მომდევნო სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდი, "ტორინო" უბრუნდება
მომდევნო სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდი, "ტორინო" უბრუნდება. მართალია, ტურინელებმა წარმატებას, ძირითადად, დაცვითი ფეხბურთით მიაღწიეს და ნეიტრალურ გულშემატკივართა სიმპათიის მხრივ მკვეთრად ჩამორჩნენ "პესკარას", მაგრამ ამ გუნდის მიმართ ინტერესი მაინც ძალიან დიდია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ტორინოსთან" ერთად, სერია A-ში ტურინული დერბიც ბრუნდება, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დაპირისპირება იტალიაში. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქ ტურინში "გრანატას" მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე გაცილებით უფრო ტიტულოვან "იუვენტუსს".

"ტორინო" სერია A-ში გამოცდილმა სპეციალისტმა ჯამპიერო ვენტურამ დააბრუნა და ამისთვის ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება დაიმსახურა.

ტურინელები ამით არ შემოიფარგლებიან და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი გეგმები აქვთ... მოვუსმინოთ კლუბის პრეზიდენტ ურბანო კაიროს:

"ვენტურამ გასულ სეზონში ძალიან კარგად იმუშავა და მას ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ. მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი ათეულში მოხვედრა იქნება, შემდეგ კი კიდევ უფრო განვითარება და ტიტულებისთვის ბრძოლა.

ამისთვის კარგი საფუძვლის ჩაყრაა საჭირო და ზაფხულში ამას ვაპირებთ კიდეც. ვენტურასთან შეთანხმებით, მინიმუმ 7-8 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, რომლებსაც კვალიფიკაცია ნამდვილად არ დაეწუნებათ.

უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, გუნდს გვარიანად გავაძლიერებთ".

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ტურინელთა ერთ-ერთი სამიზნე კარვალიო ამაური გახლავთ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ფიორენტინაში" გაატარა.

ბრაზილიური წარმოშობის იტალიელს ჩინეთის ერთ-ერთი გუნდი ეპატიჟება, თუმცა აზიაში წასვლას არ ჩქარობს და წინადადებებს სერია A-ს გუნდებიდან ელოდება. ითქვა იმის შესახებაც, რომ ამაურის გადაბირებით "ლაციოა" დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით რომაელებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. ვნახოთ, რას იტყვიან "ტორინოს" მესვეურები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა