368 ფეხბურთელი, რომლებმაც ევრო 2012-ის ისტორია უნდა დაწერონ
მაშ ასე, 30 მაისს შემოგთავაზეთ იმ 368 ფეხბურთელის სია, რომელთაც ევრო 2012-ის ისტორია უნდა დაწერონ. გადავხედოთ ამ სიას სხვა კუთხით...

კეპები

ეროვნულ ნაკრებში თამაშების რაოდენობით ჰოლანდიას ყველაზე გამოცდილი გუნდი ჰყავს - საშუალოდ 42 თამაში ნაკრებში.

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ნაკრების მაისურა 94-ჯერ მოირგო. საფრანგეთი და პოლონეთი კი ყველაზე გამოუცდელია - 21 თამაში ნაკრებში. ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ევრო 2012-ზე იკერ კასილიასი იქნება - 129 მატჩი ნაკრებში (წუხანდელის ჩაუთვლელად).

სიმაღლე

სიმაღლეში გერმანელებს უპირატესობა ექნებათ, სანამ ისინი ხორვატიის ნაკრებს არ შეხვდებიან. ორივე გუნდის საშუალო სიმაღლე 185 სანტიმეტრია. ევროზე ყველაზე მაღალი შვედების მეკარე ანდრეას ისაკსონი იქნება - 199 სმ.

გოლები

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელებმა 37 გოლი გაიტანეს, ბერძნებს კი საგზურის მოსაპოვებლად 14 გოლის გატანა (აქედან 6 მცველების ანგარიშზეა!) ეყოთ. კლაას-იან ჰუნტელაარმა 12 გოლი გაიტანა, მეორე ადგილზე მიროსლავ კლოზეა 9 გოლით.

ასაკი

იტალიის, რუსეთის, შვედეთის და ირლანდიის ნაკრებთა საშუალო ასაკი 28 წელია, გერმანიის ნაკრები ყველაზე ახალგაზრდულია - 24 წელი საშუალოდ.

37 წლის ბერძენი გოლკიპერი კოსტას ქალკიასი ყველაზე ასაკოვანია ტურნირზე. ჰოლანდიელი იეტრო ვილემსი ყველაზე ახალგაზრდაა (18 წლის). თუ 1 წუთი მაინც ითამაშა, იეტრო ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. ახლა რეკორდი ბელგიელ ენცო შიფოს ეკუთვნის - 18 წელი და 115 დღე.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა