იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის ნაკრებთან (0:3) მარცხის შემდეგ ამ მატჩის შესახებ ისაუბრა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ რუსეთის ნაკრებთან (0:3) მარცხის შემდეგ ამ მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ამ დამარცხებამ მიწაზე უნდა დაგვაბრუნოს. რუსეთი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადაა, ჩვენი კი არა. დროც ცოტა დაგვრჩა, ამიტომ ის ძალიან კარგად უნდა გამოვიყენოთ, რათა ტურნირის პირველ შეხვედრას მომზადებულები შევხვდეთ.

გასაგებია, რომ ასეთი მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის თამაშში რაიმე დადებითის აღმოჩენა რთულია, თუმცა ფიზიკურად კარგად მომზადებული რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. ამას გარდა, მეორე ტაიმის დასაწყისში ინიციატივა ჩვენს ხელში იყო, გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა.

თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი გაქრა. ახლა უნდა გავარკვიოთ ეს მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემის გამო წავაგეთ, თუ ფიზიკურის. ყველა მოთამაშე იმედგაცრუებულია, მაგრამ ვისაუბრეთ და იმ აზრზე მივედით, რომ უკეთესია ახლა წავაგოთ, ვიდრე შემდეგ. ახლა ხომ მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

რაც შეეხება გარიგებული მატჩების სკანდალთან დაკავშირებით გამეფებულ ატმოსფეროში მუშაობას, რთულია, მაგრამ იტალიაში მალე ყველა მხოლოდ ფეხბურთზე ილაპარაკებს. აი, ნახავთ", - განაცხადა პრანდელიმ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა