ფეხბურთის ფედერაციის XXI საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა რომან ფიფიას წინადადება არ გაიზიარეს
5 ივნისს "ჰოლიდეი ინში" ფეხბურთის ფედერაციის XXI საანგარიშო ყრილობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა.

დაამტკიცეს სფფ-ის წინა, XX ყრილობის ოქმი, აუდიტის დასკვნა, ფინანსური ანგარიში, ბიუჯეტი, რომელიც 2012 წელს 27 610 500 ლარს შეადგენს.

ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თავის მოხსენებაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა შეაჯამა. 2012 წელს რამდენიმე სტადიონის განახლება იგეგმება. ლაპარაკია თელავისა და ხაშურის სტადიონების რეკონსტრუქციაზე.

სიჭინავამ იმედი გამოთქვა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწყებული საპილოტე პროგრამა, რომელიც C კატეგორიის მწვრთნელთა გადამზადებას ითვალისწინებს, მომავალშიც გაგრძელდება.

სფფ-ის ახალ წევრებად დაამტკიცეს "გაგრა", გორის "დილა" და მარტვილის "მერანი" და მათ მომდევნო ყრილობაზე ხმის უფლება მიიღეს. სწორედ ამას უკავშირდებოდა სფფ-ის წესდებაში ცვლილება: ყრილობის დელეგატების რაოდენობის 32-იდან 35-ამდე გაზრდის გამო, ელემენტარულად, ციფრებია შესაცვლელი.

შარშან აჭარის ავტონომიისა და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, ვახტანგ ქორიძე და ვალერი მანაგაძე გადადგნენ და აღმასკომიდანაც გავიდნენ. ისინი რეგიონულ პოსტებზე სულხან გოგიბერიძემ (აჭარა) და გიორგი კიკაჩეიშვილმა (იმერეთი) შეცვალეს, ხოლო ყრილობის დელეგატებმა ორივე აღმასკომში ვაკანტურ ადგილებზე აირჩიეს.

დელეგატებმა ყველაზე მეტი დრო საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის დამტკიცებას დაუთმეს.

"ჩვენ საუკეთესო ვარიანტად 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება გვსურს, რადგან ფეხბურთელების გასაზრდელად მწვრთნელებს ერთკვირიანი ციკლი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ. მაგრამ რეალობა სხვაგვარია - ლიცენზირების ბოლო შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საამისოდ მზად არ ვართ.

უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან უეფას მოთხოვნები მხოლოდ 8-მ დააკმაყოფილა. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეისათვის საუკეთესო ვარიანტი 12-გუნდიანი ჩემპიონატია.

უმაღლეს ლიგაში მხოლოდ იმ კლუბებმა უნდა ითამაშონ, რომლებიც ლიცენზირების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ", - თქვა "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში კვლავ 12 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონატის სისტემაზე კი 6 ივნისს, 12 საათზე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა და კლუბების წარმომადგენლები იმსჯელებენ. 2012/13 წლების ჩემპიონატის ფორმატს სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დაამტკიცებენ.

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საჭირბოროტო საკითხი წამოაყენა:

"კერძო კლუბებს აღმასკომში თავიანთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ამიტომ მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას, სადაც აღმასკომს განახლებული შემადგენლობით ავირჩევთ და ფედერაციის სამი ახალი სუბიექტის კანდიდატურას შევიყვანთ".

სამწუხაროდ, მისი მოსაზრება უმრავლესობამ არ გაიზიარა, მაგრამ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ: ფედერაციის ყრილობაზე აღდგენილი პროფლიგა ძველებურად პირველ ლიგას აღარ წარადგენს. ეს პატივი თავად კლუბებს ექნებათ.

ყრილობის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია ჩაატარა.

- ბევრი საკითხი განვიხილეთ: კიდევ სამი კლუბი მიიღებს ფედერაციის წევრის სტატუსს და მათი რაოდენობა 35-ამდე გაიზრდება. იმედია, შემდეგ ყრილობაზე წევრთა რიცხვი გაიზრდება და საფეხბურთო საზოგადოება უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.

უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობა არ გაიზრდება. ხვალ ამაზე დეტალურად ვილაპარაკებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირი პროფესიული ფეხბურთის ლიგის ორგანიზებით გაიმართება.

მალე სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, სადაც გადაწყდება, რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება პროფლიგა, ახალ დებულებას შეიმუშავებენ დ აირჩევენ პრეზიდენტს. 2-3 კვირაში უნდა გაირკვეს, ჩემპიონატი რა სისტემით ჩატარდება, რამდენი იქნება მსაჯების ხელფასები და ა.შ.

- ახალი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი თუ დადგინდა?

- უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ იყო დაპირებები, კერძო კომპანიები გვერდში დაგვიდგებოდნენ საპრიზო ფონდის ფორმირებაში.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ამჟამინდელი საპრიზო ფონდი მილიონი ლარი იყო სახელმწიფოს დახმარებით. ახლა ესეც პროფლიგის პრეროგატივა იქნება.

- ვიცით, რომ მწვავე კამათი გამოიწვია აღმასკომში გუნდების წარმომადგენლების შეყვანის საკითხმა. საბოლოოდ რა გადაწყდა?

- მინდა შეგახსენოთ, რომ აღმასკომის წევრები სწორედ კლუბებმა წარადგინეს. დღეს რომან ფიფიამ რიგგარეშე ყრილობის ჩატარება შემოგვთავაზა, სადაც აღმასკომის ახალ წევრებს ავირჩევდით, მაგრამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა მხოლოდ 13-მა დელეგატმა, 2-მა თავი შეიკავა, 18 დელეგატი კი წინააღმდეგი წავიდა.

- "ზესტაფონი"-"მეტალურგის" დაპირისპირება როგორ დასრულდა?

- ამაზე აღმასკომზე ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ 1 ივლისამდე ეთიკის კოდექსი და ეთიკის კომისია ჩამოყალიბდება. საკითხსაც სწორედ ეს კომისია გადაწყვეტს.

სხვათა შორის, მხოლოდ "ზესტაფონი"-"მეტალურგის" დაპირისპირება არ განხილულა, სხვა არანაკლებ მწვავე საკითხებზეც ვილაპარაკეთ. ეთიკის კოდექსი კი ფიფას აქვს და გამოგონება არ სჭირდება.

მოკლედ და კონკრეტულად - ლიგა არ იზრდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის