იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი ძალაში შედის და ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება
გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი ძალაში შედის და ყოველდღიურად, ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება.

ბუფონი ბრალდებამ აღაშფოთა

სამართალდამცავი ორგანოები ჯანლუიჯი ბუფონს გადაწვდნენ და ქვეყნის ნომერი პირველი კიპერის სახლი გაჩხრიკეს.

გავრცელდა ცნობა, რომ ჯიჯი ტოტალიზატორის აქტიური მომხმარებელია და წლების განმავლობაში, ფსონებს ფარულად დებდა... კულუარული ინფორმაციით, ბუფონს დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო აქვს მოგებული და ამ თანხების დიდი ნაწილი სწორედ "იუვენტუსის" თამაშების შედეგად აქვს მოგებული.

ჯერჯერობით, ჯიჯი არ დაუკითხავთ და ეჭვმიტანილის სტატუსი არ აქვს, მაგრამ სახლი რომ გაუჩხრიკეს, ეს მის მიმართ გაჩენილი ეჭვების ნათელი დადასტურებაა.

ბუფონმა ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და შემდეგი განაცხადა:

"იტალიურ ფეხბურთში რომ ბევრი სიბინძურე ხდება, ეს გასაგებია და კორუფციასთან რომ ბრძოლაა საჭირო, ესეც ცხადზე ცხადია... მაგრამ, ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ყველანაირ საზღვარს სცილდება.

სახლი ისე გამიჩხრიკეს, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს კანონის ფარგლებში ჯდება, ძალიან ცდება.

ამბობენ, რომ 1.5 მილიონი ევრო მაქვს ტოტალიზატორზე თამაშის გზით მოგებული, მაგრამ ეს იმდენად დიდი სისულელეა, რომ არაფრის ახსნას არ ვაპირებ.

გავიგე, "ლეჩესთან" შეხვედრაში შეცდომა მხოლოდ იმიტომ დავუშვი, რომ ფსონი ფრეზე მქონდა გაკეთებული... ვინც ასე ფიქრობს, ფსიქიკასთან სერიოზული პრობლემები აქვს და ჯობია, რომ იმკურნალოს.

საერთოდ, კარგი იქნება თუ სამართალდამცავი ორგანოები უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავენ და იქამდე არ გაუტეხენ ადამიანს სახელს, ვიდრე მისი დანაშაული დამტკიცდება.

დომენიკო კრიშიტომ მისი ეჭვმიტანილად გამოცხადების შესახებ პრესის მეშვეობით გაიგო და საბოლოოდ, შეკრების დატოვება მოუხდა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ დომენიკო უდანაშაულოა - ეს მალე დამტკიცდება, მაგრამ დროს ხომ უკან ვეღარ დავაბრუნებთ; კრიშიტო ევროპის ჩემპიონატს ტოვებს და ვინ იქნება შემდეგ ამაზე პასუხისმგებელი? - იმედია, სამომავლოდ მაინც, ადამიანების ღირსებას მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით".

მინუს ქულები

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი, ანუ "კალჩოპოლი 2" მრავალი მიმართულებით ვითარდება და ყველაფრის დეტალურად აღწერა-გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, ხშირად ფაქტების კონსტატაცია გვიწევს და ამჯერადაც, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ...

მოკლედ, სერია A-ს 2012/2013 წლების სეზონს "ატალანტა" მინუს 2 ქულით დაიწყებს, რადგან გამოძიების მსვლელობისას ბერგამოულ კლუბს ახალი ბრალეულობები დაუმტკიცდა;

შეგახსენებთ, რომ "ატალანტამ" განვლილი სეზონი მინუს ექვსი ქულით დაიწყო და მაშინ, გუნდის კაპიტანი კრიასტიანო დონი 2 წლით დააპატიმრეს. ამჯერად, ბერგამოელებს მხოლოდ ორი ქულა ჩამოაკლდებათ, მაგრამ გამოძიება გრძელდება და ვინ იცის, იქნებ ექვსიც გახდეს და მეტიც...

დაისაჯნენ სერია B-ს გუნდებიც: "ასკოლი" მინუს ერთი ქულით დაიწყებს ახალ სეზონს, "მოდენას" ორი ქულა ექნება ამოსაქაჩი, "გროსეტოს"კი სულაც ექვსი.

ამბობენ, რომ ქულების დაკლების პროცესი გაგრძელდება და არც ისაა გამორიცხული, რომელიმე, ან რამდენიმე გუნდმა რანგით დაბალ დივიზიონში ამოჰყოს თავი.

პრანდელის სენსაციური განცხადება

1 ივნისს, გვიან საღამოს კი ჩეზარე პრანდელიმ სრულიად საფეხბურთო იტალია დაზაფრა; მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, მზადაა გუნდი მოხსნას ევროპის ჩემპიონატიდან - უმჯობესია, სიტყვა თავად ჩეზარეს გადავცეთ:

"ძალიან კარგად ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს ელოდება, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ.

თუ კი ეს იტალიურ ფეხბურთს წაადგება, მზად ვართ მოვხსნათ ჩვენი გუნდი გათამაშებიდან. ეს დიდი დარტყმა იქნება ჩემთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამ მსხვერპლზეც წავალ.

თუმცა, დღესდღეობით ასე არ დგას საკითხი და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ სამზადისს. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ დავუჭირო მხარი კორუფციასთან ბრძოლას და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მოთამაშეს მოვკვეთ ნაკრებიდან, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ.

ჯანლუიჯი ბუფონი? - ის ბრწყინვალე ადამიანია, რომელიც სამაგალითოდ მიმაჩნია არა მარტო მოედანზე, მის მიღმაც. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბუფონმა თამაშების გარიგებაში მიიღო მონაწილეობა და ფსონებს აკეთებდა საკუთარი გუნდის საწინააღმდეგოდ, ან გნებავთ სასარგებლოდ.

დარწმუნებული ვარ, ჯიჯის უდანაშაულობა მალე დამტკიცდება".

პრანდელი: თუ საჭიროა, ევროპაზე არ ვითამაშებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Chesco
პრადელი გიჟი ხოარაა ტო...
Kandooo
მაგარი უაზრობააა, იუვენტუსსაც აქვს ჩამოსაკლები ქულები, მაგრამ რას ვიზამთ... ამის გამო არ ღირს ეურო 2012 გამოოვება...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა