ფაბრეგასის საქმე ასეა: მან და ექიმებმა ძალიან უნდა მოინდომონ, რომ კაპიტანი "არსენალს" "ჩელსის" წინააღმდეგ დაეხმაროს...
სესკ ფაბრეგასის საქმე ასეა: მან და მასთან ერთად ექიმებმა ძალიან უნდა მოინდომონ, რომ კაპიტანი და ლიდერი "არსენალს" "ჩელსის" წინააღმდეგ უპრინციპულეს შეხვედრაში დაეხმაროს - ეს მატჩი 3 ოქტომბერს "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება. ვიმეორებთ, ასე უკეთეს შემთხვევაში მოხდება, თორემ ზოგი წყაროს ცნობით ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონი სამ კვირას გამოსტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "არსენალის" კაპიტანმა ბოლო ტურში, "სანდერლენდთან" შეხვედრის პირველ ტაიმში ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორთავა კუნთი იტკინა და მოედნიდან გასაყვანი შეიქნა.

ფაბრეგასი ნატკენი ფეხის სკანირებაზე სამშაბათს დილით მივიდა და მართალია, ვენგერმა თქვა, რომ პასუხი მეორე დილამდე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავად ვარსკვლავმა "ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა:

"ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით კარგი ამბები მაქვს. კუნთში რაღაც სითხე კი ჩამიდგა, მაგრამ სერიოზული არაფერი მჭირს. იმედი მაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ უკვე შევძლებ თამაშს".

ფაბრეგასის განცხადებას მოგვიანებით "არსენალის" ოფიციალური განცხადება მოჰყვა. ამ განცხადებაში წერია:

"ფეხბურთის კლუბი არსენალი ადასტურებს, რომ სესკ ფაბრეგასი ორი ან სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს".

ასე და ამგვარად, ჯერჯერობით ის არის ცნობილი, რომ "მეთოფეთა" კაპიტანი შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან", შემდეგ სამშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაში ბელგრადის "პარტიზანთან" ვერ ითამაშებს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა