ავალიანის თქმით, ვარძელაშვილი დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა ხელფასს, თუ "ქართულ ოცნებას" არ დატოვებდა
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი 3 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. ავალიანის განცხადება 5 ივნისს ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიაციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ლადო ვარძელაშვილი დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა ხელფასს, თუ "ქართულ ოცნებას" არ დატოვებდა.

ამბაკო ავალიანის განცხადებით, 3 ივნისს მოტყუებით წაიყვანეს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად, რომლის დროსაც მინისტრის მხრიდან იყო მუქარანარევი სიტყვები.

მისი თქმით, ლადო ვარძელაშვილს იპოდრომთან მდებარე გიორგი უდესიანის ოფისში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თავად უდესიანიც.

ავალიანის განმარტებით, პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა.

"ხან ვინ მომიგზავნეს, ხან ვინ - ნაკრებში დაბრუნდიო. რომ შევხვდი ვარძელაშვილს, მე ვთქვი, რომ ნაკრებიდან არც წავსულვარ, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი. მან მითხრა, რომ ან სპორტი აირჩიე, ან პოლიტიკაო. მერე ხელფასის მოხსნითაც დამემუქრა, რასაც ჩვენს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

იყო სიტყვიერი შეურაცხყოფებიც. საღამოს მოგვიანებით კიდევ შევხვდით, მიმიტყუეს. მუქარებიც იყო, მეუბნებოდნენ, რომ ეგენი შორს ვერ წავლენ და თქვენი და მაგათი დღეები დათვლილიაო" - აცხადებს ავალიანი.

4 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 3 ივნისს კოალიციის წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ავალიანს ძველმა თანაგუნდელმა, გვარად სინჯიკაშვილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა შეხვედრის შემდეგ გაუჩინარებული იყო.

მათივე ცნობით, ამბაკო ავალიანი შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.

თუმცა მოგვიანებით "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბაკო ავალიანმა უარყო ინფორმაცია მისი გატაცების შესახებ და განაცხადა, რომ 4 ივნისს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"გვიან საღამოს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად წამიყვანეს, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მომხდარა.

საუბარი გვქონდა სპორტულ საკითხებზე. იყო რაღაც გაუგებრობები, გავარკვიეთ. ეს არ ყოფილა პოლიტიკურ თემაზე შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მეგობრული", - აცხადებდა 4 ივნისს ავალიანი.

იხილეთ ვიდეო

interpressnews.ge

gekureba?
სახელიც კარგი ქონია, მართლა ამბაკოა.
masajisti
გამონაკლისების გარდა (მაგ. გურამ სარაღაძე, რომან რურუა და სხვა)არასოდეს არ მქონია დიდი წარმოდგენა მოჭიდავეთა განსწავლულობაზე, მაგრამ ასეთი დაბალი დონისანი თუ იყვნენ, მაინც არ მეგონა. რა ხელფასის შეწყვეტაზე საუბრობ, შე კაი კაცო, როცა მხოლოდ ფულის გულისთვის იცვლი აზრებს.
tirana
რა წარა მარა ცვლის აზრებს, როგორც აწყობს, კაცი ,კი არა თხლეა.... თუ ამბობ რამეს უნდა თქვა თუ არადა გაჩუმდე! ერთხელ ნათქვამის 7 ჯერ გადათქმა არაა მთლად ვაჟკაცის საქმე////
zuxu
გაუნათლებელო ბესო, შიბაქი მამაშენია!
beso
რამდელი ...... მომრავლდნენ, სპორცმები კიარა შიბაქი ხარ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა