სკანდალურად ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს ალიმენტების გადაუხდელობის გამო 104 საათით იძულებითი სამუშაოები მიესაჯა
სკანდალურად ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს დენის როდმანს ალიმენტების გადაუხდელობის გამო 104 საათით იძულებითი სამუშაოები მიესაჯა. ასევე, როდმანს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს.

"დეტროიტისა" და "ჩიკაგოს" ყოფილ კალათბურთელს თავისი ყოფილი მეუღლის - მიშელის ვალი დაუგროვდა.

ეს არის 800 ათასი დოლარი, რაც მათი ორი შვილის შესანახად იყო საჭირო. სასამართლო პროცესის დროს კალათბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას, უბრალოდ, არ აქვს ალიმენტების გადასახდელი ფული.

51 წლის როდმანის თქმით, მას დღემდე უწევს აზიასა და ევროპაში საჩვენებელ მატჩებში მონაწილეობა იმისთვის, რომ საარსებო ფული გამოიმუშავოს.

ამასთან, როდმანმა აღნიშნა, რომ მეუღლეზე გაბრაზებული არ არის იმის გამო, რომ მან სასამართლოში იჩივლა. კალათბურთელის თქმით, გამოსასწორებელი სამუშაოები არ იქნება მისთვის დიდი პრობლემა.

დენისმა და მიშელმა 1999 წელს გაიცნეს ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი დი ჯეი, 2001 წელს კი გაჩნდა ქალიშვილი ტრინიტი. დენისმა და მიშელმა 2003 წელს იქორწინეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სპორტსმენის მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.

NBA-ში როდმანი "დეტროიტის", "სან ანტონიოს", "ჩიკაგოს", "ლეიკერსისა" და "დალასის" რიგებში თამაშობდა. ის ხუთჯერ იყო ასოციაციის ჩემპიონი - ორჯერ "პისტონზისა" და სამჯერ "ბულზის" შემადგენლობაში. 2011 წელს როდმანი NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კარიერის მსვლელობისას და სპორტიდან წასვლის შემდეგაც როდმანს არაერთხელ ჰქონდა საქმე სასამართლოში, მათ შორის, გაუპატიურების ბრალდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა