"შარლერუამ" "ოოსტენდე" 70:65 დაამარცხა, ხოლო ჩვენებურს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა
5 ივნისს, ღამით, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" "ოოსტენდეს" უმასპინძლა და კინაღამ ჩემპიონობა დაუთმო.

კარგად ჩატარებული პირველი წუთების შემდეგ ქართველის გუნდმა 11-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მეოთხე პერიოდის წინ "ოოსტენდე" 53:48 დაწინაურდა.

ამ შეხვედრამდე სერიას სწორედ ოოსტენდელები იგებდნენ (2:1) და შარლერუაში წარმატების შემთხვევაში ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასსაც აღმართავდნენ (ბელგიაში ფინალი სამ მოგებამდეა). ეს კარგად ესმოდათ მასპინძლებსაც, რომელთა მწვრთნელმა თორნიკე მეოთხე პერიოდისთვის შემოინახა.

ახალგაზრდა ქართველმაც იმედები არ გაუცრუა - გადამწყვეტ მომენტში მოედანზე საუკეთესო იყო. თავად განსაჯეთ: თუ საწყის 30 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა ჰქონდა, მეოთხე პერიოდში 6 ქულას 5 მოხსნა მიამატა და თამაშის შემოტრიალებაშიც ლომის წვლილი შეიტანა.

ბოლო წუთზე, ანგარიშზე 66:62, მან ორქულიანით ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე (68:62) გაზარდა, რაც ფაქტობრივად, გამარჯვების ტოლფასი იყო. საბოლოოდ 70:65 "შარლერუას" სასარგებლოდ.

შენგელიას სრულ მონაგარზე არაფერი გვითქვამს. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 16 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი. მასპინძელთაგან თორნიკეზე მეტი მხოლოდ დემონდ მალეტმა ჩააგდო - 14 ქულა.

სერიის გადამწყვეტი მატჩი 7 ივნისს ოოსტენდეში გაიმართება. შეხვედრის გამარჯვებული ჩემპიონად გამოცხადდება.

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი თორნიკე შენგელიას წინასადრაფტოდ გაწვრთნის

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა