ფედერერმა და ჯოკოვიჩმა ხუთსეტიან თრილერებში მოიპოვეს ნახევარფინალში თამაშის უფლება
როლან გაროსის მეათე დღეს მეოთხედფინალური ეტაპის დრო დადგა და პროგრამაში იყო ორი სუპერმატჩი მამაკაცებს შორის.

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს პირისპირ.

ორივე მატჩი პარალელურად მიმდინარეობდა და გულშემატკივრები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ.

განიავებული ოთხი მატჩბოლი

ჯოკოვიჩმა თავისი შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. თავიდან ჩოგბურთელებმა საკუთარი გეიმები მოიგეს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ცონგასთვის ეს იყო ამ სეტში ერთადერთი წარმატება. ნოვაკმა სულ რაღაც 21 წუთში 6:1 მოიგო.

მეორე სეტის დასაწყისი პირველის გაგრძელება იყო - ნოვაკმა იოლად მოიგო საწყისი ორი გეიმი და ბრეიკით დაწინაურდა. სწორედ ამ დროს, ზედიზედ რვა გეიმის წაგების შემდეგ, ცონგა თამაშში შევიდა და ბრძოლა გაუმართა სერბს.

ჯოკოვიჩი ტემპის დაგდებას არ აპირებდა, მაგრამ ფრანგი უფრო ძლიერად ათამაშდა და შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება. 6:5-ზე ცონგამ პირველი სეტბოლი მოიპოვა და მოახერხა მისი გამოყენება - 7:5.

ამის შემდეგ ცონგა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ნოვაკს, რომელმაც იმ დღეს ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო ჩოგბურთი.

ფრანგი თამაშის პირობებს კარნახობდა სერბს. თავის მხრივ, ნოვაკი ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა მეტოქეს, მაგრამ ჟო უფრო მხნედ გამოიყურებოდა და მეორე სეტის ბოლო ნაწილი ისევ მას დარჩა. კვლავ 7:5 და სეტებში ცონგა წინ გავიდა - 2:1.

ჯოკოვიჩი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. არადა, აშკარად ჩანდა, რომ ფრანგი იმ მომენტისთვის უკეთეს ფორმაში იყო. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ ცონგამ ოთხი მატჩბოლი მიიღო - სამი 5:4-ზე და ერთიც ტაი-ბრეიკზე.

სწორედ ამ მნიშვნელოვან მომენტებში გვახსენებდა ჯოკოვიჩი, რომ ის სამართლიანად მიიჩნევა კლასიფიკაციის საუკეთესო ჩოგბურთელად. ტაი-ბრეიკზე 5:6-იდან ნოვაკმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და პარტიებში ანგარიში გათანაბრდა.

ბუნებრივია, ასეთი შანსების გამოუყენებლობის შემდეგ ცონგა ფსიქოლოგიურად გატყდა, თან ჯოკოვიჩმა საბოლოოდ დაიბრუნა ჩვეული თამაში. შედეგად, 25 წუთის შემდეგ სერბი 4:1-ს იგებდა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა - 6:1.

მეშვიდე მოგება 0:2-იდან

პარალელურ მატჩში დელ პოტრო კორტზე მხოლოდ ერთი მიზნით გავიდა - სენსაციის მოსახდენად და ფედერერისთვის ბოლოდროინდელი წაგებების გამო რევანშის ასაღებად.

სასტარტო გეიმის წაგების შემდეგ არგენტინელი უპირატესობას დაეუფლა და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. პირველი პარტია სამხრეთამერიკელმა 6:3 მოიგო.

მეორე სეტში კორტზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. როგორც ასეთ სიტუაციებში ხდება, სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელშიც უფრო წარმატებული დელ პოტრო იყო - 7:6(4).

შვეიცარიელის კარიერაში მანამდე ექვსჯერ იყო ისეთი შეხვედრა, როცა 0:2-იდან შეძლო თამაშის გადარჩენა. როჯერმა მეშვიდედ ეს გუშინ გააკეთა, თანაც, საკმაოდ იოლად. საწყისი ორი სეტის წაგების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დელ პოტრო ამხელა უპირატესობას გაფლანგავდა, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა. როჯერმა თავისი რიტმი დაიჭირა და 3:0 წაიყვანა ანგარიში, სეტში კი 6:2 გაიმარჯვა.

მომდევნო პარტია დელ პოტროსთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. ფედერერმა, უბრალოდ, გადაუარა არგენტინელს და ერთი გეიმიც არ გაიმეტა მისთვის. დელ პოტრო ვერც მეხუთე სეტში მოეგო გონს.

როჯერი სულ წინ იყო - 4:1, 5:2 და შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეს. ერთადერთი, რაც არგენტინელმა შეძლო, კიდევ ერთი (და ბოლო) გეიმის აღება მოასწრო, თუმცა ეს ფედერერს ვერ შეაჩერებდა.

ისევე, როგორც გასულ წელს, ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ის ადგილია, სადაც შარშან ფედერერმა შეწყვიტა ჯოკოვიჩის მოგებათა სერია.

უინტერესო ქალები

ქალთა მეოთხედფინალებმა ნაკლებად გაამართლა მოლოდინი - გუშინდელ ორივე მატჩში მესამე სეტის ჩატარება საჭირო არ ყოფილა.

წინა ეტაპზე კაროლინ ვოზნიაცკის ძლევის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ დომინიკა ციბულკოვა ბრძოლას გაუმართავდა სამანტა სტოსურს.

ბრძოლა მართლაც იყო, განსაკუთრებით, პირველ სეტში, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ ავსტრალიელი უკეთ იყო მომზადებული მატჩისთვის. პატარ-პატარა გართულებები ჰქონდა, მაგალითად, მეორე სეტში 0:1-ზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, თუმცა შემდეგ 14 გათამაშებიდან 13 მოიგო და გეიმი აღარ მოაგებინა ციბულკოვას.

სტოსურმა ხუთი მატჩი სეტის წაუგებლად ჩაატარა და გუშინდელი თამაშით დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

მეორე მატჩში სარა ერანიმ გააგრძელა თავისი ბრწყინვალე სვლა როლან გაროსზე. იტალიელი გერმანელ ანჟელიკ კერბერს ხვდებოდა, რომელიც მსოფლიოს მეათე ნომერია. ამას იმიტომ გავუსვით ხაზი, რომ აქამდე ერანის ტოპ-ათეულის წევრებთან 28-იდან 28 მატჩი ჰქონდა წაგებული!

5 ივნისს ეს უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა. ერანისა და კერბერის მატჩში უფრო მეტი ბრძოლა იყო და გერმანელი უშანსოდ არ ყოფილა. მეორე პარტიაში 6:5-ზე კერბერი სეტზე აწვდიდა და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია და იქ უშანსოდ - 2:7 დამარცხდა.

1/4-ფინალი

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 5) 6:1, 5:7, 5:7, 7:6(6), 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9) 3:6, 6:7(4), 6:2, 6:0, 6:3.

ქალები

სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15) 6:4, 6:1; სარა ერანი (იტა, 21)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 10) 6:3, 7:6(2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...