"ლივერპულის" ახალი მთავარი მწვრთნელი მერსისაიდელთა წინადადებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც კლუბმა უარი თქვა სპორტული დირექტორის პოსტზე ლუი ვან გაალის დანიშვნაზე

როგორც ირკვევა, "ლივერპულის" ახალი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მერსისაიდელთა წინადადებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც კლუბმა უარი თქვა სპორტული დირექტორის პოსტზე ლუი ვან გაალის დანიშვნაზე.

ამ თანამდებობას, როგორც ჩანს, თავად ჩრდილოირლანდიელი შეითავსებს. ასე რომ, 39 წლის სპეციალისტი გუნდის სრულფასოვანი მენეჯერი ხდება.

ეს ტრადიცია სხვა ბრიტანულ კლუბებში რა ხანია, დანერგილია. მაგალითად, ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი თავიანთი კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე პასუხს თავად აგებენ.

აი, რა განაცხადა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრენდან როჯერსმა: "კლუბის მესაკუთრეები ჩემამდეც ხვდებოდნენ სხვებს და მათ ამა თუ იმ პოსტს სთავაზობდნენ. მე კი საკითხს თავიდანვე ნათლად ვაყენებდი.

გუნდის ჩაბარებას მხოლოდ მესამე შეხვედრის შემდეგ დავთანხმდი, რადგან მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ახალ გუნდში ჩემი ძალაუფლება მხოლოდ ძირითად გუნდთან მუშაობით არ იქნებოდა შემოფარგლული. მჭირდებოდა გარანტიები, რომ სხვა საქმეების კონტროლიც დამეკისრებოდა.

ჩემს მოთხოვნებზე მესაკუთრეთა გარანტიები რომ არ მიმეღო, კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი. დიახ, ახლა თქვენ წინ არ ვიჯდებოდი, თუკი მეცოდინებოდა, რომ რამდენიმე დღეში კარები გაიღებოდა და კარებში ლუი ვან გაალი შემოვიდოდა.

მიზეზი არის ის, რომ თავს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ მშვიდად, როცა მოვლენათა კონტროლის უფლება მეძლევა. უნდა ვფლობდე საშუალებას, რომ მარტო გუნდი კი არ ვმართო, არამედ პირადად მქონდეს კონტაქტი კლუბის მესაკუთრეებთან და მათთან ერთად ამა თუ იმ საკითხის განხილვა და ჩემი იდეების მიწოდება შევძლო.

"ლივერპულში" მუშაობას იმ პირობით დავთანხმდი, რომ არავის უშუალო დაქვემდებარებაში არ ვიქნებოდი. ჩემი აზრით, აბსოლუტური სისულელეა, როცა გუნდში ფეხბურთელების მოყვანის საკითხს წყვეტს პიროვნება, რომელიც არ არის გუნდის მთავარი მწვრთნელი. ეს მე არასოდეს მესმოდა".

"ლივერპულის" ახალგაზრდა თავკაცმა ჟურნალისტებთან სატრანსფერო პოლიტიკაზეც ილაპარაკა მოკლედ: "ჯო კოულიც და ალბერტო აკვილანიც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ჯოს მე ჯერ კიდევ "ჩელსიში" მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ. ის ნამდვილი ტალანტია. რაც შეეხება ალბერტოს, იტალიელიც უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ის ჩვენთან ადაპტაციას.

ორივესთან პირადად დალაპარაკება მჭირდება, რათა გავიგო, უნდათ თუ არა "ენფილდზე" თამაში". მაგრამ ჩრდილოირლანდიელი იმდენად აჟიტირებულია ახალი სამუშაოთი, რომ მან პრესკონფერენციის მერეც კი არ დაიზარა და "ტელეგრაფს" იმავე თემაზე ინტერვიუ მისცა.

აქ მცირე განმარტებას გავაკეთებთ და ამონარიდებს მისი ინტერვიუდან ამის მერეღა შემოგთავაზებთ.

რამდენიმე დღის წინ "ლელო" უკვე წერდა, რომ "სუონსისა" და "ჰოფენჰაიმს" შორის გულფი სიგურდსონის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა... დიახ, მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ 22 წლის ისლანდიელს "გედებთან" კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

ისიც დაიწერა, რომ მიზეზი როჯერსის "ლივერპულში" დანიშვნის პერსპექტივააო. ლოგიკურია, რადგან სწორედ "სუონსის" ყოფილმა თავკაცმა აქცია სიგურდსონი პრემიერლიგის ვარსკვლავად. დღემდე გულფი ოფიციალურად სწორედ "სოფლელების" წევრად შეიძლება მივიჩნიოთ.

ასე რომ, "ლივერპულს" აქვს შანსი, "ჰოფენჰაიმთან" მოლაპარაკება წამოიწყოს და უელსურ კლუბს ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალოს. "თუკი სიგურდსონის სახელი სატრანსფერო ბაზარზე იტრიალებს, მე მისი გადაბირებით, რა თქმა უნდა, დავინტერესდები.

ვიცი, რომ მისთვის პირველი არჩევანი "სუონსი" იქნება, რადგან მან ამ გუნდში ფანტასტიკური 5 თვე გაატარა.

გულფის აგენტმა ჰიუ ჯენკინსონმა მითხრა, რომ მისი კლიენტი "სუონსისთან" კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ მთავარი მწვრთნელი მე ვიყავი. ჯენკინსონს შევპირდი, რომ ფეხბურთელს დავუკავშირდებოდი და მას სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკებოდი.

რომელ კლუბს აირჩევს ის კარიერის გასაგრძელებლად, მისი საქმეა, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მისით დაინტერესებული ვარ," - თქვა ბრენდან როჯერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა