როლან გაროსზე სამ ესპანელს არ წაუგია არცერთი სეტი
4 ივნისს საფრანგეთის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა.

პირველ რიგში, რაფაელ ნადალის მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ უნდა ვთქვათ. ბევრი აღიარებდა, რომ ესპანელისთვის ამ როლან გაროსზე პირველი სერიოზული მეტოქე არგენტინელი ხუან მონაკო იქნებოდა, რომელიც თუნდაც სეტს მაინც მოუგებდა მსოფლიოს მეორე ჩოგანს, მაგრამ მოხდა პირიქით - ასე იოლად რაფას ჯერ ამ ტურნირზე არ მოუგია.

პირველ სეტში მონაკომ 2:1 წაიყვანა ანგარიში და ამის შემდეგ ესპანელი გაუვალი კედელი გახდა - მან ზედიზედ 17 (!) გეიმი აიღო და საათსა და 46 წუთში 6:2, 6:0, 6:0 გაიმარჯვა. შეხვედრა სიუზან ლენგლენის სახელობის კორტზე იმართებოდა, რომელზეც ესპანელს 2005 წელს თავისი დებიუტის შემდეგ არ წაუგია.

რაფაელი მეოთხედფინალში თავის თანამემამულეს, ნიკოლას ალმაგროს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალამდე ჩატარებულ ოთხ მატჩში ნადალმა მხოლოდ 19 გეიმი წააგო, რაც პირადი რეკორდია. ტურნირის რეკორდი კი ლეგენდარულ არგენტინელ გილერმო ვილასს ეკუთვნის, რომელმაც 1982 წელს საწყის ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 16 გეიმი დაუთმო მეტოქეებს.

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნახევარფინალში ნადალის მეტოქე კიდევ ერთი თანამემამულე დავიდ ფერერი გახდება. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ეს უნდა იყოს წლევანდელი როლან გაროსის ნაადრევი ფინალი, რადგან სწორედ ფერერი შეუქმნის რაფას უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე ჯოკოვიჩი ან ფედერერი.

ფერერმაც მეოთხედფინალამდე გზა ისე გაიარა, რომ სეტი არ წაუგია და მანაც ძალიან ცოტა - 25 გეიმი წააგო.

4 ივნისს დავიდმა მხოლოდ ხუთი გეიმი გაიმეტა თანამემამულე მარსელ გრანოლერსისთვის - 6:3, 6:2, 6:0.

დავიდმა შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი აჩვენა, რაზეც 41 "ვინერსი" მეტყველებს. ახლა ფერერს მეოთხედფინალში ენდი მიურეის დამარცხება სჭირდება იმისთვის, რომ პირველად გავიდეს როლან გაროსის ნახევარფინალში.

საინტერესოა, რომ მამაკაცთა ბადეში სულ სამი ჩოგბურთელია, რომლებსაც ჯერ სეტი არ წაუგიათ. სამივე ესპანელია - ნადალისა და ფერერის გარდა, ეს გახლავთ ნიკოლას ალმაგრო, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვით, ნახევარფინალში გასასვლელად ნადალს შეხვდება.

უპრობლემოდ მიიყვანეს წინა დღეს გადადებული მატჩები გამარჯვებამდე ჟო-ვილფრიდ ცონგამ და ხუან მარტინ დელ პოტრომ. ცონგა მეხუთე სეტს 4:2-ს უგებდა სტანისლას ვავრინკას და შეინარჩუნა ბრეიკიანი უპირატესობა - 6:4.

რაც შეეხება დელ პოტროს, ის სეტებში 2:1-ით ამარცხებდა ტომაშ ბერდიხს. მეოთხე პარტიაში არგენტინელს იოლად შეეძლო მოემთავრებინა საქმე, მაგრამ ბრეიკი ვერ შეინარჩუნა და ბოლო მომენტში მოუწია გააქტიურება იმისთვის, რომ საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა - 7:5.

მამაკაცთა ბადის ბოლო შეხვედრაში ენდი მიურეის ხელწამოსაკრავი მეტოქე არ ჰყოლია - რიშარ გასკესთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში საყაიმო იყო - 3:3. თან ბრიტანელისთვის მატჩი ცუდად დაიწყო: გასკემ 6:1 მოიგო პირველი პარტია, მაგრამ ეს თურმე დროებითი ჩავარდნა ყოფილა.

ენდიმ ინიციატივა მოიპოვა და ის მატჩის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან - ფრანგმა ექვს ბრეიკს ვერაფერი დაუპირისპირა და 6:1, 4:6, 1:6, 2:6 დამარცხდა.

1/8-ფინალი

ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18) 6:4, 7:6(6), 3:6, 3:6, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 7:6(6), 1:6, 6:3, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 6)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 20) 6:3, 6:2, 6:0; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-რიშარ გასკე (საფ, 17) 1:6, 6:4, 6:1, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8) 6:4, 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ხუან მონაკო (არგ, 13) 6:2, 6:0, 6:0.

1/4-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ცონგა (5); ფედერერი (3)-დელ პოტრო (9); ფერერი (6)-მიურეი (4); ალმაგრო (12)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა