ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, უბერებელი ჯოვანი ტრაპატონი ევროპის ჩემპიონატისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი - ტრაპს სჯერა თავისი გუნდის პოტენციალის და საფეხბურთო ირლანდიას გარანტიას აძლევს, ეს გუნდი არ შეგარცხვენთო.

ორიოდე დღის წინ ტრაპატონის ასისტენტმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, რატომღაც მგონია, რომ პირველ ტურში ხორვატიასთან ფრეს ვითამაშებთ, მერე კი იტალიასაც მოვუგებთ და ესპანეთსაცო.

4 მაისს 73 წლის იტალიელ სპეციალისტს ტარდელის ამ ნათქვამზე კომენტარი სთხოვეს და აი, რა თქვა ჯოვანიმ: "მარკო უდიდესი ენთუზიასტია იმ ადამიანებს შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია. ტარდელი ყოველთვის მეოცნებე იყო და დღესაც ოცნებობს. ხომ იცით, ხანდახან ოცნებები მართლაც ახდება ხოლმე..."

ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი ირლანდიასა (მალეჰიდში) და იტალიაში (მონტეჩატინი) გავლილი მოსამზადებელი შეკრებებით კმაყოფილია.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი უკვე ძალიან კარგადაა შეთამაშებული - ბიჭები ერთმანეთს თვალდახუჭულები უგებენ, რაც ჩემთვის, ფაქტობრივად, იმის გარანტიაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავს არ შევირცხვენთ," - უთხრა ტრაპატონიმ ჩვენს ირლანდიელ კოლეგებს და იქვე დასძინა, რომ მეოთხედფინალში გასვლაზე ოცნება რეალურია.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელები

მწვრთნელი ნაკრები ტურნირი ასაკი წელი/დღე

ჯოვანი ტრაპატონი ირლანდია ევრო 2012 73 წელი/86 დღე

ოტო ბარიჩი ხორვატია ევრო 2004 71/2

ლუის არაგონესი ესპანეთი ევრო 2008 69/337

ოტო რეჰაგელი საბერძნეთი ევრო 2004 69/215

ვუიადინ ბოშკოვი იუგოსლავია ევრო 2000 69/40

კარელ ბრიუკნერი ჩეხეთი ევრო 2008 68/215

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები

მწვრთნელი ნაკრები ტურნირი ასაკი წელი/დღე

სრეჩკო კატანეცი სლოვენია ევრო 2000 36/333

მიშელ პლატინი საფრანგეთი ევრო 1992 36/355

ფრანკ რიიკაარდი ჰოლანდია ევრო 2000 37/255

მირჩა ლუჩესკუ რუმინეთი ევრო 1984 38/321

სლავენ ბილიჩი ხორვატია ევრო 2008 39/271

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა