ჩვენი ნაკრები აშშ-ის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშებაში იასპარეზებს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშებაში იასპარეზებს.

ეს ტურნირი იმავდროულად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაა, რომელიც მომავალ წელს საფრანგეთში გაიმართება. აქ თამაშის უფლებას ალაფაზე გამარჯვებული მიიღებს.

ჩვენი გუნდის მეტოქეები B ჯგუფში, ისევე, როგორც შარშან თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე, კანადის, ზიმბაბვესა და იაპონიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული სხვა, A ჯგუფში გამარჯვებულს ფინალში დაუპირისპირდება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, შოტლანდიელი იან სმიტის ხელმძღვანელობით, ამ ტურნირისთვის დიდი ხანია ემზადება. მას ასისტენტობას ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ვლადიმერ კილასონია და ირაკლი ჭყონია უწევენ. მწვრთნელთა შტაბმა უკვე დაასახელა იმ 26 მორაგბის ვინაობა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

გუნდში ოთხი ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც შარშან თბილისში გამართულ ტურნირში იასპარეზეს. ესენია: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ზურაბ ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე და ლევან გოგოლაშვილი (ორივე - არმია).

საქართველოს ნაკრები, U-20

პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე - ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).

მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).

მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).

#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).

#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).

#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე - არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).

#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე - არმია).

18 ივნისი

საქართველო-კანადა

22 ივნისი

საქართველო-ზიმბაბვე

26 ივნისი

საქართველო-იაპონია

A ჯგუფი: ჩილე, რუსეთი, ტონგა, აშშ

B ჯგუფი: საქართველო, კანადა, ზიმბაბვე, იაპონია.

სმიტმა ახალგაზრდული რაზმი დაასახელა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა