"ლივერპულის" საქმეები მოედანზეც ცუდათ არის და ბანკებშიც...
"ლივერპული" რომ პრემიერლიგის ცხრილში მისთვის შეუფერებელ მეთექვსმეტე ადგილზეა "ვულვერჰემპტონსა" და "სტოკ სიტის" შორის, რად უნდა ლაპარაკი. მერსისაიდელთა გუნდი ვერა და ვერ პოულობს წარმატებული თამაშის რეცეპტს და ამას ფეხბურთელის დემარშიც დაემატა: 25 წლის დანიელმა მცველმა დანიელ აგერმა მწვრთნელის როი ჰოჯსონის წინააღმდეგ ამოიღო ხმა. მიმომხილველები შიშობენ, რომ ამ მაგალითს შეიძლება სხვა მოთამაშეებმაც მიბაძონ და მაშინ "წითლების" საქმე მთლად ცუდად წავა.

აგერმა, კერძოდ, ჰოჯსონს სტრატეგია დაუწუნა. დანიელის თქმით, ლივერპულელ მცველებს ახლა გრძელი პასების გადაწოდება ევალებათ მას კი ამ დავალების შესრულება არ სურს, რადგან ფეხბურთი სადაც მოთამაშეს ბურთი მალე უნდა მოიშოროს თავიდან არ უყვარს. აგერმა ეს ყველაფერი სამშობლოში, დანიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

"მწვრთნელს უნდა, რომ ჩვენ მოედნის წინა ნახევარში ვითამაშოთ და ამისათვის მთელი სისტემა გადააწყო. მცველებს ახლა სულ სხვა რაღაცის კეთება გვევალება, ეს კი ჩემი ფეხბურთი არ არის. მე სხვა ტიპის მოთამაშე ვარ, ბურთის ფლობა მიყვარს. რა გამოვა ამ საქმიდან, დამტოვებს ჰოჯსონი გუნდში თუ აღარ მათამაშებს, გამოჩნდება.

მესმის, რომ სანამ გუნდში ვარ სხვანაირად თამაში უნდა ვცადო. მეორე მხრივ, ვიმეორებ, რომ ყოველ ჯერზე ბურთის მიღებისთანავე მოშორება ძალიან გამიჭირდება, ეს ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება. ჩემი შანსისთვის რასაკვირველია, ვიბრძოლებ. ყველა ღონეს ვიხმარ, რადგან კარგად მესმის, რომ დიდ კლუბს წარმოვადგენ და იმედი მაქვს, რომ ჩემს დამოკიდებულებას ჰოჯსონიც გრძნობს.

საერთოდ, ფეხბურთში ასეა, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს მოთამაშე კი უნდა დაემორჩილოს. ფეხბურთელი ვალდებულია თავისი სტილი მის მოთხოვნებს შეუხამოს. ამიტომაც იძულებული ვარ ჰიჯსონის ფილოსოფია გავითვალისწინო და ისე ვითამაშო, მაგრამ ამის გაკეთება მიჭირს~.

ალბათ, სწორედ ამ შეუთავსებლობით გახლდათ გაპირობებული ის, რომ კვირას "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში აგერი მოედანზე არ იყო. ჰოჯსონმა მის ნაცვლად მარტინ შკრტელი ათამაშა. ახლა ამას ეს კრიტიკული შენიშვნებიც დაემატა და ძალიან საინტერესოა, რით უპასუხებს დანიელს მერსისაიდელთა თავკაცი. მეორე მხრივ კი მას თავად აკრიტიკებენ. მეოთხე ტურში, ბირმიბგემში "ლივერპულმა" ძალიან უსახურად ითამაშა, ცხრილში შეუფერებელ ადგილზე თავშივე მოგახსენეთ...

და შემოქმედებით პრობლემებს ფინანსურიც ემატება. ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულის" ამერიკელ მეპატრონეს ტომ ჰიკსს დიდი ბიზნეს გეგმა ჩაეშალა. კერძოდ, მერსისაიდულ კლუბს "შოტლანდიის სამეფო ბანკისთვის" 11 ოქტომბრამდე არც მეტი არც ნაკლები 237 მილიონი ფუნტი ანუ 369,621 მილიონი დოლარი აქვს დასაბრუნებელი. ამისათვის ჰიკსი მსხვილ ამერიკულ კომპანიასთან "ბლექსტოუნთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გარიგება 280 მილიონ ფუნტზე (436,683 მილიონი დოლარი) უნდა შემდგარიყო, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ამ საქმეს კარგი პირი აღარ უჩანს.

ნიშნავს ეს იმას, რომ "ლივერპულში" ჰიკსის რეჟიმს ბოლო დღეები უდგას? ამ კითხვაზე პასუხს დაბეჯითებით ვერავინ გასცემს, რადგან შესაძლოა "შოტლანდიის სამეფო ბანკმა" თანხის დაფარვის ვადა შესაბამისი პირობებით გადაწიოს და ამერიკელს, რომელიც მერსისაიდელ ქომაგს მაინცდამაინც არასდროს ჰყვარებია, კლუბის მყიდველის პოვნის საშულება მისცეს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა