მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ესპანელი პილოტი ისევ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფორმულელია
"ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო მიიჩნევს, რომ ფორმულა 1 ლატარიას დაემსგავსა და შეიძლება დაკარგოს თავისი ავტორიტეტი.

ასეთი აზრი გამოთქვა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა CNN-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

"ფანტასტიკურ, მაგრამ არაპროგნოზირებად სეზონს ვატარებთ. ყველა, ვინც თვალს ადევნებს ჩემპიონატს, ყოველ რბოლაში სიურპრიზის მოწმე ხდება. ეს დადებითად მოქმედებს სპორტისადმი ინტერესზე და ახალ მაყურებელს იზიდავს ტელეეკრანებთან.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ შეიძლება ავტორიტეტი დავკარგოთ. არ უნდა დაიკარგოს ის მომენტი, რომ რბოლებს იგებენ საუკეთესო გუნდები, საუკეთესო პილოტები და საუკეთესო ტაქტიკოსები. დღეს კი საქმეში ნაკლებად ჩახედულ გულშემატკივარს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი შეიძლება პირველი გახდეს.

ნიჭს, გუნდს, პილოტის სპორტულ ფორმას მნიშვნელობა აღარ აქვს - რბოლა ლატარია გახდა. ფორმულა 1-ში წარმატება შემთხვევით არ მოდის.

საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ვინმემ მოიგო ეტაპი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ის რაღაცით იყო სხვებზე უკეთესი. ჩემი აზრით, ბევრს ეს არ ესმის", - ამბობს ესპანელი პილოტი.

ექვსი ეტაპის შემდეგ ფერნანდო ალონსო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერია. როგორც ესპანელი აღიარებს, ის სეზონის სტარტზე ასეთ შედეგს არ ელოდა.

"სეზონის დასაწყისში უკმაყოფილო ვიყავით მანქანით, - აგრძელებს ალონსო. - მისი ტემპი არ პასუხობდა ჩვენს მოლოდინს და გუნდი ცდილობდა მაქსიმალურად მოკლე დროში გამოესწორებინა მდგომარეობა. ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა კარგად იმუშავა და ახლა სასიამოვნოა, რომ ასეთი წარმატება გვაქვს და ამდენი ქულა დავაგროვეთ.

თუმცა უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის F2012 არასაკმარისად სწრაფია. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ "ფერარი" - ძლიერი გუნდია და ყველაფერს მოვაგვარებთ".

ჭორების თანახმად, 2014 წელს "ფერარიში" შეიძლება გადავიდეს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. ამ ინფორმაციის კომენტირებისას ფერნანდომ გაიხსენა, რომ მასაც მუდმივად ამგზავრებდნენ "სკუდერიაში".

"ეს მხოლოდ ჭორებია. ყოველ წელს ამბობენ, რომ ვიღაც "ფერარიში" გადადის. ასეთ სიტუაციაში თავად ვიყავი რამდენიმე წლის წინ, როცა "რენოს" რიგებში ვირიცხებოდი. მუდმივად გაიძახოდნენ იმას, რომ ალონსო "ფერარიში" გადადიოდა. და მეც მუდმივად მიწევდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა", - აცხადებს ჩემპიონატის ლიდერი.

ფერნანდო ალონსოს იმედი აქვს, რომ მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ის შეძლებს "ფერარის" რიგებში თავისი პირველი ტიტულის მოპოვებას.

"სიტუაცია რთულია და ჯერ არაფერი არ არის გარკვეული, - ამბობს ესპანელი. - ჩემპიონატში ძალიან მჭიდრო ბრძოლაა გაჩაღებული. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ერთი მანქანის დომინირებას ვუყურებდით, მაგრამ ახლა, სიტუაცია შეიცვალა. ვფიქრობ, ტიტულზე პრეტენდენტთა რიცხვში ჩვენც ვიქნებით. არ ვიცი, გავხდებით თუ არა ჩემპიონები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო რბოლამდე შანსი გვექნება".

ამასობაში, ბიზნეს-გამოცემა Business Book-მა 2012 წელს ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასები გამოაქვეყნა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტომრბოლი ფერნანდო ალონსოა - ესპანელის ხელფასი, სასპონსორო ჰონორარების გაუთვალისწინებლად, 30 მილიონ ევროს შეადგენს.

თითქმის ორჯერ ნაკლები შემოსავალი აქვთ "მაკლარენის" პილოტებს - ლუის ჰემილტონსა და ჯენსონ ბატონს - 16-16 მილიონი ევრო წელიწადში.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სებასტიან ფეტელის ხელფასი 10 მილიონი ევროა.

ცხრილში მოყვანილი რიცხვები ბოლომდე დაზუსტებული არ არის:

ფერნანდო ალონსო 30

ლუის ჰემილტონი 16

ჯენსონ ბატონი 16

სებასტიან ფეტელი 10

მარკ უებერი 10

ფელიპე მასა 10

ნიკო როსბერგი 10

მიხაელ შუმახერი 8

ჰეიკი კოვალაინენი 5

კიმი რაიკონენი 4

ტიმო გლოკი 3

კამუი კობაიაში 1

რომენ გროსჟანი 1

ნიკო ჰიულკენბერგი 0,5

სერხიო პერესი 0,5

პედრო დე ლა როსა 0,5

ვიტალი პეტროვი 0,5

ჟან-ერიკ ვერნი 0,4

დანიელ რიკარდო 0,4

პასტორ მალდონადო 0,4

ბრუნო სენა 0,25

ნარაიან კართიკეიანი 0,25

პოლ დი რესტა 0,2

შარლ პიკი 0,15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
იმედი დაუფასდება გარჯა და წელს ტიტულს მოიგებს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა