19 წლის გიორგი შანიძე უკრაინული გუნდის დუბლშემადგენლობაში მიიწვიეს
19 წლის გიორგი შანიძე დონეცკის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობაში მიიწვიეს. გულშემატკივრისთვის უცნობმა ფეხბურთელმა ეს ამბავი თავად გვითხრა.

როგორ დაინტერესდნენ უკრაინელები ქართველი ახალგაზრდით?

"ერთი წლის წინ ჩემზე დაკვირვება დაიწყო გიორგი (ჯოტო) ჯიშკარიანმა, რომელიც უკრაინაშია ნათამაშები და იქ კარგი ნაცნობები ჰყავს. მერე დაუკავშირდა მეგობრებს და უკრაინული გუნდის სელექციონერები საქართველოში მოიწვია.

ისინი დიდხანს გვაკვირდებოდნენ და ამის შემდეგ შვეიტყვე, რომ 10 ივნისის მერე უნდა ჩავიდე ევპატორიაში, სადაც დონეცკის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობა შეკრებას იწყებს.

19 წლის ახლახან გავხდი. ფეხბურთის თამაში "ნორჩ დინამოში" დავიწყე, შემდეგ რამდენიმე სკოლაში ვვარჯიშობდი - "შევარდენში", "საბურთალოში", 35-ე საფეხბურთო სკოლაში, "ვიტ ჯორჯიაში", პირველი ლიგის "ნორჩ დინამოში". ახლა კი - თენგიზ სულაქველიძე-უმცროსთან.

ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო და წასვლამდე კარგად მოვემზადო.

მარცხენა მცველი ვარ, მაგრამ მარჯვნივაც მითამაშია. ადრე 17-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ ხერხემლის ტრავმამ ძალიან დამაბრკოლა", - ამბობს შანიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე