3 - გზის!
vladkvita
"ემანუელე ჯაკერინის ჯერ ერთხელაც არ უთამაშია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონთა რიგებში. მეტიც, ჯაკერინიმ თავი ჯერ "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ ევროზე კი მიდის და..." - შეასწორეთ "3-გზის"!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა