განვლილ შეჯიბრებასა და მომავლის გეგმებზე "არმიას" მთავარი მწვრთნელი საუბრობს
რაგბის კლუბ "არმიას" დაარსებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ცხადია, დრო ბევრი არ არის. თუმცა არმიელებმა ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაში გაიმარჯვეს.

შარშან გუნდმა საქართველოს ჩემოპიონობისა და თასის მოპოვებასთან ერთად, შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატიც მოიგო.

ახლახან კი გაზაფხულის ტურნირი დასრულდა, სადაც ისევ "არმიამ" იპირველა. განვლილ შეჯიბრებასა და მომავლის გეგმებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს ნიკოლოზ ჭავჭავაძეს ვესაუბრეთ.

- შარშანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ზამთარში "არმიას" შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა. შვიდი ახალი მოთამაშე დაგვემატა და ამიტომ, გზაფხულის ტურნირი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, საცდელი ეტაპი ჩვენი გუნდისთვის. ვაკვირდებოდით ცალკეულ მორაგბეებს.

- გაზაფხულის ტურნირს ყველა გუნდი ჩემპიონატსითვის მოსამზადებლად იყენებდა. როგორ ფიქრობთ, ნაყოფიერად გამოიყენეთ თქვენ ეს შეჯიბრება?

- ცხადია, გარკვეული ხარვეზები დავინახეთ გუნდის თამაშში, რომლის გამოსწორებაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დროში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გუნდმა სრულყოფილად ვერ შეასრულა ტაქტიკური მონახაზი. ამას, ცხადია, თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

ვერაფრით მოვახერხეთ ვარჯიშებზე გუნდის სრული შემადგენლობის თავმოყრა. საწვრთნელი პროცესი არასრულფასოვნად მიმდინარეობდა.

ჩვენი შვიდი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული და მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე საასპრეზოდ ემზადება.

მათ ნაკრებიდან მხოლოდ კაპიტნის ვარჯიშისას უშვებდნენ. ამასთან ერთად, ჩვენი რამდენიმე მოთამაშე იყო მივლინებული საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში. კვირაში ორჯერ კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრების წევრებს კრიბავდა და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ავარჯიშებდა.

მათ შორის, ცხადია, არმიელებიც იყვნენ. და კიდევ, საქართველოს A ნაკრებში ბრიტანულ ტურნეში ჩვენმა ათმა მორაგბემ ითამაშა. სწორედ ამის ბრალია, რომ გუნდი ვერაფრით დალაგდა, ვერ შეიკრა და სათანადო დონის რაგბი ვერ აჩვენა.

- თქვით, რომ გუნდის თამაშში გარკვეული ხარვეზები შენიშნეთ, ხომ ვერ გვეტყვით, რას გულისხმობდით?

- განსაკუთრებით ფინალურ მატჩში გამოჩნდა ტექნიკური წუნი, რის გამოც გამარჯვების მიღწევა გაგვიჭირდა.

ფინალს ზოგადად გუნდი ხასითით იგებს და ჩვენც სწორედ ბოლომდე მებრძოლი სულის წყალობით გავიმარჯვეთ. ჩვენი თამაში კი, რასაც შარშანდელ ჩემპიონატში ვაჩვენებდით, სწრაფი და ლაღი რაგბობა არსად ჩანდა. ამას აუცილებლად გამოვასწორებთ და სექტემბრიდან ისევ ძველებურ "არმიას" იხილავთ.

- "არმიას" საკამოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს, თუმცა ტრავმირებული წამყვანი მოთამაშეების არყოფნა გუნდს აშკარად დაეტყო. აქვე იქნებ ისიც გვითხრათ, მომავალი სეზონისთვის ვინ დაგაკლდებათ?

- ტრავმების გამო, მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაგვაკლდნენ. სერიოზულად დაშავდა მგეზავი გიორგი ელიზბარაშვილი. ტრავმა მიიღო და ფინალში ვერ ითამაშა გუნდის კაპიტანმა ლაშა თავართქილაძემ. გარემარბ გიორგი შკინინს კი შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.

გუნდიდან წასვლას კი არავინ აპირებს. მესამეხაზელი ბექა ბიწაძე "ბრივთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ ჯერ გარკვეული არაფერია. ხვიჩა ბუჯიაშვილი კი "ტულონში" იმყოფებოდა გასინჯვაზე და იქიდანაც პასუხი არ გვაქვს.

- წასვლით არავინ მიდის, მაგრამ ახალ მოთამაშეებს, ალბათ, მაინც დაიმატებთ...

- დიახ, გვინდა ახალი მოთამაშეების დამატება. მაგრამ ამჯერად ბევრს არ მოვიწვევთ. ვფოქრობთ, საფრანგეთში მოთამაშე ორი ლეგიონერი დავაბრუნოთ. უფრო მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- წლეულს "არმიამ" გუნდები ჭაბუკთა A და B ლიგაშიც გამოიყვანა საასპარეზოდ...

- ვფიქრობთ, ეს აუცილებელი იყო, რათა "არმიას" საკუთარი სკოლიდან ჰქონდეს შევსება და სხვა გუნდებიდან არ გვიწევდეს მუდმივად მოთამაშეების მოწვევა. ჩვენი ჭაბუკთა გუნდების თამაშით კმაყოფილები ვართ. B ლიგაში "არმია" ლიდერია, A ლიგაში შედეგი ცოტა უარესი გავქვს, თუმცა საპრიზო ადგილებისთვის მაინც ვიბრძვით.

ჭაბუკთა გუნდების ვარჯიშებს ხშირად ვესწრებით და ვცდილობთ ცხრა და ათ ნომრებზე მოთამაშე მორაგბეებს მეტი ყურადღება მივაქციოთ, რადგან ამ ამპლუაში ქართულ რაგბის სერიოზული პრობლემები აქვს.

- როგორ მდგომარეობაშია კლუბის ინფრასტრუქტურა?

- ჯერჯერობით საკუთარი სავარჯიშო და სათამაშო მოედანი არ გაგვაჩნია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება. ამჟამად კი "ავჭალის სარაგბო სტადიონის" სწვრთნელ კომპლექსს ვქირაობთ და ყველანაირ მზადებას იქ გავდივართ.

ავჭალაში შესანიშნავი პირობებია, მოედნის გარდა აქ თანამედროვე ტიპის ძალოსნობის დარბაზიცაა. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე, ეს პრობლემა მოგვარებულია.

- გაზაფხულის ტურნირის წინ "არმია" თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ემზადებოდა. ამჯერადაც ხომ არ აპირებთ საწვრთნელ შეკრებას უცხოეთში?

- თავდაპირველად მზადებას საქართველოში დავიწყებთ. უმთავრესად ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ვიმუშავებთ.

მეორე საწვრთნელ შეკრებას კი, რომელიც ძირითადად უშუალოდ თამაშს დაეთმობა, საზღვარგარეთ გავმართავთ.

სამი ვარიანტი გვაქვს, რუმინეთი, ინგლისი და იტალია. ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კარგი საწვრთნელი პირობების გარდა, გვინდა ორი მატჩი გავმართოთ მაღალი დონის გუნდებთან. ეს უმთავრესი პირობაა. ასეთი თამაშები, ვფიქრობთ, "არმიას" დიდად წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა