ტურის ცენტრალურ მატჩს "მესტალია" მასპინძლობს - ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს. კიკე ფლორესის გუნდი ვალენსიაში პრობლემებით დახუნძლული ჩადის

ტურის ცენტრალურ მატჩს "მესტალია" მასპინძლობს - ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს. კიკე ფლორესის გუნდი ვალენსიაში პრობლემებით დახუნძლული ჩადის - "ბარსელონასთან" მატჩის ანტიგმირ ტომაშ უიფალუშის ავტომატურად დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა შეიძლება უარესიც მოხდეს - წესდების მიხედვით, 32 წლის ჩეხ მცველს შეიძლება დისკვალიფიკაციის მაქსიმალური ვადა შეუფარდონ - ეს კი 12 მატჩის ტოლფასია.

მადრიდულ გუნდს ვალენსიაში საერთოდ არ გაჰყოლიან სერხიო აგუერო და ტიაგო. აგუერომ ტრავმირებულმა ითამაშა "ბარსელონას" წინააღმდეგ. არგენტინელი ფორვარდი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოცვალეს და გასიებულ კოჭზე ყინულები დაადეს. კიკე ფლორესმა აღარ გარისკა და ლიდერთან სათამაშოდ "კუნი" აღარ წაიყვანა. "ვალენსია" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს, არგენტინელი ევერ ბანეგა ტრავმირებულია, ხოლო დავიდ ნავარო - დისკვალიფიცირებული.

გასულ სეზონში ეს ორი კლუბი ევროპის ლიგაზე გადაეყარა ერთამანეთს, მაშინ "ატლეტიკომ" იყოჩაღა, ახლა კი "ლოს ჩეს" რევანშის დროა, თუმცა უნაი ემერი ახლა რევანშზე არ ფიქრობს: "არ მსურს რევანშზე ლაპარაკი. გუნდი უბრალოდ მოსაგებად გავა მოედანზე. გუნდში კარგი განწყობაა. ყველანი სამი ქულის მოპოვებაზე და "მესტალიაზე" შეკრებილი გულშემატკივრების გახარებაზე ვფიქრობთ", - განაცხადა "ვალენსიას" ბასკმა თავკაცმა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია: სესარი - მიგელი, რ. კოშტა, მადურო, ალბა - ალბელდა, ტ. კოსტა - ხოაკინი, მატა, ვისენტე - ადურისი.

ატლეტიკო: დე ხეა - პერეა, გოდინი, დომინგესი, ა. ლოპესი - რეიესი, ასუნსაო, რ. გარსია, სიმაო - ფორლანი, კოშტა.

"მესის შეცვლა ძნელი იქნება", - "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომლის გუნდსაც არგენტინელი სუპერვარსკვლავი, სულ მცირე, 10 დღით დააკლდება: "მესი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მის გარეშე შევუტიოთ".

"კამპ ნოუს" ხიხონის "სპორტინგი" სტუმრობს, რომლის მწვრთნელი მანუელ პრესიადო "ბარსელონასთან" მატჩისთვის ერთბაშად 8 ცვლილების (!) განხორციელებას გეგმავს. პრესიადომ მხოლოდ ნაჩო ნოვო დაკარგა ტრავმის გამო, დანარჩენი სავარაუდო ცვლილება კი ტაქტიკური ხასიათისა იქნება. პრესიადო ცნობილი ტაქტიკოსია, მაგრამ რამდენად უშველის ეს ცვლილებები "სპორტინგს", საკითხავია...

ბარსელონა (სავარაუდო): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, მასკერანო - პედრო, ვილია, ინიესტა.

ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტურის წინ

ალმერია-ლევანტე 22:00

ბარსელონა-სპორტინგი 22:00

სარაგოსა-ერკულესი 22:00

ვალენსია-ატლეტიკო 00:00

ხვალ

ხეტაფე-მალაგა 22:00

ვილიარეალი-დეპორტივო 22:00

სევილია-რასინგი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე