კიევის "არსენალის" თავკაცმა ლეონიდ კუჩუკმა თავისი გუნდის ლიდერებზე საუბრისას ქართველი გამოარჩია
2007 წელს დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" სანდრო კობახიძის ტრანსფერში თბილისის "დინამოს" 800 ათასი დოლარი გადაუხადა.

გაჩნდა იმედი, რომ ამ ხმაურიანი გარიგების გმირი უკრაინის ჩემპიონატშიც გამოიჩენდა თავს. მაგრამ ასე არ მოხდა: "დნიპროსა" და კრივოი როგის "კრივბასში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი აშკარად ჩაიკარგა.

თუმცა, კიევის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი ერთად-ერთი მწვრთნელი აღმოჩნდა უკრაინაში, ვინც ამ ქვეყნისთვის უცხო სტილით მოთამაშე ქართველი აათამაშა და საუკეთესო თვისებები გამოავლენინა.

კუჩუკმა კობახიძის ფასი ყველას აჩვენა - 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვნად განაპირობა კიევის "არსენალის" წარმატება.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "არსენალი" ევროპის ლიგაზე ითამაშებს. სანდრო არაერთხელ მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში, აპრილში კი ცნობილმა რუსულმა გამოცემამ "სპორტ-ექსპრესმა" პოსტსაბჭოეთის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მე-6 ადგილზე დაასახელა.

უკრაინაში სეზონის დასრულების შემდეგ კიევის "არსენალის" დამრიგებელი საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს - კუჩუკმა ქვეყნის ჩემპიონ დონეცკის "შახტარის" თავკაცს მირჩა ლუჩესკუს გაასწრო, რადგან უკრაინელთა შეფასებით, კლუბის პროგრესი თვალშისაცემია.

უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან" მიცემულ ინტერვიუში კუჩუკმა გუნდის ლიდერებზე ილაპარაკა, სანდრო კი განსაკუთრებით გამოარჩია:

"ჩვენ შეტევაში გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავდა. ეს როლი ცალკეულ მატჩებში სხვადასხვა მოთამაშეებმა შეასრულეს - სიმონეკომ, შაცკიხმა, ფლორესკუმ, კოვპაკმა.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს სანდრო კობახიძე. ის თავისებური მოთამაშეა, რომელიც იმპულსურად და აგრესიულად მოქმედებს. ჩანდა, რომ სანდრო საკუთარი პროფესიული უნარის დამტკიცებას ცდილობდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა