ცნობილი ინდოელი ჩოგბურთელი მაჰეშ ბჰუპატი ოფიციალურად დაინიშნა თავის შეყვარებულზე - 2000 წლის "მის სამყაროსა" და ბოლივუდის ვარსკვლავ ლარა დუტაზე.

ცნობილი ინდოელი ჩოგბურთელი მაჰეშ ბჰუპატი ოფიციალურად დაინიშნა თავის შეყვარებულზე - 2000 წლის "მის სამყაროსა" და ბოლივუდის ვარსკვლავ ლარა დუტაზე. ეს მნიშვნელოვანი ამბავი ნიუ იორკში მოხდა, სადაც ბჰუპატი ამერიკის ღია პირველობაში მონაწილეობდა. ინფორმაცია ჩოგბურთელმა "ტვიტერის" სოციალური ქსელით გაავრცელა.

"მე და ლარა ნიუ იორკში დავინიშნეთ. ეს ოფიციალური ინფორმაციია", - დაწერა ჩოგბურთელმა.

თუმცა მსახიობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქორწილი არ იგეგმება. ამ წლის დასაწყისში ბჰუპატი პირველ ცოლს გაეყარა, რომელთანაც ექვსი წელი იცხოვრა. დუტა კი მსახიობებს - კელი დორიესა და დინო მორეას ხვდებოდა.

მაჰეშ ბჰუპატი წყვილთა თამაშის სპეციალისტია. მას მიქსტში "დიდი სლემის" ყველა ტიტული აქვს მოგებული, მამაკაცთა წყვილებში კი ავსტრალიის ღია პირველობის გარდა, სამ დიდ ტურნირში გაუმარჯვია. ის წყვილთა რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანია, ამჟამად ამ კლასიფიკაციაში მე-13 ადგილს იკავებს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა