რუსთავის "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს გუნდში უსიამოვნო ფსიქოლოგიურ ფონთან ბრძოლა აქამდე უწევს
წელს რუსთავის "მეტალურგი" თითქოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუსთაველებს მეორე ადგილი ერგოთ.

"მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე, ალბათ, თბილისის "დინამოში" დაბრუნდება და საკითხავია, ვინღა იქნება რუსთავური კლუბის ხელმძღვანელი.

ერთი სიტყვით, რუსთავის "მეტალურგში" ბევრი რამე ჯერაც ბუნდოვანია, არადა, გუნდს ევროპალიგაზე აქვს სათამაშო.

"მეტალურგში" დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი და გუნდის ავან-ჩავანზე სალაპარაკოდაც მას მივმართეთ. ის ქართულ ფეხბურთში ბევრისმნახველი კაცია და მისი მოსაზრებები საყურადღებო უნდა იყოს...

- "მეტალურგის" უახლოეს გეგმებზე რას გვეტყოდით? ალბათ, უკვე დაგეგმილი გაქვთ მოსამზადებელი ეტაპის პროგრამა...

- გუნდი 9 ივნისს იკრიბება. ჯერ აქ დავიწყებთ ვარჯიშს, 16 ივნისს კი სლოვენიაში წავალთ შეკრებაზე ორი კვირით და იქ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ.

- ახალწვეულები გყავთ?

- ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დავიმატეთ - ანზორ სუხიაშვილი მარტვილის "მერანიდან".

- დამდეგი სეზონისთვის "მეტალურგის" ბირთვი შენარჩუნებული იქნება?

- ვნახოთ, 6-7 ფეხბურთელის საკითხი გასარკვევია, მათ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდებათ: სეთურიძე, თოდუა, ჯაფარიძე, ბედიაშვილი, ბათიაშვილი... თანამშრომლობა რომ გაგრძელდეს, ფეხბურთელების და კლუბის სურვილები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

- ბუბა ტყავაძე, ალბათ, "დინამოში" დაბრუნდება. თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ უთავკაცებს "მეტალურგს"?

- ტყავაძე ჯერჯერობით "მეტალურგშია", ყოველდღე ერთად გავდივართ მიმდინარე საკითხებს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ დიდი შანსია, ტყავაძე "დინამოში" დაბრუნდეს და თუ საბოლოოდ ასე მოხდება, ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

- ფსიქოლოგიურად იოლი არ იქნებოდა იმის გადატანა, როცა საკუთარი თავი ჩემპიონი გგონია და რამდენიმე დღეში გებულობ, რომ თურმე ასე არ ყოფილა...

- თქმა რად უნდა, ჩვენი ფეხბურთელებისთვის ამასთან შეგუება ადვილი ვერ იქნებოდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი "მეტალურგი" იქნებოდა, ორი დღის შემდეგ კი ჩემპიონად სხვა გამოცხადდა...

მწვრთნელის და ფეხბურთელების ნაშრომი მოედანზე ჩანს, ეს არის ჩვენი საქმე და ახლაც იგივეს გავაკეთებთ.

- "მეტალურგის" სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება ალბათ არ ღირს. გუნდმა მიზანი შეასრულა, ჩემპიონატის პრიზიორი გახდა და ევროსარბიელზე თამაშის უფლება მოიპოვა...

- "მეტალურგმა" ეს მიზანი ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე შეასრულა. არასასიამოვნო ფსიქოლოგიური ფონი კი ჯერაც არსებობს და ამ მხრივ ფეხბურთელებთან ვმუშაობ.

- გიორგი თექთურმანიძის საკითხი როგორ არის, დარჩება ეს ფეხბურთელი "მეტალურგში"?

- თექთურმანიძე იჯარით გვყავდა წამოყვანილი "დინამოდან". იჯარის ვადა ამოიწურა, თუმცა გვინდა ვთხოვოთ "დინამოს", რომ ის კიდევ რამდენიმე თვით დარჩეს ჩვენთან. მოგეხსენებათ, "დინამო" წლეულს ევროსარბიელზე არ ითამაშებს და თუ თექთურმანიძე ევროპის ლიგის მატჩებში "მეტალურგს" დაეხმარება და გამოცდილებას გაიმდიდრებს, ეს ხომ "დინამოსთვისაც" სასარგებლო იქნება.

- კლუბის დაფინანსების წყარო და მოცულობა შენარჩუნებული იქნება?

- გუნდს ისევ მეტალურგიული ქარხანა დააფინანსებს და ბიუჯეტიც, ალბათ, იგივე იქნება.

- წინა სეზონის განმავლობაში ბევრი იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ზესტაფონი" თამაშობსო. ფაქტობრივად, ასეთი იყო საყოველთაო აზრი და ჩემპიონობა საბოლოოდ "ზესტაფონს" რომ დარჩა, ბევრმა ეს კანონზომიერადაც მიიჩნია. რას გვეტყოდით ამ ყველაფერზე?

- "ზესტაფონი" წლობით ნაშენები გუნდია და ზედიზედ ორჯერ რომ გახდა ჩემპიონი, ამაში მეც მიმიძღვის წვლილი. კვასხვაძე, ძარია, ხიდეშელი, დაუშვილი, ბენაშვილი, გორგიაშვილი... ეს ფეხბურთელები მე მივიყვანე "ზესტაფონში" 2005 წელს, როცა ამ გუნდში ვმუშაობდი.

"მეტალურგი" კი რვა თვის გუნდი გახლდათ. წინა სეზონი დაწყებული რომ იყო, მაშინ ჩავიბარეთ მე და ტყავაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი გუნდი თამაშობდა საუკეთესო ფეხბურთს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ "ბარსელონა" გასულ სეზონში "რეალზე" კარგ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ჩემპიონობა მადრიდელებს დარჩათ.

2011-12 წლების ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენ "ზესტაფონზე" კარგად ვიმუშავეთ, ფაქტია, რომ უკეთესი შედეგი გვქონდა.

- ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ამ გუნდების ბოლო მატჩი გასულ სეზონში, როცა "ზესტაფონმა" "მეტალურგი" რუსთავში დაამარცხა 2:0...

- ამ მატჩისთვის ორი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა - სევასტი თოდუა და ლუკა რაზმაძე. ფრე ხელს გვაძლევდა, მაგრამ ფრეზე არ ვითამაშეთ.

წარსულზე ლაპარაკი აღარ ღირს, თუმცა მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ლოგიკური კითხვა ჩნდება - თუ პლეი ოფში არ გადადის ქულები, მაშინ მოგებათა რაოდენობა რატომ არის სათვალავში? რეალობა ლოგიკასთან შეუსაბამობაში აღმოჩნდა, საქმე კაზუსამდე მივიდა...

- ითქვა, "მეტალურგი" ფეარ პლეის პრინციპებს არ იცავდა, "მერანი" - "მეტალურგი" გარიგებული თამაში იყოო...

- ასე არ შეიძლება, ამან "მერანის" ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის აღშფოთებაც გამოიწვია. "მეტალურგის" ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა მითხრა, ასე პატიოსნად არასდროს გავმხდარვარ ჩემპიონიო...

საქართველოში არაფერი იმალება, ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი ხდება.

- ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ "მეტალურგი" გორის "დილასთან" იყო გარიგებულიო - ასეთმა ხმებმა, ალბათ, თქვენამდეც მოაღწია. როგორ ფიქრობთ, 2011-12 წლების სეზონი უწინდელებთან შედარებით ბევრად ჭუჭყიანი გამოდგა?

- იყო ისეთი მომენტი, როცა "დილასთან" მოგება ხელს არ გვაძლევდა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დავასვენეთ, თუმცა ვინც ვათამაშეთ, იმათთვის არ გვითქვამს, ეს მატჩი არ უნდა მოიგოთო. ასე რომ, არანაირი გარიგება არ ყოფილა, მითქმა-მოთქმა ჩემპიონატის სისტემამ გამოიწვია.

თუ წინა სეზონებს გადავხედავთ და მათ 2011-12 წლების სეზონს შევადარებთ, საეჭვო მატჩების მეტ რაოდენობას მანამდელ სეზონებში აღმოაჩენთ.

მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli1805
ჟორჟიკ ვაი შენი პირით ამბობ დავასვენე მთEლი გუნდიო და მოედანზე ვინ ითAმაშებდა?
lasha
მეც გეტანხმები მარინა
marina
იყო ისეთი მომენტი, როცა "დილასთან" მოგება ხელს არ გვაძლევდა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დავასვენეთ, თუმცა ვინც ვათამაშეთ, იმათთვის არ გვითქვამს, ეს მატჩი არ უნდა მოიგოთო. ასე რომ, არანაირი გარიგება არ ყოფილა, მითქმა-მოთქმა ჩემპიონატის სისტემამ გამოიწვია. გარიგებაა აბა რა. რათ უნდა ამას გამოძიება . თვითონ ამბობს მწვრთნელი.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა